Sunday, January 24, 2010

m y l p i


როგორ გაჩნდა mylpi - უბრალოდ - ესაა m-ს მერე დაწერილი y მერე დაწერილი l მერე დაწერილი p და ბოლოს i და რაც მთავარია ზე იწყება :) როგორც მარიამი :)

Tuesday, January 12, 2010

როცა არ იცი რითი გაერთო





როცა არ იცი რითი გაერთო, სწორედაც რომ მისწრებაა ფოტოაპარატი, საკუთარი თავისთვის სურათების გადაღება და მერე photoshop ში დამუშავება, დროც გადის და საბოლოოდ შეიძლება რაიმე კარგიც მიიღო შედეგად :) აი სწორედ ეს ფოტოა ამ არდადეგების უსაქმურობის შედეგი :D


ისე ოდესმე ვაპირებ პოსტის დაწერას ავტოპორტრეტზე





Tuesday, January 5, 2010

წიგნები და ფილმები



საერთოდ საკმაოდ ადვილად ვექცევი წიგნის ან ფილმის გავლენის ქვეშ, მართალია მალევე მწყინდება კიდეც მაგრამ მაინც. აი მაგალითად, როცა ვკითხულობ, განსაკუთრებით რეზო ინანიშვილის მოთხრობებს, მეც მინდა ვწერო. მინდება ისე ცხოვრება როგორც წიგნშია ან ფილმში. აი თუნდაც – როცა ვკითხულობდი ფორსაიტების საგას, რამდენიმე დღე მხრებში გამართული დავდიოდი, ჩაის ძველებური ფინჯნით და
ლამბაქით ვსვამდი, დანა-ჩანგლით ვჭამდი ყველაფერს – ლამის პურსაც, სანამ სხვა წიგნზე არ გადავერთე. როცა წავიკითხე ვან გოგის ცხოვრებაზე “წყურვილი სიცოცხლისა” ეგრევე ხატვა მომინდა და რამდენიმე დღე ინტენსიურად ვაკეთებდი ჩანახატებს და ეტიუდებს.

ასევე ვარ ფილმებზეც – ვუყურე “The Devil Wears Prada” და გამიჩნდა სურვილი თავის მოვლის, გაპრანჭვის, ან როცა ვუყურებდი შოუს “ Australia's Next Top Model” მომინდა გავმხდარიყავი, სახლში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავიწყე სიარული. ახლა ვუყურე კიდევ ერთხელ “Step Up 2 The Streets “ და სულ მეცეკვება და მინდა მეც ვისწავლო ცეკვის ეგ ილეთები. ის კი არა “Grey's Anatomy” ს რომ ვუყურე კინაღამ ექიმების შემშურდა,
ყოველ შემთხვევაში მომინდა, რომ ისეთივე პროფესიონალი ვყოფილიყავი, როგორც მაგ სერიალში არიან.
ასე რომ ვეძებ ფილმებს და წიგნებს არქიტექტორებზე – სტიმულისა და აღმაფრენისთვის :) .

და საერთოდ მიყვარს ფილმები და წიგნები, რომელთა მერეც მიჩნდება მოქმედების და მეტის მიღწევის სურვილი.


და კიდევ ძალიან მიყვარს ფილმები ქალაქებზე, სახლებზე, ადამიანის მიერ შექმნილ საინტერესო სივრცეებზე. შეიძლება ფილმი მარტო იმიტომ მომეწონოს, რომ კარგი ოთახი ან სახლი აქვს მოქმედ პირს.
და კიდევ – ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი ყოველ მხრივ – გარემო, სიტუაცია, ფერები, მუსიკა, მონაწილეები –
“Across the Universe”