Friday, October 29, 2010

რას ვიჩუქებდი დაბადების დღეზე

ვისაც უნდა რომ ძალიან, ძალიან გამახაროს და ჩემთვის სიხარულთან ასოცირდებოდეს - სიამოვნებით მაჩუქებდა რომელიმე ნივთს, რომლებიც ძალიან, ძალიან მინდა რომ მქონდეს

მუსიკალური მაღვიძარა

მუქი წითელი მაჯის საათი

საერთოდ ყველანაირი საათი გამიხარდება, რაც ხშირად დავხედავ, მით უფრო ნაკლებად დამაგვიანდება და მით უფრო მეტჯერ გამახსენდებით

მობილური

ipod

kindle
საკუთარი საიტი


Renzo Piano ს ჩანთა


ფლეშკა, სულ ცოტა 4GB მეხსიერებით რომელსაც თავსახური არ ეკარგება

ორგანაიზერი

პაზლები - სულ ცოტა 500 ცალიანი

ველოსიპედი, რომლითაც დიდ მანძილზე და აღმართებზე ვივლი


და ბოლოს ორი რამ, რაც ყოველთვის ძალიან გამიხარდება - ქრიზანთემების თაიგული და შოკოლადი :)


მე მიყვარს საჩუქრები :)

Friday, October 22, 2010

LOFT - Cameo - and my friends

მიყვარს დღევანდელი დღისნაირი დღეები - გრძელი, ბევრსიტუაციიანი, წარმატებული, მევრმეგობრიანი და ბევრუცებშეხვედრილ ნაცნობებიანი
იტვეტში კარგ ხასიათზე წავედი, იმიტომ რომ მეცვა წითელი მანტელი, რომელიც ენერგიით მავსებს და მახალისებს, იქ საოფისე პროგრამების ტესტი დავწერეთ და მაქსიმალური ქულა ავიღე. ექვსის ნახევრამდე ვიყავი და ბოლო გაკვეთილიდან ცოტა ადრე წამოვედი, რადგან უნდა დავსწრებოდი ლექციას "From Factory To Culture".
ყოველი წლის დაწყებისას, რაღაც ახალი თემა იჭრება დიდი რაოდენობით ჩემს ცხოვრებაში, ახლა ამ ადგილს LOFT იკავებს, და ვფიქრობ, რომ ვიპოვე ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა, ძალიან აქტუალური, პრობლემური და უყურადღებოდ დატოვებული საქართველოსთვის. მოხსენება ჩატარდა ყოფილ შოკოლადის ქარხანაში "მზიური" - ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის ქუჩაზე.
შენობის დანახვისთანავე რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, რაღაც არაჩვეულებრივის და საინტერესოს მოლოდინის. გაუქმებული და დაცლილი ქარხანა წესით დამთრგუნველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით, თავისდაუნებურად დაიწყო ტვინმა ფიქრი, რამაგარი სივრცეები იყო უაზროდ გაფლანგული და რამდენი საინტერესო სივრცის და სიტუაციის შექმნა შეიძლება ესეთ გამოცარიელებულ საწარმოში. უზარმაზარი ღია დარბაზები, ძველი, ცოტათი ჩამოშლილი კედლები, შენობის კარკასის ხაზგასმულობა - შემიყვარდა ძველი შენობები თავისი მიძინებული პოტენციალით და ვერსიულობით.
მოკლედ იქიდან დამუხტული წამოვედი, შემდეგი სავიზიტო ადგილი იყო გალერეა "კამეა" შარდენზე. წერეთლიდან რომელიღაც ავტობუსით წამოვედი, რომელიც მხოლოდ კინოს სახლამდე მოდიოდა რუსთაველზე და შესაბამისად მთელი პროსპექტის ფეხით ჩავლა მომიწია, თუმცა დღეს უდავოდ მშვენიერი ამინდი იყო და სასიამოვნოც კი იყო. გალერეაში ძალიან სასიამოვნო სიტუაცია დამხვდა, გარეთ მიშო, ვახო, ნიკა და სხვა მეგობრები იდგნენ და მათი ნახვა ძალიან გამიხარდა, ნამუშევრებიც დადებით აურას ასხივებდნენ, ყველაფერი მშვენიერი იყო. ცოტა ხანში გარეთ ვიტრინის რაფაზე ჩამოვსხედით და წითელ ღვინოს ვსვამდით და ვსაუბრობდით.
დაბოლოს წამოვედით, ჯერ ვახოსთან ასვლა დავაპირეთ და პოკერის თამაში (მერე რა, რომ არ ვიცი), მაგრამ საბოლოოდ გადაფიფიქრეთ და სახლში წამოვედი საბედნიეროდ მეტროთი, იმიტომ რომ იქ კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ნათესავი ვნახე და მართალია ცოტა ხნით, მაგრამ სწრაფად და ბევრი ვილაპარაკეთ.
დღეს თითქმის არაფერი მიჭამია, არავის დაბადების დღე არ იყო დღეს :) არადა ოქტომბერია და საკვირველია პირდაპირ :D :D

Wednesday, October 20, 2010

დღეს ჩემი დის დაბადების დღეა

ანუშკი, დაბადების დღეს გილოცავ, ბედნიერ 24 ს გისურვებ, წარმატებებს, ჯანმრთელობას
ბევრ დროს, იმისათვის, რომ წარმატებებს მიაღწიო,
აქტიურ, მრავალფეროვან, ხალისიან, თბილ და ღიმილიან ცხოვრებას,
მიზნების რაც შეიძლება მალე მიღწევას, რომ მერე დატკბე და ახალ მიზნებს მიაღწიო და თავიდან დატკბე ისევ
გისურვებ ბევრ საყვარელ და ახლობელ ადამიანს და მეგობარს
მოკლედ შენთვის ყველაფერი მემეტება და ყველაფერს გულით გისურვებ

Saturday, October 16, 2010

ჩემებული ამო

გავიზარდე - დღეს მივხვდი, რომ შეცვლილი ვარ, ზაფხულის მერე. მე მომწონს ჩემი ცვლილებები - უფრო სერიოზული გავხდი და პასუხისმგებლიანი, რაღაცნაირად. უფრო რეალისტიც, დროის დაფასება დავიწყე - იმედია ეს იმას არ ნიშნავს რომ უფრო სწრაფადაც გაირბენს - ჯერჯერობით არამგონია, იმიტომ რომ უფრო ნაყოფიერი და გრძელი დღეები მაქვს და უკვე ნოემბრის ბოლო მგონია, არადა ჯერ ოქტომბრის შუაა და დეკემბრამდე დიდი დროა. წელს შემოდგომა და ზამთარიც არ მაშინებს და მაღონებს. ყველაზე მეტად რაც ახლა მჭირდება - ეს სამსახურია
და ბოლოს სიმღერა, რომელიც ეს ბოლო რამდენიმე დღეა ამოჩემებული მაქვს ჩემებურად



ისე ამო ჩემებული რამაგარი სიტყვაა

Wednesday, October 13, 2010

ITVET

უფრო და უფრო მომწონს იტვეტი - თავიდან ვიფიქრე, რომ უბრალოდ დროის კარგვა იქნებოდა, მაგრამ უფრო და უფრო ვხვდები, რომ ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი. როცა დაიწყეს WORD ის ახსნა - საკუთარ თავს სულელი ვუწოდე, პირდაპირ მეორე ეტაპზე რომ არ შევიტანე საბუთები - მაგრამ ჯერ მეორე კვირაა რაც დავდივარ და უკვე იმდენი წვრილმანი ვისწავლე და ვიპოვე - აქამდე აზრად რომ არ მომივიდოდა და ისეთი რაღაცეები, რასაც სწავლა სჭირდება. ალბათ ცხოვრებაში არ დავინტერესდებოდი დედაპლატის შემადგენლობით და ფუნქციონირებით - არადა მე თუ მკითხავ, უკვე გიპასუხებთ, რომ ყველას სჭირდება რაღაც დონეზე ასე ვთქვათ კომპიუტერის შიდა სამზარეულოს ცოდნა.
მოკლედ - კმაყოფილი ვარ. ერთი ნამდვილად ვიცი - გაცილებით სრულყოფილი რეფერატები და პრეზენტაციები მექნება ამიერიდან, კომპიუტერში შევძლებ აქამდე რთულად მიჩნეული ოპერაციების განხორციელებას, ვინდოუსსაც დამოუკიდებლად გადავაყენებ :P და ყველაზე მაგარი ისაა, რომ მე მაქვს ჩემი ძველი კომპიუტერი სავარჯიშოდ და საწვალებლად : )

აბა თქვენ გააკეთებთ WORD ში ასეთ რაღაცას?

Tuesday, October 12, 2010

ARMATURA 17.10.2010

17 ოქტომბერს ოფიციალურად იწყება რა?სად?როდის? - თბილისის 41-ე ჩემპიონატი
და არმატურა ისევ იკრიბება და ვიწყებთ თამაშს
მომენატრა თამაში - და 17 ში კიდევ უფრო მივხვდები რომ მომნატრებია - როცა ჩემი გუნდი მაგიდას შემოვუსხდებით და პასუხის ფურცლებზე დავიწყებ დაწერას "არმატურა"
გვისურვეთ წარმატებები





Sunday, October 3, 2010

Weekend tour in BODORNA

პარასკევს ნაშუადღევს უცებ ელენემ მწერს, რომ ხვალ და ზეგ მივდივართ ბოდორნაში - ვორქშოფის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს ნინო გვეპატიჟებაო :) მე ძალიან მიყვარს ასეთი სასიამოვნო სიურპრზები და რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, სადღაც უცბად წახეტიალებას რა ჯობია, თან როცა იცი, რომ წინ სასიამოვნოდ დროის გატარება გელის :)

და მოკლედ შაბათს, 12 საათზე ნანიკოსთან ვიყავი.
გავიგე, რომ თამო, მწვანე და აჩი ვეღარ ახერხებდნენ წამოსვლას, სამაგიეროდ ჩვენთან ერთად მოდიოდა პაწაწინა ალექსანდრე, რომელიც ამ ორ დღეში ძალიან დაგვიმეგობრდა და უკვე მომენატრა : ) ნანასთან step up -the streets იყო ტელევიზორში და ვერ მოვწყდით და გადავწყვიტეთ გვევარჯიშა და რამე საერთო ცეკვა დაგვედგა.
საბოლოოდ წავედით მე, ელენე, დალი, ნანიკო, ნინო, მალხაზი და ალექსანდრე : ) უკვე ის-ის იყო ბოდორნის აღმართს ავუყევით, რომ გაირკვა, სახლის გასაღები თბილისში დაგვრჩენია :D :D რას ვიზამდით, აგვიყვანა მალხაზიმ და თვითონ გამობრუნდა თბილისში :D ძალიან მშვიდი და მშვენიერი ამინდი იყო, მოვკალათდით ჰამაკში და ეზოში გაშლილ ფარდაგზე, საბედნიეროდ გიტარა თან გვქონდა და ნანამ დაუკრა, ცოტა ხნით უბანშიც გავიარეთ და გემრიელ ლეღვსაც წავაწყდით, რომელიც ასევე გემრიელად მივირთვით : ) მერე წამოწვიმა, თავი აივანს შევაფარეთ - ნანამ რუსული სიმღერები დაუკრა, რომელიც ძალიან მოუხდა ჩვენს შემოდგომას. რამდენიმე აკორდი მეც მასწავლა, მაგრამ უკვე დამავიწყდა :D ბოლოს მალხაზიც ამოვიდა და ჩვენც შევედით სახლში - უძალიანსაყვარლესი კოტეჯია, მყუდრო, სასიამოვნო აურით და მანსარდით (love it) სადაც გოგოებს გვეძინა : ) საღამოს ერთად ვუყურებდით რაღაც თურქულ არხზე, სამოყვარულო კამერით გადაღებულ სასაცილო მომენტებს და ძალიან ბევრი ვიცინეთ, ვილაპარაკეთ. და ბოლოს ავედით ზევით, სადაც მორიგი სიამოვნება გველოდა - ჩილიმი - ყველამ იცის, რომ ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ალუბლის. მოვმყუდროვდით და ჩავუსხედით. ბევრი ვილაპარაკეთ და ვიმღერეთ - ჩვენი ჰიმნის დაწერაც ვცადეთ ვორქშოფზე, ნაწილობრივ წარმატებულად :D და ბოლოს დავიძინეთ ტკბილად.
დილით წვიმამ გამაღვიძა, სახურავზე შხაპუნობდა, ოთახში თბილოდა და სიმყუდროვე იყო. მალე დანარჩენებიც გამოფხიზლდნენ და ავლაპარაკდით - ფოტოებიც გადავიღეთ, რომლის დადებაც აქ არ ღირს :) კონფიდენციალურია :) და როცა წვიმამ გადაიღო და ვისაუზმეთ, წავედით ეკლესიიკენ, ელენეს აკვარელები ჰქონდა წამოღებული და ყველამ დიდი სიამოვნებით დავხატეთ ცოტ-ცოტა. უძალიანმაგრესი ხედი იყო ეკლესიიდან, ძალიან ფერადი მთები, რუხი ცა, მომწვანო მოიისფრო წყალი. თავზე უამრავი ქორი და ყვავი დაგვტრიალებდა, ძალიან სუფთა ჰაერი იყო, ბუნება რაჭისას წააგავდა, გზის პირებზე უამრავი შინდი იყო, უკვე გაყვითლებული და გასიფრიფანებული ფოთლებით. მერე ჩვენი ნახატები, მანსარდის ჭერზე მივაკარით. დაუშვა წვიმამ. მანსარდაში ავედით და ჩავთბუნდით, ასეთ სიტუაციას ძალიან უხდება გიტარის ხმა. ალექსანდრე ჩვენთან იყო და სათამაშოები მთელს იატაკზე და ჩვენზე იყო მიმოფანტული. უკვე აღარ გვინდოდა წამოსვლა, ჩაძინებასაც ვაპირებდით, მაგრამ რას ვიზამთ ცივილიზაცია და რეალობა თავისას მოითხოვს. და მაინც ავდექით, ჩავლაგდით და უკვე დაღამებული იყო, როცა წამოვედით.
ვფიქრობ, რომ შემოდგომას მაინც თავისი განწყობა აქვს და ზუსტად ამ პერიოდისთვისაა იდეალური - მშვიდი, მეგობრული და მყუდრო საღამოები - როცა ღამე დიდია, და უამრავი დრო გაქვს ჩაის სმის, ჩილიმის და ტკბილად საუბრისთვის. ძალიან კარგი იყო, ძალიან.