Monday, May 30, 2011

7; 14; 21...

ერთხელ ერთმა ჩვენმა მეგობარმა თქვა, რომ ცხოვრება როგორც წესი იყოფა შვიდწლიან ეტაპებად
თავიდან განსაკუთრებით, მერე თანდათან იდღაბნება - მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას
მე ნამდვილად ვიგრძენი ეს შვიდწლედები
პირველი შვიდი წელი ჩვეულებრივ ბუთხუზა ბავშვის ამპლუაში გავატარე, რომელიც ასაკთან შედარებით უფრო ჭკვიანი და თვითგანვითარებულია, უბრალოდ ვაკვირდებოდი ყველაფერს და ვინტერესდებოდი
7-8 წლისას პირველად გამიჩნდა მიზეზ-შედეგობრივი და ლოგიკური კითხვები, გამიჩნდა უკმარისობის გრძნობა უფროსების მიერ გაცებული პასუხების მიმართ, შემდეგ ეტაპამდე, ანუ 14 წლამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდა, პატარ-პატარა პროტესტები, ფულის შოვნის პირველი მცდელობები, ახალი სკოლა, თაყვანისმცემლები, უმნიშვნელო თავხედობები და წესების დარღვევები, თავისდაუნებური გაუცხოვება და გაციება ახლობლების მიმართ
14 წლიდან - დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, კოლეჯში გადასვლა, ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვების დაწყება, სერიოზულად ზრუნვა ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე და ნაწილობრივ შესრულება, ვირტუალურ სივრცეში ჩაფლობა, ქალაქის გაცნობა, ახალი ხალხი, ქუჩაში აღფრთოვანებული მზერის და გაცნობის მსურველი ბიჭების დადევნება, გამოცდები, პროფესია - როგორც ასეთი, საკუთარი თავის შესწვლა, ინტერესების განსაზღვრა, სიმარტოვე, მხიარულება, პროტესტის გამოხატვა გარეგნობის მეშვეობით, დაკისრებული, გაუცნობიერებელი და შესაბამისად შეუსრულებელი პასუხისმგებლობები, გავლენის ქვეშ მოქცევა, ურთიერთობებში ნამდვილი გულისტკენების შეგრძნება, გაუგებრობები, იმედი, დაკიდების შემოტანა ყოველდღიურობაში.
21 - სულ ახალი პერიოდი, ერთი წლის წინ დაწყებული, დროის შეგრძნება, პრიორიტეტების გამოყოფა, პასუხისმგებლობის შეგრძნება, ამ ყველაფერს დაემთხვა საზღვარგარეთ წასვლა, შეგრძნება, რომ ცხოვრება მხოლოდ მშვენიერი არაა, რომ ადამიანი მარტოა მიუხედავად ყველაფრისა და სხვა ჩემეული შეხედულებების ჩამოყალიბება, ჩემი პიროვნების შეგრძნება, მიმაჩნია, რომ ადამიანი სრულწლოვანი მხოლოდ 21 წლის შემდეგაა.
თვისებები, რაც ყოველთვის მქონდა, ადვილად გაღიმების უნარი :) საკუთარი თავის სიყვარული, ადვილად შემრიგებლობაა, ტყუილებისგან თავის არიდება და მათი მხოლოდ სახუმაროდ გამოყენება, მარტო სეირნობის სიყვარული


მოკლედ, მე ასე დავასათაურებდი ჩემს მიერ გავლილ შვიდწლედებს:


1 - დაკვირვება
2 - შეკითხვები
3 - დამოუკიდებლობა
4 - პიროვნება


კიდევ ბევრი მაქვს დასაწერი, ამ საღამოს აღარ
რა ლამაზი საღამოა, ლამპონებით განათებული მფრინავი ბუსუსებით ჰაერში, ორ საათზე მეტი ვისეირნე, საშინლად მჭირდება აიპოდი

Monday, May 9, 2011

მგლის საათები

  ბავშვობაში არაერთხელ გვიცდია ღამის გათევა მე, ჩემ დას და ჩემ ბიძაშვილებს, მაგრამ დილამდე ვერცერთხელ ვერ მივაღწიეთ, ზაფხულის ყველაზე მოკლე ღამეშიც კი :DD გიო ამბობდა, რომ მთავარია ძილის პირველი შემოტევა - დაახლოებით თრმეტიდან ორ საათამდე გადავლახოთ და მერე ადვილია-ო, ამ ყველაზე რთულ საათებს "მგლის საათები" შევარქვით რატომღაც. ყოველ ზაფხულს ვგეგმავდით ღამის გათევას, დაწოლის წინ ჩუმად ვსვამდით ყავას, ვწვებოდით ტანსაცმლიანები, ვყვებოდით საშიშ ისტორიებს, დაძაბულები და შეშინებულები ვუსმენდით გიოს და მაინც გვერეოდა ძილი :DD
  აი ახლა კი ვზივარ კომპიუტერთან, 3D ში რაღაცეებს ვაწყობ და ისე გადის ღამე ვერც კი ვხვდები, თან ჩემთან ერთად უამრავი მეგობარია ონლაინ და ერთი ღამის გათევა არანაირ სირთულეს აღარ წარმოადგენს - ფაქტია, რომ მოსაზრება - ბავშვობაში ყველაფერი მარტივია და რაც უფრო იზრდები, მით უფრო რთულდება ცხოვრება - ყოველთვის არ ამართლებს :DD

 
  მაგრამ ახლა როგორ მინდა დაძინება :)) 

Tuesday, May 3, 2011

რა დავარქვა ახლა ამას?! :D

ბატიყუში
ისეთი არაფრის დაწერას არ ვაპირებ - უბრალოდ ჩემი დღევანდელი ფოტოშოპში წარმოებული არსება მინდოდა ამეტვირთა :))
ჯერ-ჯერობით GIF ანიმაციის გაკეთება არ ვიცი, თორემ თავსაც ავუმოძრავებდი, რაიმეს ავაკენკინებდი ან ფეხებს ავატყაპუნებინებდი :))
ჩემი ბუსკუნა : DDD
იმასაც დავწერ, რომ დღეს მაგარი დღე იყო - მზიანი და ლაღი, ბევრხალხიანი
და კიდევ :)) ყოველი ასეთი კონფერენციის შემდეგ ჩემს ჩაის კოლექციას რამდენიმე ახალი ეტიკეტი ემატება - ერთი შეხედვით რა სასაცილოა გოგონა, რომელიც ერთჯერად ჩაის პაკეტებს ეტიკეტებს აძრობს და ჯიბეში იდებს :))
ყველა თავისი უცნაურობებითაა საინტერესო :)
და კიდევ - მაგრად მიყვარს ეს გერმანელები და რა ვუყო :))
Warum? Keine  Ahnung :DD

P.S. ქეთ :*:*:* გილოცავ!!! ჩემი საყვარელი ქეთი ხარ შენ :*:*:*

კინაღამ დამავიწყდა აღმენიშნა - არმატურა უკვე მეოთხე ტურია უსტაბილურესად თამაშობს : DD ოთხივე ტური 9 ქულით დავამთავრეთ :DD წესით ვიმსახურებთ II ლიგას - ცხრიანების პრემიაზე ვართ ბოლოსდაბოლოს :PP