Thursday, September 30, 2010

old and new time

პროექტებზე მუშაობა მომენატრა
მომენატრა მუშაობის პროცესი
ახლა დავწერე პოსტი we are the Architecture Students და კიდევ უფრო მომანდომა
გუშინ ვუყურე ფილმს - "პიტერ FM" - ერთერთი ჩემი საყვარელი რუსული ფილმია, არქიტექტორზე, მეტ-ნაკლებად მის ჩვევებზე, მშვენიერ პეტერბურგზე. კარგია ხვალ GTU-ში უნდა მივიდე და სავარაუდოდ სწავლას ორშაბათიდან დავიწყებ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი გრანტი მაქვს თუ არა. ორშაბათს itvet იც იწყება და მოკლედ ვუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას :)
მომენატრა : )

Monday, September 27, 2010

F Workshop

წავიდნენ :( და ძალიან დამწყდა გული


დღეს მთელი დღე ერთად გავატარეთ, ექსკურსიაზე ვიყავით, ძალიან კარგი დღე იყო, მართალია თითქმის სულ ავტობუსში მოგვიწია ყოფნა, სამაგიეროდ გვქონდა გიტარა და ძალიან ბევრი ვიმღერეთ, ყველა კარგად გრძნობდა თავს, იმიტომ რომ ერთად ვიყავით, მე განსაკუთრებით, გუშინდელი პრეზენტაციის მერე, როცა მივხვდი რომ ვორქშოპი მორჩა, რაღაც შვება ვიგრძენი და გავმხიარულდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თურქების წასვლასაც ნიშნავდა - იცი რა საყვარლები არიან :( დღეს რამდენჯერ ვიმღერეთ Sözlerimi Geri Alamam არც კი ვიცი :D ახლაც ეგ მაქვს ჩართული.
ვიყავით ალავერდში, წინანდალში და სიღნაღში, შეიძლება ითქვას გარბენით - რაღაც ვერსად ვერ მოვასწარით ნორმალურად შეჩერება - გარდა სიღნაღის რესტორნისა, რომელშიც მთელი დღის მშივრებმა გემრიელად ვჭამეთ და ვიცეკვეთ კიდეც. ალაზნის ველი ძალიან ამაღელვებელია, უსასრულო სივრცეს ზევიდან გადაჰყურებ და უცებ სადღაც ღრუბლებში მთის მწვერვალებს ამჩნევ. სიღნაღი ძალიან მაგარ ადგილასაა გაშენებული და ძალიან მიყვარს. და კიდევ იცი რა მოხდა :) როცა ცოტა ხნით გავიარეთ ქუჩებში, ერთერთ სახლთან მჯდარმა ბებომ უცებ ფინჯანი ყავა გამოგვიტანა და შემოგვთავაზა, ვინმეს ხომ არ უნდაო - ყურებს არ დავუჯერე, იმიტომ რომ სულ რამდენიმე წამის წინ ვინატრე, ნეტა ახლა ერთი ყლუპი ყავა დამალევინა-თქო. და მერე მაგ ბებოსგან უახალთახლესი ჩურჩხელა ვიყიდეთ, ფუმფულა და უგემრიელესი, ვისხედით გზისპირას და მივირთმევდით. მერე კიდევ ცოტა ხნით გავისეირნეთ და წამოვედით თბილისისკენ, უკვე გვაგვიანდებოდა. ქუთაი ბიზი დისკოლარ გოთურ. რა თქმა უნდა გზაში ისევ და ისევ ბევრი ვიმღერეთ, ისევ და ისევ იგივე საყვარელი სიმღერები, ოღონდ უფრო მინორული განწყობით. და ბოლოს, უკვე მატარებლის გასვლის წინ, მაინც წამომივიდა ცრემლები. ყველა ძალიან გულთბილად დავშორდით ერთმანეთს. და მორჩა.


ცხოვრება გრძელდება :) და მიხარია, რომ მე ამ ადამიანებს ვიცნობ.
და კიდევ ის, რომ ბოლოსდაბოლოს მეც გავცივდი :) ეს სოლიდარობაა დანარჩენი ყველა მონაწილისადმი :D :D და კიდევ ის, რომ მე დღეს დავიძინებ და მანამ არ გავიღვიძებ, სანამ არ გამეღვიძება :D ისე რა სასაცილო იყო, დილით მალაღურაძე რომ დავინახე თავისი დიპლომატით ხელში და ვიფიქრეთ ჩვენთან ერთად მოდის-თქო :D :D


Sunday, September 26, 2010

დღე ბოლოსწინა და პრეზენტაცია

მორჩა
ეს ბოლო ორი დღე ძალიან მძიმე აღმოჩნდა - არ ველოდი. ყველაზე მეტად იმას არ ველოდი, რომ საკუთარი თავის შეკავება და გამოფხიზლება გამიჭირდებოდა, დაკიდებაც კი ვერ შევძელი და ახლაც კი მაქვს უარყოფითი ემოციები გამოყოლილი, იმედგაცრუება, დაღლილობა. ბევრი შეცდომა დავუშვი და მომავალში აუცილებლად გასათვალისწინებელია. ისე გავიდა ეს დღეები, ვერც კი გავიგე - ვერც გავერთე, ვერც პროექტი გავაკეთე. ვერ მივიღე ამ პროექტიდან სიამოვნება, ვერ მოვახდინე თვითრეალიზება, ფიქრი ვერ შევძელი - შესაბამისად ვეღარც ვიმოქმედე - და მაქვს შეგრძნება, რომ ჯერ არ ჩატარებულა ეს ვორქშოპი. დღეს პრეზენტაცია იყო. დღის განმავლობაში თითქმის 12 საათის მანძილზე აკადემიაში ვიყავით და ვმუშაობდით - ჩვენი აზრები გუნდში ერთმანეთისას არ ემთხვეოდა. საღამოობით უკვე ყველა ძალიან ვიღლებოდით და ძალიან ცოტა ხანი გვრჩებოდა ერთმანეთთან ურთიერთობის და ეს არ იყო საკმარისი - თურქები ძალიან შემიყვარდნენ და არ მეყო. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი იყო მაინც - უბრალოდ ხვალ მივდივართ ექსკურსიაზე და მორჩა, ღამე ისევ უკან ბრუნდებიან, გული მწყდება. მაგრამ მიხარია, რომ ხვალინდელი დღე ჯერ კიდევ წინაა : ) და კიდევ მომავლის გეგმები - და ახალი ვორკშოპები - სავარაუდოდ ერევანში და ანტალიაში (განსხვავებული გრაფიკით - თემა - have fun : ) )
უნდა დავიძინო - დილით 07:30 ზე მეიდანზე უნდა ვიყო

Friday, September 24, 2010

დღე მეოთხე და Sözlerimi Geri Alamam

ძალიან უცებ უნდა დავწერო ეს პოსტი, იმიტომ რომ ახლა პოსტის წერის დრო არაა - ელენესთან ვართ ყველა, ვორკშოპის მონაწილეები ქართველებიც და თურქებიც, რამდენიმე გვაკლია მარტო - რამდენიმე წუთით გამოვირბინე მხოლოდ, მეორე ოთახში ბავშვები უკრავდნენ - ქუთაიმ ჩვენი თურქეთის საუნდტრეკი Soundtrack დაუკრა და კინაღამ ვიტირე, სამ დღეში მიდიან და ეს ყველაფერი რაღაც სევდიანია.

Thursday, September 23, 2010

დღე მესამე and we

მესამე დღეა აქ არიან და უკვე მგონია ერთი კვირა გავიდა, ძალიან გრძელი დღეები გამოდის - დღე - დამღლელი და ქაოსური, ნაშუადღევი - პრეზენტაცია და ხმაური, საღამო მეგობრული და მხიარული.


დილით საუზმობა ვერ მოვასწარი, თუმცა რომც მომესწრო არც არაფერი არ მქონდა, რომ შემეჭამა :D ყავა აკადემიაში დავლიე. გუშინდელი კონცეფცია უკვე ისეთი მშვენიერი აღარ მოგვეჩვენა და ახალზე დავიწყეთ ფიქრი, თან დღეს უკვე ლექტორები შემოვიდნენ და თავისი აზრიც დააფიქსირეს, რჩევები მოგვცეს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვისი თვალით დანახული შენი ნამუშევარი, ეგრევე პოულობს შეცდომებს ან ისეთ დეტალებს ამჩნევს, რაზეც არც კი გიფიქრია - ზოგადად, ჩვენი პროექტი ნორმალურად ვითარდება - თუმცა ჩვენ არ გვინდა მაინცდამაინც ჩვეულებრივი გამოვიდეს - გვინდა ვეთამაშოთ მოცემულობას, მაგრამ ამისათვის არ გვაქვს საკმარისი დრო. საღამოს პრეზენტაცია გაცილებით გვიან დაიწყო და დაღლილობისგან თავიც კი ამტკივდა.
კიდევ მინდა დავამატო, რომ დღეს ჩინურ რესტორანში ვისადილეთ, კონსერვატორიასთან, რომელიც ძალიან დებილობა აღმოჩნდა, უგემური და ძვირი. ფული ამ დღეებში ბევრი მეხარჯება და თითქმის აღარ დამრჩა.
აკადემიას ორი დიდი მინუსი აქვს ახლოს კარგი სუპერმარკეტის არქონა და ტუალეტები. სტუ - ში ცოტა უკეთაა საქმე, სამაგიეროდ აკადემიიდან უძალიანმაგრესი ხედია, განსაკუთრებით სახურავიდან.
და მოკლედ საღამოს სადმე უნდა წავსულიყავით და ოკიჩამ წაგვიყვანა "სალვე"-ში - პირველად ვიყავი და შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა. ყველა მაგიდა და თითქმის ყველა სკამი დაკავებული დაგვხვდა - არადა არ გვინდოდა იქიდან წასვლა სხვაგან, ისეთი მეგობრული და გულღია აურა სუფევდა - და უცებ გამოგვიძებნეს ზოგს სკამი, ზოგს ლუდის ყუთი, ზოგს დინამიკები და ყველანი შემოვუსხედით ასევე გამოძებნილ მაგიდას - თურქებს ძალიან მოეწონათ ეს სახელდახელო სიტუაცია. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით, იქ იმდენ საინტერესო ნივთს აღმოაჩენ, თან ბავშვობისდროინდელს :) ჩვენმა სტუმრებმაც რაღაც ნივთები დატოვეს, მაგალითად თურქული სასაუბრო ბარათი "კონტურ" :) მერე ვიღაცამ გიტარაზე დაუკრა, ჩვენც ვმღეროდით და + საჩუქრად მივიღეთ ყიყლიყო :D როგორც იქ პირველად მოხვედრილებმა. და იქიდან ძალიან კარგ ხასიათზე წამოვედით.
მერე პუშკინის სკვერში სხვა ბავშვებსაც შევხვდით, ცოტა ხანი ვილაპარაკეთ და დავიშალეთ.
ახლა FB ზე შესვლას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ. ხვალ კიდევ უფრო დატვირთული დღე გველის - მთელი დღე მუშაობა + პრეზენტაცია + ელენესთან party = მშვენიერი.

Wednesday, September 22, 2010

დღე პირველი და პრინციპში მეორე

იცი დღე როგორ დაიწყო, ავტობუსში ამოვიდა გარმონიანი ტიპი და რაღაცეები დაგვიკრა :D
და ამან კარგ ხასიათზე დამაყენა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი საათით მაგვიანდებოდა აკადემიაში ვორკშოპზე
ჩვენი თურქები მაგარი სასტავია, გუშინ ჩამოვიდნენ, მთელი დღე ძალიან, ძალიან ბევრი ვიარეთ, პარალელურად "peace one day" ს აქციაზეც ვიყავი და სანთლებით დიდად "მშვიდობა" დაvწერეთ და საღამოს ავანთეთ - უძალიანსაყვარლესი იყო. და ბოლოს ნარიყალაზე ავედით და სახლში მოვედი საშინლად დაღლილი.
და შესაბამისად დღეს დილით ძლივს ავდექი
მოკლედ მივედი აკადემიაში. ჯგუფებს უკვე დაწყებულინ ჰქონდათ მუშაობა, მეც შევუერდი, თუმცა სულ მალე სხვა ჯგუფში მომიწია გადასვლა. პირველ შესვენებამდე, შეიძლება ითქვას სადილამდე, საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო ჩვენს შორის - ყველაზე დიდი პრობლემა - ენის ბარიერი - ერთმანეთის ბოლომდე არ გვესმოდა, ზოგჯერ საერთოდ არ გვესმოდა და ყველაფერი საკმაოდ რთული ჩანდა. უკვე გუნდის შემადგენლობის გადაცვლაზე დავიწყე ფიქრი, თუმცა შუადღისას ტერიტორიაზე გასვლამ თითქმის ყველა პრობლემა გადაჭრა, ადგილმა თვითონ წარმოაჩინა თავისი დადებითი და ხელჩასაჭიდი მხარეები, უკვე ადვილი გახდა ნახევრად ლაპარაკით და ნახევრად ჟესტიკულაცია+ცეკვით :D საერთო იდეისთვის საწყისი სახის მიცემა. მერე ვჭამეთ და ცხოვრება გაცილებით მშვენიერი გახდა - ჭამის მერე ხომ ყველა გაცილებით კეთილი და გულღია ხდება : ) ძალიან, ძალიან ბევრი ვილაპარაკე დღეს სამ ენაზე - ქართულად, რუსულად და ინგლისურად და მართლა დავიღალე - და დღე დაბოლოვდა ეშმაკის ბორბლით - ყველანი ავედით და თბილისს გადმოვხედეთ თითქმის სუუულ ზევიდან - უდავოდ მშვენიერია. და კიდევ ის, რომ სახლში სულ მარტო ვარ ეს დღეები და საჭმელი არ მაქვს აბსოლუტურად არაფერი, ახლაც ცოტაოდენი მაწონი და ჰერკულესი მოვიპოვე და ვივახშმე. ძალიან მეძინება. როგორც ვატყობ ეს დღეები ძალიან დატვირთულ-დაღლილი იქნება და შემდეგ პოსტს როდის დავწერ არც კი ვიცი, თუმცა კი მინდოდა დაწვრილებით დამეწერა ვორკშოპზე
უკვე მესამე დღეა ერთიდაიგივე ფლეილისტს ვუსმენ :D :D მთავარია რამე უკრავდეს და არჩევა და ცვლა მეზარება - დაღლილი ვარ

Tuesday, September 14, 2010

Ellen & I & yellow buses

იცით რა უნდა ჰკითხოთ ავტობუსის კონტროლიორს, როცა უკვე აღარც კი იცი მერამდენე ავტობუსში ადიხარ და დილით ჩარიცხული თანხის ნაშთი სამგზავრო ბარათზე უკვე ორნიშნა ხდება? -უკაცრავად, ზედმეტი ბილეთი ხომ არ გაქვთ?

დღეს უცნაური დღე იყო :) 20 დან 27 სექტემბრამდე ჩვენთან თურქი სტუდენტები ჩამოდიან, ვაკეთებთ ერთკვირიან ვორკშოპს "კალას მიმოხილვა", რომელიც "გალათას" მეორე ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. მოკლედ ჩამოდიან თურქები, შეიძლება აზერები და სომხებიც და წინ ერთი ძალიან აქტიური, მხიარული, ნაყოფიერი და კეთილმეზობლური კვირა გველის - მანამდე, კი ძალიან ბევრი საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი. მე ვეხმარები ელენეს შეძლებისდაგვარად, გეგმის შემუშავებაში, იდეების დამუშავებაში, ვამხიარულებ და ვეხმარები (სიამოვნებით, ოღონდაც მე საკანცელარიო მაღაზიაში მაყიდინე რამე) საკანცელარიო ნივთების ზიდვაში. და აი დღეს, მთელი დღე დავრბოდით, მერე უკვე დავღოღავდით მაღაზიებს შორის, არაფრით, აააარაფრის ფასად არ გირჩევთ სწავლის დაწყების წინა დღეს ბაზრობაზე სახაზავების ან თუნდაც უბრალო კალმების საყიდლად წასვლას - ეს იყო ს ა გ ი ჟ ე თ ი, ყველაზე საოცრება ის იყო, რომ გამყიდველებს ეზარებოდათ მომსახურება. მოკლედ დიდი ხნის ამაოების შემდეგ წავედით დიღმის მასივში სასწაულის და იმის იმედით, რომ იქ იქნებოდა მარკერები და ხალხი არა - და ჰოი საოცრებავ - ჩვენი ნატვრა დიდი საკანცელარიო სამოთხის აღმოჩენაზე ახდა - ყველაფერი ვიშოვეთ და თან მომღიმარი გამყიდველების თანხლებით. და უკვე სადღაც საღამოს ხუთი საათი ხდებოდა, როცა ყველაფერი ვიყიდეთ პერგამენტის გარდა (ყველაზე კარგი პერგამენტი იყიდება კინოს სახლის მიწისქვეშაში - მთელი რულონი) და რუსთაველისკენ გადავწყვიტეთ წასვლა - აი ზუსტად მაშინ მოგვივიდა თავში აზრად ეს გენიალური შეკითხვა კონტროლიორისადმი, ეს ზუსტად ის დროა, როცა აბსოლუტურად დაღლილი ვეღარ აზროვნებ და იცინი და იცინი ისტერიულად, მერე იქაურ მიწისქვეშაში (რომელშიც უამრავჯერ გავძვერით, სანამ დავადგინეთ, თუ რომელი მხრიდან მიდიოდა ავტობუსი რუსთაველისკენ) ერთი სიმბოლური გრაფიტი ვიპოვეთ :D კონტროლიორმა არასწორი ნომერი გვითხრა და რუსთაველის ნაცვლად მარჯანიშვილზე ამოვყავით თავი :) სხვათა შორის აღმაშენებელი კარგადაა გაკეთებული და შეიძლება მალე ცენტრალური გამზირის ბევრი ფუნქცია შეითვისოს, საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ასე იყო, თუ ისე მივაღწიეთ კინოს სახლამდე, პერგამენტიც ვიყიდეთ და თევისუფლებამდეც ჩავლასლასდით, იქ ოკიჩა შეგვხვდა (კალა - საზამთრო:) ) და მერე წამოვედი სახლში ჩემი საყვარელი 105 ნომრით, რომელიც ზევით ადის და იქიდან მთელი თბილისი ჩანს და ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ღამით.
და მოვედი სახლში, ჩაის დალევაც კი დამავიწყდა (ახლა დავლევ) და ახლა ვწერ ამ დღევანდელი დღესავით აბდაუბდა პოსტს.
დღეს უცნაური დღე იყო - სანამ ელენეს ველოდებოდი, პოლიტექნიკურის მეტროსთან ერთ ქუჩის მუსიკოსთან ერთად ვიმღერე ბიტლზის რამდენიმე სიმღერა - ჩემი იმწუთის საუნდტრეკი : ) აი, წითური თმა რომ აქვს - დიტო, იცით?

Saturday, September 11, 2010

new Blog


ჩემი პოსტი ეძღვნება ჩემს ახალ ბლოგს :)
მე ახალი ბლოგი მაქვს :) - "I love my Archilife" განსხვავებით ამისა ძალიან არაფერადი, ის უფრო "სერიოზული" ბლოგია
იქ დავწერ ჩემს პროფესიასთან დაკავშირებულ პოსტებს
მოკლედ ენთუზუაზმით დავიწყე და უკვე ძალიან შემიყვარდა ისიც :)
რა თქმა უნდა აქ დავწერ ისევ ჩემებურ რამდენიმესიტყვიან პოსტებს, ჩემს პირად თვისებებზე და განწყობაზე - იქ . . . თუმცა თუ დააჭერ ამ ლინკს my-archilife , ნახავ რას დავწერ იქ და როგორ გამოიყურება იქაურობა :) და კიდევ გეტყვით, რომ ძალიან გამიხარდება თქვენი კომენტარები :)

და ეს სიმღერაც ისე, განწყობისთვის :)



Wednesday, September 8, 2010

EXIT

ეს დღეები საკუთარ თავს ვერ ვცნობ, მეზარება ფილმების ყურება, წიგნების კითხვა და ისტერიულად ვუსმენ მუსიკას, ყველაფერს განურჩევლად, ოღონდ რამე ხმაურობდეს, ვუსმენდი ინტერნეტრადიოს, ვუსმენდი მეტალს და ჰიპჰოპს, რაღაც უცნობ მუსიკას, თითქმის ყველაფერს რასაც FB ზე ვაწყდებოდი, და გუშინ საღამოდან დავიწყე რადიოჰედის, მუზის და პლაცებოს მოსმენა და მთელი ღამე და დღესაც თვითმკვლელობის ხასიათზე ვარ - + PMS - თან დღეს ქარი ამოვარდა და მივხვდი, რომ ზაფხული მორჩა და მთელი დღე მიტრიალებს თავში ფრაზა
-
"შემოდგომის მზე რაგინდ თბილი არ უნდა იყოს, ფოთოლცვენას ვერ შეაჩერებს"



აი ამას ვუსმენ და ტომ იორკსაც ვერ ვწყდები

Sunday, September 5, 2010

stroke and kill

The Strokes - The Killers ის მერე ერთერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფია, ენერგიულია და თავისებური რიტმით

რა თქმა უნდა რამდენიმე სიმღერა განსაკუთრებით მომწონს





და როცა აღმოვაჩინე რომ ჯულიანი The Strokes ის წევრი იყო ეს სიმღერა კიდევ უფრო შემიყვარდა

Friday, September 3, 2010

P - L - NY

ადრე სადღაც წავაწყდი ამ სამ სურათს, რომლებიც ძალიან მომეწონა - საერთოდ მიყვარს მარტივი და რამდენიმე ფერით გადმოცემული იდეა მომინდა, რომ ჩემს ბლოგზე ყოფილიყვნენ



Sound of san Francisco

და ესეც ბევრქალაქიანი სიმღერა :)

Wednesday, September 1, 2010

ქუჩა+ეზო+აივანი+ზაფხული=თბილისს


დავბრუნდი - თბილისი! თბილისი! თბილისი! ჩემი გულთბილი ქალაქი, ცოტა ზედმეტად თბილიც :) ზაფხულისთვის :) თბილისი ყველაზე მეტად თბილისია ზაფხულში, მიყვარს ქუჩაში და ეზოებში გავლისას ქვედა სართულის გაღებული ფანჯრებიდან გამომავალი ხმები და ჭურჭლის წკარუნი, ტელევიზორებს ხმა, მიყვარს მაცივრები, რომლებიც ვიცი, რომ ცივი წყლითაა გამოტენილი, მიყვარს ეზოს ონკანები, სადაც წელიწადის სხვა დროისგან განსხვავებით, მძღოლები სიამოვნებით რეცხავენ მანქანებს დამ მთელ ეზოს წუწავენ ასფალტიან-ადამიანებიანად :) მიყვარს აფრიალებული თმები და კაბები, და საღამოობით სასეირნოდ და მაღაზიაში გამოსული მოხუცები ძველებური საზაფხულო ტანსაცმლით :) ზაფხულში ყველა და ყველაფერი უფრო გულღია და გახსნილია და უფრო ადვილად იცინიან

მიყვარხარ თბილისო

ამ დღეების აღმოჩენა :) internetradio.ge indie :)