Tuesday, May 25, 2010

ჩემი მეგობარი საბა

რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს

ძალიან სასიამოვნო და საყვარელი ადამიანია და ძალიან ადვილია მასთან ურთიერთობა, ზოგჯერ ძალიან ჩემნაირია და კარგად ვუგებ. 

თან ხატავს და Photoshop  უყვარს :)
კიდევ ჰყავს ველოსიპედი და იტაცებს ექსტრემალური სიტუაციები 

კიდევ აქვს ბევრი გრაფიტის შაბლონი და მინდა ერთხელ გავიდეთ და თბილისის ზოგ უაზრო კედელზე დავხატოთ

კიდევ ღამით სასაფლაოზე გასვლასაც ვაპირებთ, არასდროს ვყოფილვარ
კიდევ ძალიან კარგია, როცა ნებისმიერ დროს შემიძლია მივწერო და უბრალოდ ველაპარაკო
ნუ, ერთადერთი რაზეც თვალს დავხუჭავ მუსიკაა – ჩვენი გემოვნება ერთმანეთისას არ ემთხვევა :) 

Real talk - Outlaws

და ბოლოს სურვილები – შენი ცხოვრების ბედნიერად გატარებას გისურვებ, კიდევ საყვარელი საქმისგან სასიამოვნო დაღლას, კიდევ ზოგადად სიყვარულს :) და კიდევ ყველაფერ საინტერესოს (მეც გამიყავი) :) 

და კიდევ რა გინდა კიდევ გისურვო და ჩავამატებ (გულით) :) 

და სულ ბოლოს - გილოცავ დაბადების დღეს

Tuesday, May 18, 2010

ტრენინგი მერიაში

მალე ალბათ დავწერ პოსტს მერის ტრენინგებზე :)

ზოგადად მომწონს :)

გრგ სზ სსზ ტზ გაპ და ა.შ. :)

 

 K1 K2 K3

Sunday, May 16, 2010

Tbilisi Open Air

გუშინ იყო დღე, რომელსაც დიდხანს ველოდი - თუმცა ცოტა უფრო უკეთესი მინდოდა შარშანდელიდან გამომდინარე

მე საერთოდ ვგიჟდები მუსიკაზე ღია ცის ქვეშ, ჩემს სტიქიაში ვარ

music breaks free - ეს ჩემზეა

მოკლედ გრძელი და წვიმიანი დღის შემდეგ, საღამოს ჯეოპარდის მერე, მეგობრებთან ერთად წავედი შარდენზე

ლესელიძიდან რომ ჩავუხვიეთ და მუსიკის ხმა შემომესმა, უკვე სასიამოვნო განწყობა დამეუფლა და ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო აღტაცება მიპყრობდა და ბოლოს სცენასთან როცა აღმოვჩნდი, დავხტოდი თმაგაშლილი, ვყვიროდი, ვცეკვავდი და უბრალოდ თავს მაგრად ვგრძნობდი :)

ცოტა ადრე დამთავრდა კონცერტი და არ მეყო 
გადავწყვიტეთ ახალ ხიდზე გავსულიყავით, რომელზეც წესით ფოტოგამოფენა უნდა ყოფილიყო, გუშინ პირველად ვიყავი

აქ იმასაც დავამატებ, რომ ესეთ დროს მთვრალი ბიჭები ხელისშემშლელ ფაქტორებს წარმოადგენენ, რაღაც უმისამართოდ დაბორიალობენ და სამაზროვნად ლაპარაკობენ, თუმცა სასაცილოები არიან თან :D 

და ავედით ხიდზე და მე ის მომეწონა, სკეპტიკური შეხედულება შეიცვალა, ისეთი მშვიდი და მყუდრო განწყობა სუფევდა, თან მეგობრული, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ჩემმა ნაცნობმა მოიყარა თავი

და საკმაოდ გვიანობამდე ვიყავით იქ და ბოლოს სახლში აბსოლუტურად დაღლილი წამოვედით
დღეს დილით ხმა წამერთვა და ვხრჭიალებ :) მაგრამ გუშინდელ ფოტოებს რომ ვათვალიერებ, სულ მეღიმება :) 
და საერთოდაც ზოგადად კარგი იყო :)

და კიდევ, ეს პოსტი გუშინდელი დღის მსგავსად არეულ-დარეულია მაგრამ who cares :)

        Jane Birkin -  Je t'aime moi non plus    

 

Thursday, May 13, 2010

ჩემი ზაფხული

როგორც წესი ნაცრისფერ დღეებში ზაფხულის განსაკუთრებულ ნოსტალგიას ვგრძნობ, ყოველდღე ვათვალიერებ მზიან სურათებს და მჭვანე ხეებს, მდინარეს და ზაფხულის თავგადასავლებს ვიხსენებ 

ჩემთვის ზაფხული ძირითადად რაჭასთან ასოცირდება

თუ ორი კვირით მაინც ვერ ჩავედი ზაფხულში რაჭაში - წელიწადის წყვეტას ვერ ვგრძნობ

 ძალიან მიყვარს სიმწვანეში ჩაფლული ჩვენი აგურის ძველი სახლი 

მიყვარს, როცა სახლში უამრავი ადამიანია და ყველა ოთახში ვიღაც ცხოვრობს და ხალისიანი ხმაური ისმის

დღეში რამდენჯერაც მოგინდება, შეგიძლია ჩაირბინო ვენახის ბილიკზე, პატარა მდელო გადაირბინო და მდინარეში ჩაყვინთო  
მე განსაკუთრებით დილით 10-11 საათისთვის მიყვარს ბანაობა, აი ძალიან ცივ, მსუსხავ წყალში, თავით ხტომა, მერე რა რომ ერთხელ კინაღამ ცხვირი გავიტეხე

 და კიდევ ძალიან მიყვარს შაორი, მიუხედავად იმისა, რომ დიდ წყალში ბანაობა არ მიყვარს
როგორც წესი ძალიან კარგ დროს ვატარებთ 


მიყვარს თევზაობაც, ტყეში ხეტიალი, და ძალიან მოშიებულზე ტყის პირას ჭამა
კიდევ კოცონში შემწვარი კარტოფილი

მდინარიდან ამოსული ცხელ ასფალტზე ფეხშიშველა სიარული

ველოსიპედით სეირნობა და ფრენბურთის თამაში

და კიდევ საღამოობით ჰამაკში ჯდომა და საუბარი
და ღამით ხის დიდ მორებზე წამოწოლა და ვარსკვლევების ცქერა
და აივანზე ძილი

და ბოლოს ჩვენი ერთი დღე შაორზე - ერთ-ერთი იმ დღეთაგანი, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის

                    Sha 2 - happy days




Tuesday, May 11, 2010

ცა თბილისის თავზე



მე ვემხრობი იდეას - ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა

და ასევე - "ყველაფერი უკეთესობისკენ"

და მე ვემხრობი ცხოვრების გასაინტერესოებას
და ყველაფერში საინტერესოსი და კარგის დანახვას

მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ მე არ ვაკეთებ საკმარისს იმისთვის, რომ უფრო მრავალფეროვანი და თავგადასავლებიანი ცხოვრება მქონდეს

ისე საერთოდ ზოგჯერ ვფიქრობ, კარგი იქნებოდა - მემოგზაურა და მერე წიგნები დამეწერა :)

რას იტყვით? მე მომწონს ეს იდეა :)

და ისე P.S. ამბოლო დროს განსაკუთრებით შემიყვარდა თბილისი
თან დღეს რა ლამაზი ცა იყო

მეწერინება

wonderful world - paolo nutini

Wednesday, May 5, 2010

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ?

პირველ როგში იშვიათი, თითქმის არარსებული შემთხვევის გარდა მეკიდება ლურჯი Buderusის ჩანთა მხარზე 

თმა ძირითადად გაშლილი მაქვს
სიარულისას გვერდზე არ ვიხედები და მგონი ვერავის ვამჩნევ  ქუჩაში,
თითქმის ყოველთვის ვათვალიერებ შენობებს
ძირითადად შეგხვდებით ალბათ პეკინზე, GTUI კორპუსს და canon ს შორის ტერიტორიაზე

მიყვარს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სიარული

როგორც წესი ჩაფიქრებული ვარ და ერთ დაძახებაზე შეიძლება ვერც შეგამჩნიოთ, მაგრამ მერე აუცილებლად გაგიღიმებთ :)

თუ შეიძლება გადაკოცნას შეძლებისდაგვარად თავი აარიდეთ - არ მიყვარს
შეიძლება უბრალოდ ხელიც დაგიქნიოთ და გვერდით ჩაგიაროთ

დავდივარ ძალიან სწრაფად და დიდი ნაბიჯებით ან ძალიან ნელა მაგრამ მაინც დიდი ნაბიჯებით


თითქმის ვერასდროს მნახავთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით


თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ დამიჯერეთ თუ შეგხვდებით აუცილებლად მიცნობთ

ეს მე ვიქნებნი - მარიამი :) :P

რომელსაც უბრალოდ ძალიან უყვარს ქუჩაში სიარული

The Killers - Read my mind

დავთაგე  mariefille, dirty და kohinor

 

Sunday, May 2, 2010

რა მიყვარს


მიყვარს: 
დილით ანუკისთან ერთად საუზმე და საუბარი, ოღონდ დაგვიანება გარანტირებულია
სახლში თბილი კურტკით საიარული, თითქმის წელიწადის ნებისმიერ დროს
სკამზე ფეხებაკეცილი ჯდომა
წვიმაში აივნიდან გარემოს თვალიერება და სუფთა ჰაერის სუნთქვა
წყალში ხტომა თავით 
მყუდრო მეგობრული საღამოები
ზოგადად ზაფხული მიყვარს საშინლად 
დილაუთენია სიარული ასფალტზე
გზები მიყვარს

ავტობუსით მგზავრობა

არდადეგებზე რამდენიმედღიანი სიცხე 
 
თოვლში სიარული და ღრაჭუნა ბგერები
ველოსიპედით სეირნობა

რაჭის აივანზე წიგნის კითხვა და ვაშლის ჭამა

დღე: პარასკევის საღამო
ფერი: ყველა ფერი, განსაკუთრებით თბილი ფერები

მზე
ხეები და ტყის მარწყვის გროვება
მდელოზე სირბილი და ბალახზე ძილი

საჭმელი: ზეთისხილი, შოკოლადი, სოკო 

მუსიკა და სიცილი

და კიდევ - მე მიყვარს mylpi