Monday, April 1, 2013

დაფტ პანკ ჩვენი არსობისა

რატომ არ შეიძლება საკუთარი წლის გრაფიკის შედგენა შეგვეძლოს, ხომ ავდგებოდი და მთელ ჩემ წილ ძილს ზამთრისთვის გადავდებდი და მთელ უქმეებს საზაფხულოდ.


ასეა თუ ისე გაზაფხული მაინც მოახლოვდა, ჯერ კიდევ თოვს დროდადრო, მაგრამ გარეთ სულ სხვა სურნელი ტრიალებს. დღეს მზე ანათებს მთელი დღე და ჩემი ოთახი სავსეა სხივებით, ერთი სული მაქვს როდის დათბება, რომ ჩემი აივნის კარი მოვაფრიალო, მოაჯირზე ფეხები შემოვაწყო და გრილი მსუბუქი კოქტეილები ვწრუპო. 
თითქოს სწორედ იმისთვის აშენდა ეს პატარა აბდაუბდაგეგმიანი სახლი წინა საუკუნეში, რომ ზუსტად ახლა მე აქ მეცხოვრა და თავი ბედნიერად მეგრძნო.
ჩემ დას რომ ვკითხო, მიპასუხებს : 

"შენ ის არ ხარ? ყველაზე ქუდბედიანი-მეთქი, რომ ვიძახი ;))))))
ბათუმში წვიმა რომ არ გემთხვევა მთელი 2 კვირა, ყავას რომ სვამ სიღნაღში და სურვილებს რომ იზიდავ? :))))
ხოდა, ახლაც, გეუბნები, ყველაფერი კარგად იქნება! :*


- კიდევ ის, ვაიმარში აივნიანი სახლი რომ გაქვს : ) "
ჰოდა სრულიად შესაძლებელია, რომ ჩემი და მართალი იყოს : )


ფაქტია, რომ ახალი პლეილისტების დროა : )
მე კი პირველად ამოვბეჭდე ჩემი პოსტერები ოთხი დღით ადრე გამოცდამდე და ეს შაბათ-კვირა უდარდელად გავატარე სხვადასხვა წვეულებებზე
სტუდენტები ბრუნდებიან ქალაქში, ახალი სემესტრი იწყება, გაზაფხული მოდის - აი ეს არის ახალი წელი : ) 
მომავალი სემესტრიდან კლდეზე ცოცვაში მინდა ვცადო ბედი და რაც მთავარია ვიყიდი ველოსიპედს
ჰოდა რატომ არ უნდა იყოს ყველაფერი კარგად : )
სპეციალური მადლობა მსურს გადავუხადო სიუს, რომელიც დიდებულად უზრუნველმყოფს მუსიკით




No comments: