და მოკლედ შაბათს, 12 საათზე ნანიკოსთან ვიყავი.გავიგე, რომ თამო, მწვანე და აჩი ვეღარ ახერხებდნენ წამოსვლას, სამაგიეროდ ჩვენთან ერთად მოდიოდა პაწაწინა ალექსანდრე, რომელიც ამ ორ დღეში ძალიან დაგვიმეგობრდა და უკვე მომენატრა : ) ნანასთან step up -the streets იყო ტელევიზორში და ვერ მოვწყდით და გადავწყვიტეთ გვევარჯიშა და რამე საერთო ცეკვა დაგვედგა.
საბოლოოდ წავედით მე, ელენე, დალი, ნანიკო, ნინო, მალხაზი და ალექსანდრე : ) უკვე ის-ის იყო ბოდორნის აღმართს ავუყევით, რომ გაირკვა, სახლის გასაღები თბილისში დაგვრჩენია :D :D რას ვიზამდით, აგვიყვანა მალხაზიმ და თვითონ გამობრუნდა თბილისში :D
ძალიან მშვიდი და მშვენიერი ამინდი იყო, მოვკალათდით ჰამაკში და ეზოში გაშლილ ფარდაგზე, საბედნიეროდ გიტარა თან გვქონდა და ნანამ დაუკრა, ცოტა ხნით უბანშიც გავიარეთ და გემრიელ ლეღვსაც წავაწყდით, რომელიც ასევე გემრიელად მივირთვით : ) მერე წამოწვიმა, თავი აივანს შევაფარეთ - ნანამ რუსული სიმღერები დაუკრა, რომელიც ძალიან მოუხდა ჩვენს შემოდგომას.
რამდენიმე აკორდი მეც მასწავლა, მაგრამ უკვე დამავიწყდა :D ბოლოს მალხაზიც ამოვიდა და ჩვენც შევედით სახლში - უძალიანსაყვარლესი კოტეჯია, მყუდრო, სასიამოვნო აურით და მანსარდით (love it) სადაც გოგოებს გვეძინა : ) საღამოს ერთად ვუყურებდით რაღაც თურქულ არხზე, სამოყვარულო კამერით გადაღებულ სასაცილო მომენტებს და ძალიან ბევრი ვიცინეთ, ვილაპარაკეთ. და ბოლოს ავედით ზევით, სადაც მორიგი სიამოვნება გველოდა - ჩილიმი - ყველამ იცის, რომ ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ალუბლის. მოვმყუდროვდით და ჩავუსხედით. ბევრი ვილაპარაკეთ და ვიმღერეთ - ჩვენი ჰიმნის დაწერაც ვცადეთ ვორქშოფზე, ნაწილობრივ წარმატებულად :D და ბოლოს დავიძინეთ ტკბილად.
დილით წვიმამ გამაღვიძა, სახურავზე შხაპუნობდა, ოთახში თბილოდა და სიმყუდროვე იყო. მალე დანარჩენებიც გამოფხიზლდნენ და ავლაპარაკდით - ფოტოებიც გადავიღეთ, რომლის დადებაც აქ არ ღირს :) კონფიდენციალურია :) და როცა წვიმამ გადაიღო და ვისაუზმეთ, წავედით ეკლესიიკენ,
ელენეს აკვარელები ჰქონდა წამოღებული და ყველამ დიდი სიამოვნებით დავხატეთ ცოტ-ცოტა. უძალიანმაგრესი ხედი იყო ეკლესიიდან, ძალიან ფერადი მთები, რუხი ცა, მომწვანო მოიისფრო წყალი. თავზე უამრავი ქორი და ყვავი დაგვტრიალებდა,
ძალიან სუფთა ჰაერი იყო, ბუნება რაჭისას წააგავდა, გზის პირებზე უამრავი შინდი იყო, უკვე გაყვითლებული და გასიფრიფანებული ფოთლებით. მერე ჩვენი ნახატები, მანსარდის ჭერზე მივაკარით. დაუშვა წვიმამ. მანსარდაში ავედით და ჩავთბუნდით, ასეთ სიტუაციას ძალიან უხდება გიტარის ხმა. ალექსანდრე ჩვენთან იყო და სათამაშოები მთელს იატაკზე და ჩვენზე იყო მიმოფანტული. უკვე აღარ გვინდოდა წამოსვლა, ჩაძინებასაც ვაპირებდით, მაგრამ რას ვიზამთ ცივილიზაცია და რეალობა თავისას მოითხოვს. და მაინც ავდექით, ჩავლაგდით და უკვე დაღამებული იყო, როცა წამოვედით. 
ვფიქრობ, რომ შემოდგომას მაინც თავისი განწყობა აქვს და ზუსტად ამ პერიოდისთვისაა იდეალური - მშვიდი, მეგობრული და მყუდრო საღამოები - როცა ღამე დიდია, და უამრავი დრო გაქვს ჩაის სმის, ჩილიმის და ტკბილად საუბრისთვის. ძალიან კარგი იყო, ძალიან.

2 comments:
ამ პოსტზე რატომღაც გამახსენდა სიტყვა "სხვენი" :) ალბათ იმირომ,რომ წვიმებთან და სიმყუდროვესთან ყველაზე მეტად ეს სიტყვა ასოცირდება ჩემთვის. ჰოდა,როგორი სხვენური ვიკენდი გქონია,შემშურდა კიდეც :)
კიი, ძალიან მყუდრო, სხვენური და მეგობრული Weekend იყო, სხვენი+წვიმა+შემოდგომა
Post a Comment