Wednesday, November 24, 2010

მე, გორი და პრიანიკები

23ში გიორგობისა და მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი თარიღების ერთად თავმოყრის გამო, ორშაბათს მე და ანუკიმ ტყვიავისკენ გავწიეთ. გორში მამა დაგვხვდა, რომელსაც რაღაც საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი და ქალაქში მოგვიწია გავლა. 

 

ამინდი ძალიან ნოემბრული იყო, ფოთლები ჯერ კიდევ არ ჩამოცვენილიყვნენ, მაგრამ მოყავისფროდ იყვნენ შეფერილნი. საერთოდ გორი საყვარელი ქალაქია, თავისი ძველი უბნებით და პატარა აგურის სახლებით, საკმაოდ აქტიური ცხოვრების ტემპით. მაგრამ სასაცილოა, ყველაზე უშნო კოლოფა კორპუსები, ცენტრალური გამზირის პირასაა ჩამწკრივებული. მთავარი მოედანი ძეგლითაც და უძეგლოდაც უკვე ნანახი მქონდა. ვემხრობი იდეას, რომ არაა საჭირო ყველა მოედანზე რაიმე იდგას, დატოვონ ისე ცარიელი, როგორიც ახლაა, იყოს ეს დიდი სივრცე. სვეტს და ჩანჩქერს ნამდვილად ჯობია.


საკალმახე ვნახე, ვუყურე, როგორ დაიჭირეს კალმახები, აწონეს, დენით დახოცეს და გამოკუჭეს.

გიორგობას გორიჯვარზე ვიყავი ასული და იქიდან გადმოვხედე ქართლის ველებს :) ძალიან, ძალიან ლამაზი იყო, ოდნავ დაბურული, მზიანი, ბილიკებით დახაზული მოყვითალო-მოყავისფრო ფერდობები, ძალიან ლურჯი ცა, მორუხო-ცისფერი მდინარე, რომელიც ცას ირეკლავდა, პაწაწინა წითელი ასკილები, ძალიან შორს ვერცხლისფრამდე თეთრი მწვერვალები და ამ ყველაფერში ჩამჯდარი ჩვენი ძველი ქალაქი, ლიანდაგები და ხიდი. მე მიყვარს უკვე ბუნების ნაწილად ქცეული ცივილიზაცია – გზები, ანძები, ლიანდაგები, ხიდები, ჯებირები. 
 ნოემბერი უხდება გორს.


და კიდევ – პრიანიკები – შემახსენეთ და მოგიყვებით.

Monday, November 15, 2010

ფარუკი, პეროვი & Hot milk

დღეს უცნაური დღე იყოუცნაურს ვეძახი დღეს, რომელიც დაუგეგმავად ვითარდება ან გეგმას აცდენილად. დილით დამევალა ტელეფონის გადახდა, როგორც წესი არ მეზარება, მაგრამ დროის გამონახვა ჭირს ხოლმე. იტვეტში პირველი ლექციის მერე გავედი ატეესში და ინგლისურის პირველ ლექციაზე დავაგვიანე. ტელეფონის გადასახადები როგორც იქნა გახადეს უფრო მობილური და უკვე ნებისმიერ ბანკში ან ფეიბოქსით შეიძლება გადახდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ აკრეფისას ნომერი შემეშალა და ვიღაცას ჩავურიცხე 5 ლარი :D, ახლა კი მეცინება, მაგრამ იმ წუთას გავმწარდი და ნერვები მომეშალააბა დამრჩა ისევ გადასახდელი ჩემი და რა მექნა, თან ის აპარატი რკინის ფულს არ იღებდა :D :D

მოკლედ იტვეტის მერე ვაპირებდი ჩემ ჯგუფელ გოგოებთან ერთად სადმე ჩასხდომას, დამირეკეს და ლესელიძეზე ვართო, მაგრამ სანამ იქამდე მივიდოდი შემხვდნენ ელენე, დალი, მწვანე, ოკიჩა და ფარუკი, რომელიც რამდენიმე დღითაა ჩამოსული სტუმრად თბილისში. ძალიან გამიხარდა მათი ნახვა და გადავწყვიტე მათთან ერთად გამეტარებინა საღამო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშიოდა :) წავხეტიალდით ვაკისკენ, გადავწყვიტეთ რამე ცხელი დაგველია. რა სასაცილო იყო, ვერაფრით ვერ შევთანხმდით რომელი კაფე აგვერჩია, უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ზოგი იკეტებოდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ პირველივე შემხვედრში შევიდოდითდა ეს პირველი იყო ბარნოვზე ჯერარგახსნილი კაფე, სადაც შესვლისას გვითხრეს, რომ ორ დღეში გავიხსნებით, ახლა არ მუშაობსო :D დავუყევით ისევ ფილარმონიისკენ, პეროვზე გადავწყვიტეთ გასვლა. და ელენემ მიგვიყვანა ერთ საყვარელ გალერი-კაფეში, სადაც ძალიან მყუდრო გარემო იყო, სითბო, კედლებზე ნახატები ეკიდა და ნივთების და მენიუს დიზაინიც ხელთნაკეთი იყო. ფარუკმაარ მჯერა, რომ სადღაც დავსხედითოთვითონ ლუდი შეუკვეთა, და ჩვენ ცხელი რძე : )


იცი რა სასიამოვნოა მეგობრებთან ერთად საყვარელ კაფეში ჯდომა და ცხელი რძის დალევა. კიდევ ის, რომ იქ ეკიდა დახატული საათი, რომლის ისრებიც ნახატი გვეგონა და გაგვიკვირდა, რომ დაემთხვა ზუსტ დროს და მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე შევამჩნიეთ, რომ ისრები მოძრაობდნენ :D ჩანახატებიც გავაკეთეთ, სასაცილო მაგრამ მაინც. და ძალიან დაღლილი, მაგრამ სასიამოვნო განწყობით დავბრუნდი სახლში.

Monday, November 8, 2010

art weekend

ეს რამდენიმე დღე შემოქმედებითი პერიოდი მაქვს, მინდა ვხატო და რაღაც პროექტები გავაკეთო - და თან ვხატავ კიდეც და კოლაჟებიც გავაკეთე, პარასკევს ბოტანიკურში ვიყავით მე და ანუშკი ასულები, აკვარელიც წავიღე - შემოდგომის ეტიუდებს გავაკეთებ-თქო, მაგრამ ფოთლები უკვე გაცვენილი იყო უმეტესად და იმედი გამიცრუვდა.
შაბათს კონკურსი იყო თემაზე - "არმი(რებ)ა" - და გავაკეთე ნახატი ინსტალაცია და სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვე.

მერე საღამოს სვაიაკზე ვიყავი, ბალამ მთხოვა წაკითხვა, და სულ ბოლოს ნინოსთან ავედი, სადაც ქეთი ისევ აუდიო სისტემებში იყო შემძვრალი და მიკროფონის ჩართვას ცდილობდა. გვიანობამდე ვიყავით და სახლში წამოვედით, ვუყურეთ ახალ ქართულ დეტექტივს, რომელიც იმაზე გაცილებით კარგი ხარისხის აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.
კვირას დილით ადრე ავდექით და წავედით ვიდეოთვალის საყიდლად ნინოსთვის - სულ დაგვავიწყდა, რომ კვირა იყო და ერთადერთი ტექნიკის მაღაზია, რომელიც ღია დაგვხვდა BOOM იყო. ვიყიდეთ და საბედნიეროდ წარმატებულად - ახლა ნინოს უკვე skype ით ველაპარაკები.

ისეთი კარგი ამინდი იყო, ძალიან მომინდა აკვარელებით დახატვა, ავედი ჩვენი ძველი სკოლის ეზოში სადაც რა?სად?როდის? სუპერლიგის თამაშიც იყო და ცოტა ხნით, სანამ შემცივდა სკოლის უკანა ეზოში გავედი და ჩავხატე.
და კიდევ ეს უკვე შიგნით.
და დღეს უკვე დაისყო ვორკშოპი - "არტ-ქალაქი" გოეთეში.
Workshop is my lifestyle :)

Thursday, November 4, 2010

FF - Franz Ferdinand

ნამდვილი შემოდგომისეული პერიოდი მაქვს ახლა ცხოვრებაში - მშვიდი, ნათელი, უხვი, ძალამოკრებილი
შემოდგომა ყველაზე ნაყოფიერი სეზონია, აქტიური, მოტივირებული, მიზანდასახული
მართალია რა შედარებაა, მაგრამ რომ არა ინტერნეტში უაზროდ დახარჯული დრო, გაცილებით უკეთ იქნებოდა ყველაფერი, და კიდევ ვიტყვი იმას, რომ ძილის რეჟიმი ისევ ამერია, გვიანობამდე ვბუკნაჭოტობ და დილით ვეღარ ვიღვიძებ, თან უკვე აცივდა და გარეთ გასვლაც მთლად სასიამოვნო აღარაა

ეს იტვეტში ჩავხატე ჩემი თავი ზედხედში ერთერთი მოსაწყენი ლექციის დროს სამოცობანას რომ ვთამაშობდით და ლექტორმა მე და ნინოს ფურცლები რომ წაგვართვა :D

სამაგიეროდ აქტიურად დავდივარ სხვადასხვა გამოფენებზე და ლექციებზე, რაც ძალიან მიყვარს - ბოლო დღეებში ვიყავი გეორგ ბაზელიცის გრავიურების გამოფენაზე ეროვნულ მუზეუმში და საჯარო ბიბლიოთეკაში შოპენის 200 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, სადაც ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები იყო გამოფენილი და უკრავდა ორკესტრი შოპენის ნაწარმოებებს ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით - უდავოდ მშვენიერი იყო და კიდევ მინდა.

და ბოლოს - ჩემი ამ დღეებში ამოჩემებული მუსიკა იცით რომელია? - ფრანცი :D და განსაკუთრებით ეს ორი სიმღერა