
დღეს ვიჯექი ფანჯარასთან და ვაშლს ვჭამდი, ფეხები აკეცილი მქონდა და გარეთ ვიყურებოდი ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხედები იცვლებოდა ახლა შუქი უნდა ჩავაქრო და ფანჯრიდან დავათვალიერო გზად შემხვედრი ყველაფერი :) თავს კარგად ვგრძნობ იქიდან წამოსვლისას
რა კარგია ავტობუსში, შემხვდა პირველი ადგილი, ძალიან მყუდრო გარემოა, ღრუბლიანი დღეა, თან ჩემი საყვარელი დღის პერიოდი, რომ ღამდება და სულ ახალი ანთებულია
სინათლეები ქალაქში. გარეთ ცივა და შიგნით სითბოა,
ვზივარ პირველ სკამზე ცხელი
ყავით ხელში და ვიყურები წინ დიდ ფანჯარაში.
მერე უკან გადავედი და მე და ელემ
ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ :P
და ბოლოს
ახალდაბრუნებული სტამბულიდან.
28 საათიანი მგზავრობის შემდეგ თბილისში ვარ. გუშინ მთელი ღამე ისე მეძინა, დღეს ორი საათისთვის ძლივს გავიღვიძე. თბილ საბანში. ბოლო დღეებში ისე წვიმდა, შეიძლება ითქვას
ოთხშაბათს აქეთ არ გავმშრალვარ და გავცივდი შესაბამისად. შაბათს, რომ არა სულთანაჰმედის ცელოფანები ფეხებზე, ფილტვების ანთებასაც ავიკიდებდი ალბათ. რა ტკბილად გაგვახსენდება სტამბულის ქუჩებში ფეხზე პარკებჩაცმულები რომ დავრბოდით წვიმაში და ქოლგები იმდენად დაგლეჯილი გვქონდა, რომ დროშებივითღა გვეჭირა და ყველა მხრიდან

ვსველდებოდით :D
სტამბულზე მახსენდება ზღვა, TAXIM და ჩაი :)
I love ISTANBUL days
No comments:
Post a Comment