Thursday, November 17, 2011

ღამე წასაკითხი პოსტი

  ძალიან მომინდა უცებ სახლიდან გაქცევა, სირბილი. უცებ ავდექი და გავედი გარეთ. ეზოში  ჩავედი ლიფტით. ღამის თორმეტს უკვე გადასცდა, გარეთ კაციშვილი არაა, ფარნები ანთია და ქარი ქრის და ჩამოსაცვენად გამზადებულ ფოთლებს აშრიალებს. 
  გავედი გზასთან ჩქარი ნაბიჯით და გადავკვეთე, შუა გაზონს გავუყევი შუაში. გარეთ მარტო ყოფნის მეშინია ღამით, თან ცივა, მაგრამ მაინც მივდივარ - ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა შეეჩვიოს კაცი და საკუთარი შიშის დაძლევას ვცდილობ. მუხლებზე შემცივდა. ჩემი წითელი ჟაკეტი უფრო მოვიხვიე და ვცდილობ ნაბიჯების ხმა და თვითონ ჩემი თავიც შეუმჩნეველი იყოს. საბედნიეროდ ამ სიცივეში ყველა თავს იკავებს გარეთ გამოსვლისგან. 
  ჩავედი ძეგლამდე და მომინდა შუა ქუჩაზე სიარული. გავიარე, თან მეშინია უცებ მანქანა არ მოვიდეს, თან ვიცი წესებს ვარღვევ, თან ღამეა და შიშისგან შეპყრობილი ვარ ნაწილობრივ. 
  გავედი მოედნის ყვავილებიან მინდორზე და მიწაზე დავჯექი, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ გავბედავდი. ვიჯექი დაახლოებით ორასი წამი და ავდექი, წამოვედი სახლისკენ ცხვირგაყინული, თმააწეწილი. 
  მაღაზიასთან ძაღლმა ჩამიძუნძულა, მერე ზევიდან რაღაც გასაბერი ბურთი მოგორავდა. გვერდით ჩამიგორა. მოფრიალებდნენ ფოთლები. ვიღაცა ტიპმა ჩამირბინა გვერდით, უკან მობრუნდა, გარშემო შემომირბინა, ჩემს წინ გაჩერდა, სახეში შემომხედა და გზა გააგრძელა. ერთი სული მქონდა სახლამდე ამეღწია. მალე სამმა წითელმა მანქანამ გაიარა გზაზე და ერთიდან სიგარეტის ნამწვი გადმოაგდეს. ნამწვმა გაპერწკლა და ისიც ქარს გაჰყვა. რაღაც მუსიკის ჰანგმაც ჩამიფრინა გვერდით. მივდივარ, მივდივარ და ჩემი ფეხებიც ნელ-ნელა ქარს მიჰყვებიან. 
  უფრო და უფრო მივიწევ სახლისკენ, ქარი უკან მწევს. რაღაც ფურცლები შემომაყარა სახეში, ცხვირში გირჩი მომხვდა. მე მაინც მივდივარ და სახლთან კორპუსის საყრდენ სვეტს ჩავეჭიდე. ქარმა თვალებში ქვიშა შემაყარა. კიბეზე შევვარდი, ქარმა შემაგდო და სახლში ავღოღდი. თმა შევიკარი, ცხელი ჩაი დავლიე და დავწექი. დავიღალე, უკვე ორი საათია. დილით ადრე უნდა ავდგე - მზეს უნდა დავხვდე.როცა ამოვა.


ეს 29.09.2009 შია ჩაწერილი, როცა შუაღამისას კომპიუტერთან ფიქრს გავყევი და ჩამთვლიმა და ეს ყველაფერი ძილ-ღვიძილში ვნახე.


2 comments:

Natalia said...

ყველაზე უკომენტარო აღარ არის შენი ბლოგი :))

მწვანე პოსტებს ველოდები :დ :დ

პ.ს ხომ ამბობდი რაღაცაზე, უნდა დავწეროო? მართალია აღარ მახსოვს, რაზე, მაგრამ რაღაც თემაზე ნამდვილად აპირებდი წერას :დ

Dato trapaidze said...

გზა სახლიდან და სახლამდე :)

მთვარიან ღამით სიზმრებიც მთვარიანია !!!

პ.ს. ერთი მეც ჩამეძინა მასე და დაკაწრულს გამეღვიძა :)