Sunday, December 20, 2009

არ შევეპუოთ ზამთრის მოღუშულ დღეებს :)


მოკლედ ჩემი ცხოვრება გრძელდება და თანაც საინტერესოდ. ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ რაღაც სავსე ვარ ენერგიით, დადებითი ემოციებით და მინდა საქმის კეთებე და თან ვაკეთებ კიდეც.

როგორ მიკვირს, როგორც წესი ზამთარში არაფრის ხალისი არ მაქვს, თუმცა მთელი იანვარი, თებერვალი და მარტი წინაა და თანაც არდადეგებიც, მაგრამ მაინც ოპტიმიზმით ვარ სავსე.

ასე რომ ვისაც უნდა შემომიერთდეს და ერთად ვიყოთ კარგ ხასიათზე :)

ისე ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ჩემს შუალედურ ჩათვლებს მოვრჩი და თანაც საკმაოდ კარგად და რაღაც თავისუფლების შეგრძნება მაქვს

ამაზე ჩემი ძველი ჩანაწერი გამახსენდა, რომელიც ზაფხულის გამოცდების მერე ჩავწერე: ""დღეს სწავლას მოვრჩი, სახლში მოვედი, თან პარასკევია და რაღაც მარშის მოსმენა მომინდა, ვუსმენდი ინეტში და უცებ მივხვდი რა ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი :) ისე მეძინება ""

ისე ყველაზე მეტად რაღაცის დამთავრება და ახლიდან დაწყება მიყვარს

ამიტომაც მიყვარს უფრო მეტად მოთხრობების კითხვა და არა დიდი რომანების :)


No comments: