როცა გრძელი ღამის და სამსაათიანი ძილის მერე, საიდანაც ორ საათს გაღვიძებას ანდომებ, როცა ჯერ კიდევ გუშინდელი სასმელისგან თავბრუ გეხვევა, როცა იცი, რომ საჭმელი საერთოდ არაფერი გაქვს და ჯერ კიდევ გუშინ საღამოდან მოყოლებული გშია, როცა იცი, რომ ყავაც აღარ გაქვს და სტიპენდიის ჩარიცხვას ელოდები, რომ გენერალური საყიდლებზე გასვლა მოაწყო, როცა მიდიხარ გოეთეპლატცზე, ყავის დასალევად და ტანზე ხელთმოხვედრილ პირველივე ტანსაცმელს იცმევ, როცა გარეთ გასული ამჩნევ, რომ ჯერ კიდევ ცივა მიუხედავად მზისა და ამჩნევ, რომ გაღიმება გეზარება, როცა ცხელი რძიანი ყავით ხელში თეატრის წინ ერთერთ მზიან სკამზე ზიხარ, პენსიონერი ტურისტების ჯგუფებს თვალს ადევნებ, გუშინდელ ამბებს იხსენებ და თავში გიტივტივებს აზრი "another wrong guy", და კიდევ უფრო რომ კარგავ გაღიმების ხალისს, როცა ანაზდეულად იაზრებ, თუ როგორი პატარა შეიძლება აღმოჩნდეს ეს ქალაქი და შენი მყუდროება დაირღვეს. და ამ დროს შორიახლოს ქუჩის პაწაწინა კლასიკური ორკესტრი შტრაუსის რომელიღაც ვალსის ნაწყვეტს უკრავს და ხვდები, რომ სულ რომ მიწასთან გასწორდეს ყველაფერი, მაინც დარჩება რაღაც კარგი ამქვეყნად.
დილის ინერციული განწყობის თანმდევი მუსიკა
Saturday, April 20, 2013
Tuesday, April 9, 2013
დიპლომები, ელექტროობა და უმუშევრობის გადაჭრილი პრობლემა
წინა ზამთრის დეკემბერში, როცა მე და ჩემი მეგობრები მთლიანად გადაშვებულები ვიყავით "სპილო ოთახში"-ს მოსაგებად და გვიანობამდე ვმუშაობდით, ერთ-ერთ ღამეს სახლში დაბრუნებისას ფრიად უცნაური ტაქსისტი შეგხვდა, რომელსაც მათემ მოგვიანებით პოსტი "ელექტრიკი ტაქსისტის ამბავი" მიუძღვნა.
მას შემდეგ ათასმა წყალმა და ერთმა გაზაფხულმა ჩაიარა.
მას შემდეგ ათასმა წყალმა და ერთმა გაზაფხულმა ჩაიარა.
ჰოდა, ახლა, როცა გერმანიაში ვარ, ახალი სემესტრის პირველი კვირაა და საგნების არჩევის და ცხრილის შედგენის ფრიად რთულ ფაზაში ვიმყოფები, ისე აღმოჩნდა, რომ ყველა ჩემთვის საინტერესო საგანი განათებას დაუკავშირდა. დღეს კი საბოლოოდ ავირჩიე პრაქტიკული საგანი, რომელსაც "ეკლექტიკ ელექტრიკ" ჰქვია და ნათურის ანთებიდან დაწყებული, თაჩ-სქრინებით დამთავრებული მთელ რიგ ელექტრულ დავალებებს მოიცავს. ჰოდა ელენესაც მეტი რა უნდოდა, ჩაუვარდა ხელში სახუმარო თემა : )
აბა რას ვიფიქრებდი ერთი წლის წინ, რომ ეს მხიარული ელექტრიკი ტაქსისტი ჩემი რეალური მომავალი ყოფილა : )
მე კი იმსიგრძე დღეები მაქვს, უკვე აღარ მახსოვს როდის იყო გუშინ და ხვალ : ) ახალი საგნები, ახალი ადამიანები, ახალი სემესტრი და ახალი გეგმები
ფაქტია, რომ it's time to work! work hard! და ეს რომ გისწორდება!
Plug it, play it, burn it, rip it..
"-დიპლომები ხომ თავზე საყრელად გაქვს, ელექტრიკობასაც სწავლობ, ჩამოიყოლე გერმანიიდან ოპელი და იქნები ნამდვილი ელექტრიკი ტაქსისტი"
- აი ასე, ერთი ხელის მოსმით გადამიჭრა ევროპიდან დაბრუნების მერე უმუშევრობის პრობლემა : )
აბა რას ვიფიქრებდი ერთი წლის წინ, რომ ეს მხიარული ელექტრიკი ტაქსისტი ჩემი რეალური მომავალი ყოფილა : )
მე კი იმსიგრძე დღეები მაქვს, უკვე აღარ მახსოვს როდის იყო გუშინ და ხვალ : ) ახალი საგნები, ახალი ადამიანები, ახალი სემესტრი და ახალი გეგმები
ფაქტია, რომ it's time to work! work hard! და ეს რომ გისწორდება!
Plug it, play it, burn it, rip it..
Monday, April 1, 2013
დაფტ პანკ ჩვენი არსობისა
რატომ არ შეიძლება საკუთარი წლის გრაფიკის შედგენა შეგვეძლოს, ხომ ავდგებოდი და მთელ ჩემ წილ ძილს ზამთრისთვის გადავდებდი და მთელ უქმეებს საზაფხულოდ.
ასეა თუ ისე გაზაფხული მაინც მოახლოვდა, ჯერ კიდევ თოვს დროდადრო, მაგრამ გარეთ სულ სხვა სურნელი ტრიალებს. დღეს მზე ანათებს მთელი დღე და ჩემი ოთახი სავსეა სხივებით, ერთი სული მაქვს როდის დათბება, რომ ჩემი აივნის კარი მოვაფრიალო, მოაჯირზე ფეხები შემოვაწყო და გრილი მსუბუქი კოქტეილები ვწრუპო.
თითქოს სწორედ იმისთვის აშენდა ეს პატარა აბდაუბდაგეგმიანი სახლი წინა საუკუნეში, რომ ზუსტად ახლა მე აქ მეცხოვრა და თავი ბედნიერად მეგრძნო.
ჩემ დას რომ ვკითხო, მიპასუხებს :
"შენ ის არ ხარ? ყველაზე ქუდბედიანი-მეთქი, რომ ვიძახი ;))))))
ბათუმში წვიმა რომ არ გემთხვევა მთელი 2 კვირა, ყავას რომ სვამ სიღნაღში და სურვილებს რომ იზიდავ? :))))
ხოდა, ახლაც, გეუბნები, ყველაფერი კარგად იქნება! :*
- კიდევ ის, ვაიმარში აივნიანი სახლი რომ გაქვს : ) "
ჰოდა სრულიად შესაძლებელია, რომ ჩემი და მართალი იყოს : )
ფაქტია, რომ ახალი პლეილისტების დროა : )
მე კი პირველად ამოვბეჭდე ჩემი პოსტერები ოთხი დღით ადრე გამოცდამდე და ეს შაბათ-კვირა უდარდელად გავატარე სხვადასხვა წვეულებებზე
სტუდენტები ბრუნდებიან ქალაქში, ახალი სემესტრი იწყება, გაზაფხული მოდის - აი ეს არის ახალი წელი : )
მომავალი სემესტრიდან კლდეზე ცოცვაში მინდა ვცადო ბედი და რაც მთავარია ვიყიდი ველოსიპედს
ჰოდა რატომ არ უნდა იყოს ყველაფერი კარგად : )
სპეციალური მადლობა მსურს გადავუხადო სიუს, რომელიც დიდებულად უზრუნველმყოფს მუსიკით

Subscribe to:
Posts (Atom)