Monday, November 21, 2011

So f*ck you anyway

ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით რატომ ვიყავი 19 ნოემბრის ღამეს ირაკლი ჩარკვიანის საფლავზე ასული, ალბათ იმიტომ, რომ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები ძალიან მიყვარს, რამდენიმე განსაკუთრებით; ან იმიტომ, რომ იქით მიმავალი მეგობრების იდეამ გამიტაცა მეც და გავყევი, ან იმიტომ, რომ სახლში წასვლა არ მინდოდა, რადგან ძალიან მიმზიდველი იყო იმ ღამეს თბილისი, ან იმიტომ, რომ ღამის სასაფლაო საშინლად საინტერესოდ მეჩვენებოდა, რადგან არასოდეს ვყოფილვარ იქ მზის ჩასვლის მერე. სავარაუდოდ ყველა ფაქტორმა ითამაშა თავისი როლი.


იცით რამაგარი იყო?! დასაფლავება მომინდა. ისეთი სიმშვიდე და სიმყუდროვე იყო ზევით. ქალაქის სინათლე აღწევდა ჩვენამდე და რაღაც მონარინჯისფრო ბინდივით იწვა გარშემო. ჩვენ ვისხედით ირაკლის საფლავის გაშემო ქვებზე და ვსვამდით მარტინის და არაყს, ვუსმენდი როგორ კითხულობდნენ ლექსებს, მეც წავიკითხე ლექსი ჯიმ მორისონისადმი მიძღვნილი, ამეკვიატა სიმღერა - "ვიცი რომ", ჩემს გარშემო იყვნენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში ყველაზე შესაფერისები არიან. სასაფლაომ ლომკა დამიტოვა, ზაფხულობით უნდა ავიდე ხოლმე, ახლა ძალიან ცივა.

იქიდან ჩამოსულები რატომღაც ბროსეს ბაღში მოვხვდით - ამ საღამოს ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, იმ მომენტით ვერთობოდი, ვსვამდი არაყს, ვეწეოდი და ვიგინებოდი, მაგრამ გაასწორა.

აი ამ წუთასაც ფეხებზე მკიდია ყველაფერი, უბრალოდ საზიზღარ ხასიათზე ვარ


ეს იდიოტური მწვანე პოსტი

Thursday, November 17, 2011

ღამე წასაკითხი პოსტი

  ძალიან მომინდა უცებ სახლიდან გაქცევა, სირბილი. უცებ ავდექი და გავედი გარეთ. ეზოში  ჩავედი ლიფტით. ღამის თორმეტს უკვე გადასცდა, გარეთ კაციშვილი არაა, ფარნები ანთია და ქარი ქრის და ჩამოსაცვენად გამზადებულ ფოთლებს აშრიალებს. 
  გავედი გზასთან ჩქარი ნაბიჯით და გადავკვეთე, შუა გაზონს გავუყევი შუაში. გარეთ მარტო ყოფნის მეშინია ღამით, თან ცივა, მაგრამ მაინც მივდივარ - ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა შეეჩვიოს კაცი და საკუთარი შიშის დაძლევას ვცდილობ. მუხლებზე შემცივდა. ჩემი წითელი ჟაკეტი უფრო მოვიხვიე და ვცდილობ ნაბიჯების ხმა და თვითონ ჩემი თავიც შეუმჩნეველი იყოს. საბედნიეროდ ამ სიცივეში ყველა თავს იკავებს გარეთ გამოსვლისგან. 
  ჩავედი ძეგლამდე და მომინდა შუა ქუჩაზე სიარული. გავიარე, თან მეშინია უცებ მანქანა არ მოვიდეს, თან ვიცი წესებს ვარღვევ, თან ღამეა და შიშისგან შეპყრობილი ვარ ნაწილობრივ. 
  გავედი მოედნის ყვავილებიან მინდორზე და მიწაზე დავჯექი, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ გავბედავდი. ვიჯექი დაახლოებით ორასი წამი და ავდექი, წამოვედი სახლისკენ ცხვირგაყინული, თმააწეწილი. 
  მაღაზიასთან ძაღლმა ჩამიძუნძულა, მერე ზევიდან რაღაც გასაბერი ბურთი მოგორავდა. გვერდით ჩამიგორა. მოფრიალებდნენ ფოთლები. ვიღაცა ტიპმა ჩამირბინა გვერდით, უკან მობრუნდა, გარშემო შემომირბინა, ჩემს წინ გაჩერდა, სახეში შემომხედა და გზა გააგრძელა. ერთი სული მქონდა სახლამდე ამეღწია. მალე სამმა წითელმა მანქანამ გაიარა გზაზე და ერთიდან სიგარეტის ნამწვი გადმოაგდეს. ნამწვმა გაპერწკლა და ისიც ქარს გაჰყვა. რაღაც მუსიკის ჰანგმაც ჩამიფრინა გვერდით. მივდივარ, მივდივარ და ჩემი ფეხებიც ნელ-ნელა ქარს მიჰყვებიან. 
  უფრო და უფრო მივიწევ სახლისკენ, ქარი უკან მწევს. რაღაც ფურცლები შემომაყარა სახეში, ცხვირში გირჩი მომხვდა. მე მაინც მივდივარ და სახლთან კორპუსის საყრდენ სვეტს ჩავეჭიდე. ქარმა თვალებში ქვიშა შემაყარა. კიბეზე შევვარდი, ქარმა შემაგდო და სახლში ავღოღდი. თმა შევიკარი, ცხელი ჩაი დავლიე და დავწექი. დავიღალე, უკვე ორი საათია. დილით ადრე უნდა ავდგე - მზეს უნდა დავხვდე.როცა ამოვა.


ეს 29.09.2009 შია ჩაწერილი, როცა შუაღამისას კომპიუტერთან ფიქრს გავყევი და ჩამთვლიმა და ეს ყველაფერი ძილ-ღვიძილში ვნახე.


Monday, November 7, 2011

რა არ უნდა მაჩუქოთ : ))

ისევე როგორც ერთი წლის წინ დავწერე ჩემი პრესაიუბილეო პოსტი სასურველ საჩუქრებზე, ახლაც დავწერ ასევე პრესაიუბილეო პოსტს ოღონდ ამჯერად არასასურველ საჩუქრებზე.
1. პირველ რიგში - არავითარ შემთხვევაში არ მაჩუქოთ უსარგებლო ნივთი, ისეთი რაც ცხოვრებაში არასდროს არ გამომადგება, მაგალითად ფაიფურის თოჯინებს : ))

თუ მაჩუქებთ, მაშინ მართლაც ძალიან ძვირფასი უნდა იყოს და მშვენიერი ან კრეატიული, რომ ხარისხის შეგრძნება მქონდეს და თავი შემაყვაროს. მაგას მირჩევნია საჩუქრად მივიღო ჩილიმი და მისი არომატები, რომ თქვენი სტუმრობისას საისამოვნო კვამლში გავეხვიოთ : ))


2. არ მაჩუქოთ ხატები და რელიგიურინივთები, რადგანაც დიდი მორწმუნეობით არ გამოვირჩევი და ეგეთი საჩუქრები არ მიხარია, უბრალოდ გაგიღიმებთ მადლობის ნიშნად : )

3. არავითარ შემთხვევაში არ მაჩუქოთ იაფფასიანი სუნამო, იმიტომ რომ ეგრევე ვგრძნობ ყალბ სუნს და გულს მირევს და შესაბამისად არც დავისხამ და სავარაუდოდ გავაჩუქებ.

4. გთხოვთ ნუღარ მაჩუქებთ ფოტოალბომს ან სურათების ჩარჩოს, მირჩევნია მაჩუქოთ ფოტოების დასაბეჭდი ვაუჩერი, თორემ სახლში უამრავი ცარიელი ალბომი და ჩარჩო მილაგია : ))

5. ნუ მაჩუქებთ ისეთ რამეს, რაც ერთჯერადია და მშვენიერი : ) მაგალითად ძალიან ლამაზ ტორტს : )

ამას იმიტომ ვამბობ, რომ მერე არც მე არ დამწყდეს გული არასასიამოვნო ნივთების მიღებით და არც თქვენ ჩემი ზრდილობის გამო ნათქვამი მადლობით და გამოუყენებელი სჩუქრებით


და ბოლოს - ყოველთვის, სულ ყოველთვის გამიხარდება ქრიზანთემების ფერადი თაიგულის და შოკოლადების სჩუქრად მიღება : ))


და ეს მელანქოლიურად ოპტიმისტური სიმღერა