
ლამბაქით ვსვამდი, დანა-ჩანგლით ვჭამდი ყველაფერს – ლამის პურსაც, სანამ სხვა წიგნზე არ გადავერთე. როცა წავიკითხე ვან გოგის ცხოვრებაზე “წყურვილი სიცოცხლისა” ეგრევე ხატვა მომინდა და რამდენიმე დღე ინტენსიურად ვაკეთებდი ჩანახატებს და ეტიუდებს.

ასევე ვარ ფილმებზეც – ვუყურე “The Devil Wears Prada” და გამიჩნდა სურვილი თავის მოვლის, გაპრანჭვის, ან როცა ვუყურებდი შოუს “ Australia's Next Top Model” მომინდა გავმხდარიყავი, სახლში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავიწყე სიარული. ახლა ვუყურე კიდევ ერთხელ “Step Up 2 The Streets “ და სულ მეცეკვება და მინდა მეც ვისწავლო ცეკვის ეგ ილეთები. ის კი არა “Grey's Anatomy” ს რომ ვუყურე კინაღამ ექიმების შემშურდა,
ყოველ შემთხვევაში მომინდა, რომ ისეთივე პროფესიონალი ვყოფილიყავი, როგორც მაგ სერიალში არიან.
ასე რომ ვეძებ ფილმებს და წიგნებს არქიტექტორებზე – სტიმულისა და აღმაფრენისთვის :) .
და საერთოდ მიყვარს ფილმები და წიგნები, რომელთა მერეც მიჩნდება მოქმედების და მეტის მიღწევის სურვილი.

და კიდევ ძალიან მიყვარს ფილმები ქალაქებზე, სახლებზე, ადამიანის მიერ შექმნილ საინტერესო სივრცეებზე. შეიძლება ფილმი მარტო იმიტომ მომეწონოს, რომ კარგი ოთახი ან სახლი აქვს მოქმედ პირს.
და კიდევ – ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი ყოველ მხრივ – გარემო, სიტუაცია, ფერები, მუსიკა, მონაწილეები –

“Across the Universe”
2 comments:
Across the universe მეც ძალიან მიყვარს:)
და Devil wears prada-ც...
მეც ეგრე ვარ ხოლმე:) ფილმიც და ხშირად მუსიკაც რაღაცის განწყობააზე მაყენებს:)
Across the universe miyvars :)
Post a Comment