მიყვარს რა საახალწლო ფეიერვერკი
დაყრუებამდე ტკაცუნი, სიგნალიზაციაჩართული მანქანები და აციმციმებული და აცმუკებული ქალაქი
წელს მაგარი წელი იქნება, გილოცავთ
მარიამ გილოცავ და წარმატებებს გისურვებ, მიყვარხარ მაგრად :)
მე ძალიან ბევრი თავკვერი დავლიე :D :D
Friday, December 31, 2010
Thursday, December 30, 2010
წელი 2010 როგორც ასეთი
ოდითგანვე, კონკრეტულად 2005 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ვაკეთებ ჩამონათვალს მთელი წლის განმავლობაში რა იყო დამახასიათებელი ან გამორჩეული.
რამდენიმე პუნქტს ჩემს ბლოგზეც დავწერ, რაღაც წლის შემაჯამებელი პოსტის მსგავსად. მაშ ასე – 2010:
- Soundtrack – Nouvelle Vague, Grey's Soundtracks, Breakfast in America, chinawoman, dirty dancing, Killers, strokes, where is my mind, True color, placebo, Franz Ferdinand, internetradio.ge
- ფილმი – the Lord of Rings, Anime, Grey's anatomy (again), RIGET, Sex and the City, darjeeling limited, Tenenbaums, buffalo 66', hangover, Mama mia
- წიგნი – ბეჭდების მბრძანებელი, ნადირობა ცხვარზე, აგოტა კრისტოფ, შიმშილი, გამოსათხოვარი ვალსი, ველური ძაღლი დინგო, პანინა მანინა, მექანიკური ფორთოხალი, ნუ მოკლავ ჯაფარას; მიო, ჩემო მიო
- აქსესუარი – შავთვლიანი დიდი ბეჭედი, ანუკის სამაჯური (რომელიც გამიწყდა), წითელი მაჯის საათი
- საჭმელი – შოკოლადი( ბევრი), ვაშლი, ტკბილი ქვეყნის ნამცხვრები
- სასმელი – სანგრია, გლინტვეინი, ყავა, პეპსი
- სიტყვა – იდეაში, და საერთოდაც, სველა, ღმერთო დამთაგე, have fun, ctrl+, დავაი წიოლკა რაზძივაისია, ჩემდა თავად, პირადად მე, ჩვენში დარჩეს და
- აღმოჩენა – ჩემი თავი(კიდევ ერთხელ), loft, თ.ა.
- სიმპათია – დალი,მარი კორინთელი, თეო (კუბლ), მარი მენაბდე, თათუ
- მეგობარი – ელენე

შეხვედრა - საკო, სოფი
- ბიჭი – ინიციალების დაწერას ვაპირებდი, მაგრამ იყოს, ჯობია არ იცოდნენ :D
- ideafix period – პლატო ჩვენი ფანჯრიდან, რსრ, FB
- საყვარელი ადგილი – მთაწმინდის კიბეები, ახალი ხიდი, რაჭის ჰამაკი და აივანი, #105 ავტობუსი (აწ უკვე გაუქმებული)
- ყველაზე კარგი დღეები – ელეს დაბადების დღე, ვახოს (დილის 6 ზე ფეხით ხეტიალი), გიდაური – თხილამურები, თამაშები რსრ, მს, ჩემპიონატი ფეხბურთში :D Deutschland, სადიპლომოს ხაზვა ელესთან, გიოს ქორწილი, გრანტი 100%, მერია, შაორი( ზოგადად ზაფხული)
- წელს პირველად – ვიდექი თხილამურებზე, ვითამაშე მაფია, არმატურა, მივიღე მონაწილეობა ბევრ ვორკშოპში, დავიწყე მუშაობა,
- დევიზი – ცხოვრება მშვენიერია და მართლაც რომ ღირს;

ყველაფერი ისე ხდება – როგორც საჭიროა
- აქტიური საიტები - Facebook, gametv.ge, all my blogs :), google.ge, allmovies.ge, translate.ge, convert.ge, 4shared.com, GTU.ge, internetradio.ge, urbansketchers.com
- აქტიური საიტები - Facebook, gametv.ge, all my blogs :), google.ge, allmovies.ge, translate.ge, convert.ge, 4shared.com, GTU.ge, internetradio.ge, urbansketchers.com
აბდაუბდა ნაწერი კი გამომივიდა, მაგრამ იყოს მაინც
ctrl+happy new year
Saturday, December 25, 2010
all my blogs
![]() |
| yellow period |
იცით რამდენი ცალი მაქვს უკვე? - 6 :D
შეპყრობილი ვარ - მაინტერესებს რომელ ბლოგ-საიტს რა შესაძლებლობები აქვს და განსაკუთრებით გატაცებული ვარ ფონების და დიზაინის ცვლით
ამ ექვსიდან ორი ძირითადია, რომლებიც ბლოგერზე მაქვს დარეგისტრირებული
პირველ რიგში mylpi - რომელიც არსაიდან შექმნილი სახელია და ძალიან მე ა
http://mylpi.blogspot.com/
მეორე I love my Archilife - თემატური არქიტექტურაზე და მასთან არსებულ (:)) სხვა თემებზე
http://my-archilife.blogspot.com/
ძალიან ადრე დარეგისტრირებული ბლოგი wordpress ზე, რომელიც ერთჯერადად გამოვიყენე ჩემი ნახატების ასატვირთად და საჩვენებლად, ერთი პერიოდი მივუბრუნდი კიდეც, დიზაინი შევუცვალე და საცდელად ერთი არაფერშუაში ვიდეოც დავლინკე youtube დან, მაგრამ ეს იყო და ეს :)
http://mmariammi.wordpress.com/
ახლახანს დარეგისტრირებული სამი საცდელი ბლოგი:
tumblr ის მიკრობლოგი - FB სთან პირდაპირი ბმით
squarespace, რომელსაც ფუნქციების თითქმის სრულყოფილი კრებული აქვს, მაგრამ არც ისე პოპულარულია რატომღაც
დიზაინიც დახვეწილი აქვს და საკმაოდ მრავალფეროვანი
http://mmariammi.squarespace.com/
და ყველაზე უაზრო და სასაცილო mylpi's postorous
http://mylpi.posterous.com/
ყველა ისეთი საყვარელია :)
P.S. მუშაობა დავიწყე ალტაში მენეჯერის ასისტენტად (ანუ კონსულტანტად :D) დროებით, და ძალიან მიხარია - ალბათ იცით, რომ ძალიან შემიყვარდა ამ ბოლო დროს ციფრული ტექნოლოგიები და კომპიუტერულ ცენტრში მუშაობა მისწრებაა.
მოკლედ კარგი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, მერე რა რომ ახალი წელი მოდის და არდადეგები მაქვს :D
Sunday, December 19, 2010
my Breakfast at night
ქვემოთ ატვირთული ორი ვიდეო ნამდვილად იმსახურებს ცალკე პოსტს
ეს ის ორი სიმღერაა, რომელიც ჩემთვის გამოცდებთან ასოცირდება, ოღონდ ისეთ გამოცდებთან კი არა, რომ იტანჯები უინტერესო საგნების დაზეპირებით, წიგნის, ქსეროქსის, კომპიუტერის და მოკლედ არაფრის დანახვა რომ აღარ გინდა
არა, ეს ორი სიმღერა არის ჩემი ერთგვარი სტიმულატორი, მოყოლებული დიპლომის ხაზვიდან - როცა ღამეს ათენებ პროექტის ხაზვაში, მაგრამ ისე, რომ ვერ ხვდები, რომ ძალიან გვიანია და ისე გითრევს, ვერ წყდები. ეს ორი სიმღერა მაშინ ჩაგდებული მქონდა ფლეილისტში და თითქმის ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვუსმენდი, სხვადასხვა სიმღერებთან კომბინაციითაც და ცალკეც.
ეს ორი სიმღერა, ღამე და ყავა კომპლექტში ხელს უწყობს ჩემს კონცენტრაციის უნარის ამაღლებას - და მოკლედ - მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ ორ სიმღერას :)
თან ყველაზე კარგი თვისება ის აქვთ, რომ როცა მონოტონურად უსმენ და ვერ აღიქვამ რას უსმენ, არც გაწუხებს.
მიყვარხართ სიმღერებო :D

P.S. აი ახლაც ესენი მაქვს ჩართული და ყავას ვსვამ, თან ღამეა და ჩემს პროექტზე ვფიქრობ :) - ქარხნის პროექტზე :)
Thursday, December 9, 2010
m = 8 = 22
მე 22 წლის ვარ
მე პოსტს არ დავწერ, მხოლოდ ფოტოებს ავტვირთავ გუშინდელს

არა, მაინც დავწერ ცოტაოდენს
დავწერ იმას, რომ მე ვიპოვე ჩემი კაფე თბილისში
გუშინ ჩემთან იყვნენ მეგობრები, რომლებიც ისხდნენ ჩემს გვერდით და ეს ძალიან მსიამოვნებდა
სულ თავიდან ვიჯექი მარტო, ჟასმინის ჩაის ვსვამდი და ვხატავდი
სულ მალე ჩემი ანუშკი მობრწყინდა :D
მერე მოვიდა ვახო :)
მერე ნათიამ შემომირბინა
ჩვენ ვსვამდით წითელ ღვინოს
მალე ბუხარი აანთეს და მე ჩავიფიქრე პირველი სურვილი
მერე მოვიდა დიდი ხნის მონატრებული სოფი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და ვხვდებოდი, როგორ მომნატრებია მისი აურა
მერე, ბოლოს და ბოლოს მოაღწიეს თამუნამ და ეკამ :D შოკოლადებით :D
ჩვენ ვისხედით მშვიდად და მყუდროდ და ძალიან მსიამოვნებდა ყველა გარშემო
მე ძალიან ბევრჯერ ჩავაქრე ჩემი ერთადერთი ოქროსფერი სანთელი
და ბოლოს ეს მუსიკა, რომელიც თრთოლვამდე მომწონს
Starshine - fashion TV
8=22

და კინაღამ დამავიწყდა - დღეს ქეთიმ იტვეტში მოირბინა და დიდი კოლოფით შოკოლადები მომიტანა :*
და ახლა მარტო ვარ სახლში, ვზივარ იატაკზე და პირს ვიტკბარუნებ :D :D
და ახლა მარტო ვარ სახლში, ვზივარ იატაკზე და პირს ვიტკბარუნებ :D :D
Friday, December 3, 2010
გრანტი 100%
იცი რა მოხდაა??? რამდენიმე წუთის წინ თამომ ლინკი დადო FB ზე მაგისტრანტთა სიები, რომლებმაც გრანტი მოიპოვეს - და მე მათ შორის ვაააააარაააააააააააააააააა
რა, რა რა მაგარიიიააააააააააა
რა მაგარი დღეაააააააააა
რა, რა რა მაგარიიიააააააააააა
რა მაგარი დღეაააააააააა
| ეს რეაქცია :D :D |
I'm soooo happpyyyyyyyyyy
შიმშილობა, 2008 წლის ზაფხული და თავკვერი
2008 წლის გაზაფხულზე დავიწყე შიმშილობა
შეპყრობილი ვიყავი პოლ ბრეგის შიმშილობის თეორიით
აპრილის ბოლოს დავიწყე დაახლოებით და სექტემბრის ბოლომდე ყოველ ოთხშაბათს 24 ან 36 საათის განმავლობაში არაფერს ვჭამდი, ვსვამდი მხოლოდ ადუღებულ წყალს ზოგჯერ ცოტა თაფლით
ივლისის ბოლოს რაჭაში წავედი - რა თქმა უნდა ბებია ეგრევე ანერვიულდა, როგორც კი არა ჩვეულებრივი ჭამის შესახებ გაიგო.
მერე ჩამოვიდა ქეთიც და შემომიერთდა, ბებია თავიდან ყველანაირად ცდილობდა გადაეთქმევინებინა, მერე აგვისტოში ომიც დაიწყო და ჩვენთვის აღარ ეცალა. ღამე გიორგის დაურეკეს და როგორც რეზერვისტი გამოიძახეს. მეორე დღეს გზა ჩაიკეტა და არ წასულა. მე რამდენიმე დღე საშინლად დაძაბული ვიყავი - თბილისში ვრეკავდი, საიდანაც მამა მეუბნებოდა, რომ სავარაუდოდ ტყვიავი გადამწვარია და მე თვალწინ ნახშირის გროვები წარმომიდგებოდა და მენანებოდა ჩემი მოგონებები, ნივთები, მიწა. რაჭაში ტყვიავის თავკვერი მქონდა წაღებული, რომელიც რამდენიმე ყლუპიღა მქონდა დარჩენილი და ვფიქრობდი, რომ ეს უკანასკნელი თავკვერია ჩემი ალბათ უკვე დამწვარი ვაზებისა.
და მაინც ყოველ ოთხშაბათს ვშიმშილობდი.
საბედნიეროდ იყო ძალიან მზიანი ამინდები და დღის დიდ ნაწილს მდინარეზე ვატარებდით - ცივი წყალი, მზე, ძალიან ლურჯი ცა და ცხელი ქვები ყოველგვარ დაძაბულობას ხსნიდა. და ყველაზე მეტად შემეშინდა მაშინ, როცა ერთ საღამოს გავრცელდა ხმა - ამაღამ თბილისი უნდა დაიბომბოსო. ბავშვებმა ღამის გათევა გადაწყვიტეს, ყველა აფორიაქებული იყო. მე დასაძინებლად წავედი - აივანზე ვიწექი და გაურკვევლად მეშინოდა. და უცებ ქვევიდან მომესმა ბიცოლას ხმა - ონისე დაბრუნდა! ღმერთო, რა ბედნიერებაა! ქვევით ჩავრბინე ტირილით, ბიცოლასაც ცრემლიანი თვალები ჰქონდა. ესე იგი გიორგი აღარ მიდიოდა.
და მეორე დღეს თითქოს მზე ახლა გაბრწყინდა და ახლა გამოანათა - ყველას გულიდან ლოდი მოგვეხსნა. გიორგი დარჩა. მთელი დღე ყელში მოწოლილი ტირილით დავდიოდი და მიხაროდა.
19 სექტემბრამდე - ზუსტად ორი თვის განმავლობაში რაჭაში ვიყავი, ძალიან ბევრი ვიბანავე მდინარეში, გავირუჯე, ბევრი ვინერვიულე, ვიტირე, ვიშიმშილე, დავიკელი 7 კილო, მივეჩვიე ბუნებას და ხმამაღლა გადაძახილებს - რაც თბილისის სახლში ვეღარ ეტეოდა, და ეს იყო ყველაზე ემოციური ზაფხული, რომელიც მაგრად მახსენდება თავისი თავგადასავლებით, სიხარულით და ცრემლებით. მე ვტკბებოდი ცხოვრებით, წუთებით და დღეებით, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს დღე შეიძლება ბოლო მზიანი დღე აღმოჩნდეს სულ ცოტა უახლოეს ზაფხულამდე-თქო.
P.S. ტყვიავში სახლი ცოცხალი დაგვხვდა, ოღონდ საშინლად არეული, რაღაც ნივთები იყო მხოლოდ წაღებული და მარნიდან თავკვერი, მაგრამ ვაზები არ გადაუწვავთ.
P.P.S. სექტემბრის ბოლოს, თბილისში ვიშიმშილე გადაბმულად 65 საათის განმავლობაში და მერე შევწყვიტე.

Thursday, December 2, 2010
ჩემი ქალაქის ხეები და დეკემბერი, როცა სინათლეები უკვე აანთეს
რა უცნაურია 2 დეკემბერია და ჯერ კიდევ ყვითელფოთოლა ხეები დგას ქუჩებში და აინუნში არ აგდებენ უკვე ანთებულ საახალწლო გირლიანდებს.
| nice |
ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია. მე მომწონს და მიუხედავად ყველაფრისა, მომხრე ვარ, რომ ზოგჯერ აუცილებელია ფულის დახარჯვა ქუჩების მოსართავად და გასანათებლად. ეს ციმციმა პატარა ნათურები საზეიმო განწყობას ქმნის და საჭიროა ხალხმა გაიგოს, რომ ამ ქვეყნად მარტო გაჭირვებული და საცოდავი ცხოვრება არაა, არსებობს რაღაც სხვაც - ნათელი და ხალისიანი. უნდა მიეჩვიონ სინათლეს, რომელიც თვალს ჭრით და აღიზიანებთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წელს ახალი წელი შემოდგომაზე დგება :) წელს პირველად გვქონდა შემოდგომის მსგასი შემოდგომა - მზიანი, მშრალი, წყნარი. აი ამწუთას მაგალითად ჩემს ბლოგზე 15 გრადუსს მიჩვენებს სითბოს, არადა უკვე ღამის ორი საათია. საეჭვოდ თბილა - მალე ალბათ თოვლი მოვა.
ჩვენი ცენტრალური გამზირები კი უდავოდ მშვენიერები არიან.
ნეტავ კიდევ დიდხანს არ ჩამოცვივდნენ ფოთლები :)
Wednesday, November 24, 2010
მე, გორი და პრიანიკები
23ში გიორგობისა და მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი თარიღების ერთად თავმოყრის გამო, ორშაბათს მე და ანუკიმ ტყვიავისკენ გავწიეთ. გორში მამა დაგვხვდა, რომელსაც რაღაც საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი და ქალაქში მოგვიწია გავლა.
ამინდი ძალიან ნოემბრული იყო, ფოთლები ჯერ კიდევ არ ჩამოცვენილიყვნენ, მაგრამ მოყავისფროდ იყვნენ შეფერილნი. საერთოდ გორი საყვარელი ქალაქია, თავისი ძველი უბნებით და პატარა აგურის სახლებით, საკმაოდ აქტიური ცხოვრების ტემპით. მაგრამ სასაცილოა, ყველაზე უშნო კოლოფა კორპუსები, ცენტრალური გამზირის პირასაა ჩამწკრივებული. მთავარი მოედანი ძეგლითაც და უძეგლოდაც უკვე ნანახი მქონდა. ვემხრობი იდეას, რომ არაა საჭირო ყველა მოედანზე რაიმე იდგას, დატოვონ ისე ცარიელი, როგორიც ახლაა, იყოს ეს დიდი სივრცე. სვეტს და ჩანჩქერს ნამდვილად ჯობია.
საკალმახე ვნახე, ვუყურე, როგორ დაიჭირეს კალმახები, აწონეს, დენით დახოცეს და გამოკუჭეს.
გიორგობას გორიჯვარზე ვიყავი ასული და იქიდან გადმოვხედე ქართლის ველებს :) ძალიან, ძალიან ლამაზი იყო, ოდნავ დაბურული, მზიანი, ბილიკებით დახაზული მოყვითალო-მოყავისფრო ფერდობები, ძალიან ლურჯი ცა, მორუხო-ცისფერი მდინარე, რომელიც ცას ირეკლავდა, პაწაწინა წითელი ასკილები, ძალიან შორს ვერცხლისფრამდე თეთრი მწვერვალები და ამ ყველაფერში ჩამჯდარი ჩვენი ძველი ქალაქი, ლიანდაგები და ხიდი. მე მიყვარს უკვე ბუნების ნაწილად ქცეული ცივილიზაცია – გზები, ანძები, ლიანდაგები, ხიდები, ჯებირები.
ნოემბერი უხდება გორს.
და კიდევ – პრიანიკები – შემახსენეთ და მოგიყვებით.
Monday, November 15, 2010
ფარუკი, პეროვი & Hot milk
დღეს უცნაური დღე იყო – უცნაურს ვეძახი დღეს, რომელიც დაუგეგმავად ვითარდება ან გეგმას აცდენილად. დილით დამევალა ტელეფონის გადახდა, როგორც წესი არ მეზარება, მაგრამ დროის გამონახვა ჭირს ხოლმე. იტვეტში პირველი ლექციის მერე გავედი ატეესში და ინგლისურის პირველ ლექციაზე დავაგვიანე. ტელეფონის გადასახადები როგორც იქნა გახადეს უფრო მობილური და უკვე ნებისმიერ ბანკში ან ფეიბოქსით შეიძლება გადახდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ აკრეფისას ნომერი შემეშალა და ვიღაცას ჩავურიცხე 5 ლარი :D, ახლა კი მეცინება, მაგრამ იმ წუთას გავმწარდი და ნერვები მომეშალა – აბა დამრჩა ისევ გადასახდელი ჩემი და რა მექნა, თან ის აპარატი რკინის ფულს არ იღებდა :D :D
მოკლედ იტვეტის მერე ვაპირებდი ჩემ ჯგუფელ გოგოებთან ერთად სადმე ჩასხდომას, დამირეკეს და ლესელიძეზე ვართო, მაგრამ სანამ იქამდე მივიდოდი შემხვდნენ ელენე, დალი, მწვანე, ოკიჩა და ფარუკი, რომელიც რამდენიმე დღითაა ჩამოსული სტუმრად თბილისში. ძალიან გამიხარდა მათი ნახვა და გადავწყვიტე მათთან ერთად გამეტარებინა საღამო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშიოდა :) წავხეტიალდით ვაკისკენ, გადავწყვიტეთ რამე ცხელი დაგველია. რა სასაცილო იყო, ვერაფრით ვერ შევთანხმდით რომელი კაფე აგვერჩია, უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ზოგი იკეტებოდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ პირველივე შემხვედრში შევიდოდით – და ეს პირველი იყო ბარნოვზე ჯერარგახსნილი კაფე, სადაც შესვლისას გვითხრეს, რომ ორ დღეში გავიხსნებით, ახლა არ მუშაობსო :D დავუყევით ისევ ფილარმონიისკენ, პეროვზე გადავწყვიტეთ გასვლა. და ელენემ მიგვიყვანა ერთ საყვარელ გალერი-კაფეში, სადაც ძალიან მყუდრო გარემო იყო, სითბო, კედლებზე ნახატები ეკიდა და ნივთების და მენიუს დიზაინიც ხელთნაკეთი იყო. ფარუკმა – არ მჯერა, რომ სადღაც დავსხედითო – თვითონ ლუდი შეუკვეთა, და ჩვენ ცხელი რძე : )
იცი რა სასიამოვნოა მეგობრებთან ერთად საყვარელ კაფეში ჯდომა და ცხელი რძის დალევა. კიდევ ის, რომ იქ ეკიდა დახატული საათი, რომლის ისრებიც ნახატი გვეგონა და გაგვიკვირდა, რომ დაემთხვა ზუსტ დროს და მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე შევამჩნიეთ, რომ ისრები მოძრაობდნენ :D ჩანახატებიც გავაკეთეთ, სასაცილო მაგრამ მაინც. და ძალიან დაღლილი, მაგრამ სასიამოვნო განწყობით დავბრუნდი სახლში.
Monday, November 8, 2010
art weekend
ეს რამდენიმე დღე შემოქმედებითი პერიოდი მაქვს,
მინდა ვხატო და რაღაც პროექტები გავაკეთო - და თან ვხატავ კიდეც და კოლაჟებიც გავაკეთე,
პარასკევს ბოტანიკურში ვიყავით მე და ანუშკი ასულები, აკვარელიც წავიღე - შემოდგომის ეტიუდებს გავაკეთებ-თქო, მაგრამ ფოთლები უკვე გაცვენილი იყო უმეტესად და იმედი გამიცრუვდა.
შაბათს კონკურსი იყო თემაზე - "არმი(რებ)ა" - და გავაკეთე ნახატი ინსტალაცია და სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვე.
მერე საღამოს სვაიაკზე ვიყავი, ბალამ მთხოვა წაკითხვა, და სულ ბოლოს ნინოსთან ავედი, სადაც ქეთი ისევ აუდიო სისტემებში იყო შემძვრალი და მიკროფონის ჩართვას ცდილობდა. გვიანობამდე ვიყავით და სახლში წამოვედით, ვუყურეთ ახალ ქართულ დეტექტივს, რომელიც იმაზე გაცილებით კარგი ხარისხის აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.
კვირას დილით ადრე ავდექით და წავედით ვიდეოთვალის საყიდლად ნინოსთვის - სულ დაგვავიწყდა, რომ კვირა იყო და ერთადერთი ტექნიკის მაღაზია, რომელიც ღია დაგვხვდა BOOM იყო. ვიყიდეთ და საბედნიეროდ წარმატებულად - ახლა ნინოს უკვე skype ით ველაპარაკები.
ისეთი კარგი ამინდი იყო, ძალიან მომინდა აკვარელებით დახატვა, ავედი ჩვენი ძველი სკოლის ეზოში სადაც რა?სად?როდის? სუპერლიგის თამაშიც იყო და ცოტა ხნით, სანამ შემცივდა სკოლის უკანა ეზოში გავედი და ჩავხატე.
და კიდევ ეს უკვე შიგნით.
და დღეს უკვე დაისყო ვორკშოპი - "არტ-ქალაქი" გოეთეში.
Workshop is my lifestyle :)
პარასკევს ბოტანიკურში ვიყავით მე და ანუშკი ასულები, აკვარელიც წავიღე - შემოდგომის ეტიუდებს გავაკეთებ-თქო, მაგრამ ფოთლები უკვე გაცვენილი იყო უმეტესად და იმედი გამიცრუვდა.შაბათს კონკურსი იყო თემაზე - "არმი(რებ)ა" - და გავაკეთე ნახატი ინსტალაცია და სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვე.
მერე საღამოს სვაიაკზე ვიყავი, ბალამ მთხოვა წაკითხვა, და სულ ბოლოს ნინოსთან ავედი, სადაც ქეთი ისევ აუდიო სისტემებში იყო შემძვრალი და მიკროფონის ჩართვას ცდილობდა. გვიანობამდე ვიყავით და სახლში წამოვედით, ვუყურეთ ახალ ქართულ დეტექტივს, რომელიც იმაზე გაცილებით კარგი ხარისხის აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.კვირას დილით ადრე ავდექით და წავედით ვიდეოთვალის საყიდლად ნინოსთვის - სულ დაგვავიწყდა, რომ კვირა იყო და ერთადერთი ტექნიკის მაღაზია, რომელიც ღია დაგვხვდა BOOM იყო. ვიყიდეთ და საბედნიეროდ წარმატებულად - ახლა ნინოს უკვე skype ით ველაპარაკები.
ისეთი კარგი ამინდი იყო, ძალიან მომინდა აკვარელებით დახატვა, ავედი ჩვენი ძველი სკოლის ეზოში სადაც რა?სად?როდის? სუპერლიგის თამაშიც იყო და ცოტა ხნით, სანამ შემცივდა სკოლის უკანა ეზოში გავედი და ჩავხატე.
და კიდევ ეს უკვე შიგნით.
და დღეს უკვე დაისყო ვორკშოპი - "არტ-ქალაქი" გოეთეში.
Workshop is my lifestyle :)
Thursday, November 4, 2010
FF - Franz Ferdinand
ნამდვილი შემოდგომისეული პერიოდი მაქვს ახლა ცხოვრებაში - მშვიდი, ნათელი, უხვი, ძალამოკრებილი
შემოდგომა ყველაზე ნაყოფიერი სეზონია, აქტიური, მოტივირებული, მიზანდასახული
მართალია რა შედარებაა, მაგრამ რომ არა ინტერნეტში უაზროდ დახარჯული დრო, გაცილებით უკეთ იქნებოდა ყველაფერი, და კიდევ ვიტყვი იმას, რომ ძილის რეჟიმი ისევ ამერია, გვიანობამდე ვბუკნაჭოტობ და დილით ვეღარ ვიღვიძებ, თან უკვე აცივდა და გარეთ გასვლაც მთლად სასიამოვნო აღარაა
ეს იტვეტში ჩავხატე ჩემი თავი ზედხედში ერთერთი მოსაწყენი ლექციის დროს სამოცობანას რომ ვთამაშობდით და ლექტორმა მე და ნინოს ფურცლები რომ წაგვართვა :D
სამაგიეროდ აქტიურად დავდივარ სხვადასხვა გამოფენებზე და ლექციებზე, რაც ძალიან მიყვარს - ბოლო დღეებში ვიყავი გეორგ ბაზელიცის გრავიურების გამოფენაზე ეროვნულ მუზეუმში და საჯარო ბიბლიოთეკაში შოპენის 200 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, სადაც ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები იყო გამოფენილი და უკრავდა ორკესტრი შოპენის ნაწარმოებებს ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით - უდავოდ მშვენიერი იყო და კიდევ მინდა.
და ბოლოს - ჩემი ამ დღეებში ამოჩემებული მუსიკა იცით რომელია? - ფრანცი :D და განსაკუთრებით ეს ორი სიმღერა

შემოდგომა ყველაზე ნაყოფიერი სეზონია, აქტიური, მოტივირებული, მიზანდასახული
მართალია რა შედარებაა, მაგრამ რომ არა ინტერნეტში უაზროდ დახარჯული დრო, გაცილებით უკეთ იქნებოდა ყველაფერი, და კიდევ ვიტყვი იმას, რომ ძილის რეჟიმი ისევ ამერია, გვიანობამდე ვბუკნაჭოტობ და დილით ვეღარ ვიღვიძებ, თან უკვე აცივდა და გარეთ გასვლაც მთლად სასიამოვნო აღარაა
ეს იტვეტში ჩავხატე ჩემი თავი ზედხედში ერთერთი მოსაწყენი ლექციის დროს სამოცობანას რომ ვთამაშობდით და ლექტორმა მე და ნინოს ფურცლები რომ წაგვართვა :Dსამაგიეროდ აქტიურად დავდივარ სხვადასხვა გამოფენებზე და ლექციებზე, რაც ძალიან მიყვარს - ბოლო დღეებში ვიყავი გეორგ ბაზელიცის გრავიურების გამოფენაზე ეროვნულ მუზეუმში და საჯარო ბიბლიოთეკაში შოპენის 200 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, სადაც ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები იყო გამოფენილი და უკრავდა ორკესტრი შოპენის ნაწარმოებებს ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით - უდავოდ მშვენიერი იყო და კიდევ მინდა.
და ბოლოს - ჩემი ამ დღეებში ამოჩემებული მუსიკა იცით რომელია? - ფრანცი :D და განსაკუთრებით ეს ორი სიმღერა
Friday, October 29, 2010
რას ვიჩუქებდი დაბადების დღეზე
ვისაც უნდა რომ ძალიან, ძალიან გამახაროს და ჩემთვის სიხარულთან ასოცირდებოდეს - სიამოვნებით მაჩუქებდა რომელიმე ნივთს, რომლებიც ძალიან, ძალიან მინდა რომ მქონდეს
მუსიკალური მაღვიძარა

მუქი წითელი მაჯის საათი
საერთოდ ყველანაირი საათი გამიხარდება, რაც ხშირად დავხედავ, მით უფრო ნაკლებად დამაგვიანდება და მით უფრო მეტჯერ გამახსენდებით
მობილური

ipod

kindle
საკუთარი საიტი

Renzo Piano ს ჩანთა

ფლეშკა, სულ ცოტა 4GB მეხსიერებით რომელსაც თავსახური არ ეკარგება
ორგანაიზერი
პაზლები - სულ ცოტა 500 ცალიანი
ველოსიპედი, რომლითაც დიდ მანძილზე და აღმართებზე ვივლი

მუსიკალური მაღვიძარა

მუქი წითელი მაჯის საათი
საერთოდ ყველანაირი საათი გამიხარდება, რაც ხშირად დავხედავ, მით უფრო ნაკლებად დამაგვიანდება და მით უფრო მეტჯერ გამახსენდებითმობილური

ipod

kindle
საკუთარი საიტი
Renzo Piano ს ჩანთა

ფლეშკა, სულ ცოტა 4GB მეხსიერებით რომელსაც თავსახური არ ეკარგება
ორგანაიზერი
ველოსიპედი, რომლითაც დიდ მანძილზე და აღმართებზე ვივლი
Friday, October 22, 2010
LOFT - Cameo - and my friends
მიყვარს დღევანდელი დღისნაირი დღეები - გრძელი, ბევრსიტუაციიანი, წარმატებული, მევრმეგობრიანი და ბევრუცებშეხვედრილ ნაცნობებიანიიტვეტში კარგ ხასიათზე წავედი, იმიტომ რომ მეცვა წითელი მანტელი, რომელიც ენერგიით მავსებს და მახალისებს, იქ საოფისე პროგრამების ტესტი დავწერეთ და მაქსიმალური ქულა ავიღე. ექვსის ნახევრამდე ვიყავი და ბოლო გაკვეთილიდან ცოტა ადრე წამოვედი, რადგან უნდა დავსწრებოდი ლექციას "From Factory To Culture".
ყოველი წლის დაწყებისას, რაღაც ახალი თემა იჭრება დიდი რაოდენობით ჩემს ცხოვრებაში, ახლა ამ ადგილს LOFT იკავებს, და ვფიქრობ, რომ ვიპოვე ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა, ძალიან აქტუალური, პრობლემური და უყურადღებოდ დატოვებული საქართველოსთვის.
მოხსენება ჩატარდა ყოფილ შოკოლადის ქარხანაში "მზიური" - ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის ქუჩაზე.
შენობის დანახვისთანავე რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, რაღაც არაჩვეულებრივის და საინტერესოს მოლოდინის. გაუქმებული და დაცლილი ქარხანა წესით დამთრგუნველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით, თავისდაუნებურად დაიწყო ტვინმა ფიქრი, რამაგარი სივრცეები იყო უაზროდ გაფლანგული და რამდენი საინტერესო სივრცის და სიტუაციის შექმნა შეიძლება ესეთ გამოცარიელებულ საწარმოში. უზარმაზარი ღია დარბაზები, ძველი, ცოტათი ჩამოშლილი კედლები, შენობის კარკასის ხაზგასმულობა - შემიყვარდა ძველი შენობები თავისი მიძინებული პოტენციალით და ვერსიულობით.
მოკლედ იქიდან დამუხტული წამოვედი, შემდეგი სავიზიტო ადგილი იყო გალერეა "კამეა" შარდენზე. წერეთლიდან რომელიღაც ავტობუსით წამოვედი, რომელიც მხოლოდ კინოს სახლამდე მოდიოდა რუსთაველზე და შესაბამისად მთელი პროსპექტის ფეხით ჩავლა მომიწია, თუმცა დღეს უდავოდ მშვენიერი ამინდი იყო და სასიამოვნოც კი იყო. გალერეაში ძალიან სასიამოვნო სიტუაცია დამხვდა, გარეთ მიშო, ვახო, ნიკა და სხვა მეგობრები იდგნენ და მათი ნახვა ძალიან გამიხარდა, ნამუშევრებიც დადებით აურას ასხივებდნენ, ყველაფერი მშვენიერი იყო. ცოტა ხანში გარეთ ვიტრინის რაფაზე ჩამოვსხედით და წითელ ღვინოს ვსვამდით და ვსაუბრობდით.
დაბოლოს წამოვედით, ჯერ ვახოსთან ასვლა დავაპირეთ და პოკერის თამაში (მერე რა, რომ არ ვიცი), მაგრამ საბოლოოდ გადაფიფიქრეთ და სახლში წამოვედი საბედნიეროდ მეტროთი, იმიტომ რომ იქ კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ნათესავი ვნახე და მართალია ცოტა ხნით, მაგრამ სწრაფად და ბევრი ვილაპარაკეთ.
დღეს თითქმის არაფერი მიჭამია, არავის დაბადების დღე არ იყო დღეს :) არადა ოქტომბერია და საკვირველია პირდაპირ :D :D
ყოველი წლის დაწყებისას, რაღაც ახალი თემა იჭრება დიდი რაოდენობით ჩემს ცხოვრებაში, ახლა ამ ადგილს LOFT იკავებს, და ვფიქრობ, რომ ვიპოვე ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა, ძალიან აქტუალური, პრობლემური და უყურადღებოდ დატოვებული საქართველოსთვის.
მოხსენება ჩატარდა ყოფილ შოკოლადის ქარხანაში "მზიური" - ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის ქუჩაზე.შენობის დანახვისთანავე რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, რაღაც არაჩვეულებრივის და საინტერესოს მოლოდინის. გაუქმებული და დაცლილი ქარხანა წესით დამთრგუნველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით, თავისდაუნებურად დაიწყო ტვინმა ფიქრი, რამაგარი სივრცეები იყო უაზროდ გაფლანგული და რამდენი საინტერესო სივრცის და სიტუაციის შექმნა შეიძლება ესეთ გამოცარიელებულ საწარმოში. უზარმაზარი ღია დარბაზები, ძველი, ცოტათი ჩამოშლილი კედლები, შენობის კარკასის ხაზგასმულობა - შემიყვარდა ძველი შენობები თავისი მიძინებული პოტენციალით და ვერსიულობით.
მოკლედ იქიდან დამუხტული წამოვედი, შემდეგი სავიზიტო ადგილი იყო გალერეა "კამეა" შარდენზე. წერეთლიდან რომელიღაც ავტობუსით წამოვედი, რომელიც მხოლოდ კინოს სახლამდე მოდიოდა რუსთაველზე და შესაბამისად მთელი პროსპექტის ფეხით ჩავლა მომიწია, თუმცა დღეს უდავოდ მშვენიერი ამინდი იყო და სასიამოვნოც კი იყო. გალერეაში ძალიან სასიამოვნო სიტუაცია დამხვდა, გარეთ მიშო, ვახო, ნიკა და სხვა მეგობრები იდგნენ და მათი ნახვა ძალიან გამიხარდა, ნამუშევრებიც დადებით აურას ასხივებდნენ, ყველაფერი მშვენიერი იყო. ცოტა ხანში გარეთ ვიტრინის რაფაზე ჩამოვსხედით და წითელ ღვინოს ვსვამდით და ვსაუბრობდით.

დაბოლოს წამოვედით, ჯერ ვახოსთან ასვლა დავაპირეთ და პოკერის თამაში (მერე რა, რომ არ ვიცი), მაგრამ საბოლოოდ გადაფიფიქრეთ და სახლში წამოვედი საბედნიეროდ მეტროთი, იმიტომ რომ იქ კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ნათესავი ვნახე და მართალია ცოტა ხნით, მაგრამ სწრაფად და ბევრი ვილაპარაკეთ.
დღეს თითქმის არაფერი მიჭამია, არავის დაბადების დღე არ იყო დღეს :) არადა ოქტომბერია და საკვირველია პირდაპირ :D :D
Wednesday, October 20, 2010
დღეს ჩემი დის დაბადების დღეა
ანუშკი, დაბადების დღეს გილოცავ, ბედნიერ 24 ს გისურვებ, წარმატებებს, ჯანმრთელობასბევრ დროს, იმისათვის, რომ წარმატებებს მიაღწიო,
აქტიურ, მრავალფეროვან, ხალისიან, თბილ და ღიმილიან ცხოვრებას,
მიზნების რაც შეიძლება მალე მიღწევას, რომ მერე დატკბე და ახალ მიზნებს მიაღწიო და თავიდან დატკბე ისევ
გისურვებ ბევრ საყვარელ და ახლობელ ადამიანს და მეგობარს
მოკლედ შენთვის ყველაფერი მემეტება და ყველაფერს გულით გისურვებ

Saturday, October 16, 2010
ჩემებული ამო
გავიზარდე - დღეს მივხვდი, რომ შეცვლილი ვარ, ზაფხულის მერე. მე მომწონს ჩემი ცვლილებები - უფრო სერიოზული გავხდი და პასუხისმგებლიანი, რაღაცნაირად. უფრო რეალისტიც, დროის დაფასება დავიწყე - იმედია ეს იმას არ ნიშნავს რომ უფრო სწრაფადაც გაირბენს - ჯერჯერობით არამგონია, იმიტომ რომ უფრო ნაყოფიერი და გრძელი დღეები მაქვს და უკვე ნოემბრის ბოლო მგონია, არადა ჯერ ოქტომბრის შუაა და დეკემბრამდე დიდი დროა. წელს შემოდგომა და ზამთარიც არ მაშინებს და მაღონებს. ყველაზე მეტად რაც ახლა მჭირდება - ეს სამსახურია
და ბოლოს სიმღერა, რომელიც ეს ბოლო რამდენიმე დღეა ამოჩემებული მაქვს ჩემებურად
ისე ამო ჩემებული რამაგარი სიტყვაა
და ბოლოს სიმღერა, რომელიც ეს ბოლო რამდენიმე დღეა ამოჩემებული მაქვს ჩემებურად
ისე ამო ჩემებული რამაგარი სიტყვაა
Wednesday, October 13, 2010
ITVET
უფრო და უფრო მომწონს იტვეტი - თავიდან ვიფიქრე, რომ უბრალოდ დროის კარგვა იქნებოდა, მაგრამ უფრო და უფრო ვხვდები, რომ ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი. როცა დაიწყეს WORD ის ახსნა - საკუთარ თავს სულელი ვუწოდე, პირდაპირ მეორე ეტაპზე რომ არ შევიტანე საბუთები - მაგრამ ჯერ მეორე კვირაა რაც დავდივარ და უკვე იმდენი წვრილმანი ვისწავლე და ვიპოვე - აქამდე აზრად რომ არ მომივიდოდა და ისეთი რაღაცეები, რასაც სწავლა სჭირდება. ალბათ ცხოვრებაში არ დავინტერესდებოდი დედაპლატის შემადგენლობით და ფუნქციონირებით - არადა მე თუ მკითხავ, უკვე გიპასუხებთ, რომ ყველას სჭირდება რაღაც დონეზე ასე ვთქვათ კომპიუტერის შიდა სამზარეულოს ცოდნა.მოკლედ - კმაყოფილი ვარ. ერთი ნამდვილად ვიცი - გაცილებით სრულყოფილი რეფერატები და პრეზენტაციები მექნება ამიერიდან,
კომპიუტერში შევძლებ აქამდე რთულად მიჩნეული ოპერაციების განხორციელებას, ვინდოუსსაც დამოუკიდებლად გადავაყენებ :P და ყველაზე მაგარი ისაა, რომ მე მაქვს ჩემი ძველი კომპიუტერი სავარჯიშოდ და საწვალებლად : )Tuesday, October 12, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)