გუშინ იყო დღე ჩემი დაბადებისა :) ძალიან საყვარელი დღე გამოვიდა და მგონი პირველად ვიყავი ჩემ დაბადების დღეზე კარგ ხასიათზე :)
ყველა ადამიანი ვინც იყო მოსული, ყველა მიხაროდა :)
მივიღე საჩუქრები, ზოგი ძალიან გამიხარდა, ზოგი ისე რა და ზოგი როგორიცაა სიტყვა “მაშასადამე” :D :D

გადავწყვიტე გამეკეთებინა რაიმე სხვანაირი საჭმელი, და ისევ თურქეთის გავლენით არჩევანი შეჩერდა KUMPIR ზე :)
და ასევე ერთერთი ძირითადი სასმელი იყო სანგრია

კიდევ პატარა კომენტარი ადრინდელ სადაბადებისდღეო პოსტზე, სადაც ერთ ადამიანზე მიწერია, ვისი დაპატიჟებაც მინდოდა: - „რაღა დროს ის ერთი ადამიანია :D„
და კიდევ გუშინ იმ იშვიათ დღეთაგანი იყო როცა ყველა მიყვარდა :)
მოკლედ ეს პოსტი მაინც უნდა დამეწერა რაღაც სახით და ფოტოებით გამოვტენე და მაინც პოსტია :)
აი ასეთი ვარ 21 წლის 

და კიდევ გუშინ მომიძღვნეს ლექსი ჩამოტარებით, რომელსაც აქ უკვდავვყოფ :)
იისფერი მულფის დაბადების დღეა
კარის ყურთან დიდი და მორთული ხეა
რა კარგია დღეს ხომ მარის დაბადების დღეა
14 თებერვალს კი სიყვარულის დღეა
ფანჯარასთან დადგმული გაფურჩქნული ხეა
ცაზე თვალისმომჭრელი ლაპლაპა მზეა
და მარის გულში იასამნისფერი დღეა
მზე რა შუაშია და უკვე შუა ღამეა
თოვლის ბაბუა სნეგუროჩკების სუტინიორად გაიჩითაა
ჯიმი მარის დღეობაზე ყველა დათვრა სანგრიითა
მოემზადეთ, პოტატუნა მოაქვთ დიდი ლანგრითა
მაშ გაიღიმეთ ყველამ და არ დაიტვირთოთ დარდითა
მიყვარხართ ყველა, და მერე რა რომ რითმი არ აქვსო :)
აი ასე

kiss and love you all my friends :)
happy 21 mariam
3 comments:
ეე, როგორ მაინტერესებდა ამ ლექსის გაგრძელება - პირველი სტრიქონი მე მეკუთვნის :))
HAPPY BIRTHDAY, MYLPI!!! მიხარია შენი ბლოგის ნახვა, ნატალიას დახმარებით :)
martla dzalian magar iko, kvelaferi, ai kvelaferi :X leqsshi mec mimidzgvis wvlili :))
Post a Comment