გუშინ იყო დღე, რომელსაც დიდხანს ველოდი - თუმცა ცოტა უფრო უკეთესი მინდოდა შარშანდელიდან გამომდინარე
მე საერთოდ ვგიჟდები მუსიკაზე ღია ცის ქვეშ, ჩემს სტიქიაში ვარ
music breaks free - ეს ჩემზეა
მოკლედ გრძელი და წვიმიანი დღის შემდეგ, საღამოს ჯეოპარდის მერე, მეგობრებთან ერთად წავედი შარდენზე
ლესელიძიდან რომ ჩავუხვიეთ და მუსიკის ხმა შემომესმა, უკვე სასიამოვნო განწყობა დამეუფლა და ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო აღტაცება მიპყრობდა და ბოლოს სცენასთან როცა აღმოვჩნდი, დავხტოდი თმაგაშლილი, ვყვიროდი, ვცეკვავდი და უბრალოდ თავს მაგრად ვგრძნობდი :)
ცოტა ადრე დამთავრდა კონცერტი და არ მეყო
გადავწყვიტეთ ახალ ხიდზე გავსულიყავით, რომელზეც წესით ფოტოგამოფენა უნდა ყოფილიყო, გუშინ პირველად ვიყავი
აქ იმასაც დავამატებ, რომ ესეთ დროს მთვრალი ბიჭები ხელისშემშლელ ფაქტორებს წარმოადგენენ, რაღაც უმისამართოდ დაბორიალობენ და სამაზროვნად ლაპარაკობენ, თუმცა სასაცილოები არიან თან :D
და ავედით ხიდზე და მე ის მომეწონა, სკეპტიკური შეხედულება შეიცვალა, ისეთი მშვიდი და მყუდრო განწყობა სუფევდა, თან მეგობრული, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ჩემმა ნაცნობმა მოიყარა თავი
და საკმაოდ გვიანობამდე ვიყავით იქ და ბოლოს სახლში აბსოლუტურად დაღლილი წამოვედით
დღეს დილით ხმა წამერთვა და ვხრჭიალებ :) მაგრამ გუშინდელ ფოტოებს რომ ვათვალიერებ, სულ მეღიმება :)
და საერთოდაც ზოგადად კარგი იყო :)
და კიდევ, ეს პოსტი გუშინდელი დღის მსგავსად არეულ-დარეულია მაგრამ who cares :)
Jane Birkin - Je t'aime moi non plus
3 comments:
:)
mar, ra sayvareli xar.
რა კარგი იყო,თავიდან გამახსენდა ყველაფერი :)
მაგრამ ჩემი წამოსვლის მერე უკეთესი იყო,როგორც ვნახე :) არ უნდა წამოვსულიყავი ასე ადრე :(
რავი უკეთესი ფოტოები კი გამოვიდა :)
ისე არ უნდა წასულიყავი, მაგრამ არაუშავს, მერე კიდევ წავიდეთ მაგ ხიდზე :)
Post a Comment