დღევანდელი დღის წამოწყება - მოდი გავაფერადოთ Facebook
პროექტს ვხაზავთ გამწარებულები სადიპლომოს - ეს სამი დღე ელენესთან ვიყავი ვხაზავდით ერთად მე, ელენე, მწვანე, ოკიჩა და დალი ეს იყო დიდი რაოდენობით უძილო საათები, თვალისდაუხამხამებლობა, ctrl , დაღლილობისგან უაზრო სიცილი, განტვირთვისთვის ჩილიმი, დალის ძალიან გემრიელი და საინტერესო შემოქმედება, ბევრი ლაპარაკი, ძილის დროს AutoCAD ს ბრძანებების და მაუსის დაკლიკების ხმის დასიზმრება, ერთიდაიგივე მუსიკის ისევ და ისევ მოსმენა აღუქმელად, ბევრი კოფეინი, და ერთად მუშაობის სიამოვნება
მოკლედ იმისდა გამო, რომ საოცრად არ მცალია ჩემი საბოლოო გამოცდების გამო - მე მაინც მინდა, რომ ახალი პოსტი იყოს ჩემს ბლოგზედა ამიტომაც გადავწყვიტე აქ გადმოვიტანო ჩემი Facebook ის სტატუსები, რომლებიც მართლაც რომ მრავლადაა ამ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით და საკმაოდ ზუსტად გამოხატავს ჩემს განწყობა-მდგომარეობას :)ვიწყებ სამშაბათიდან :)
- ზოგადად სასოწარკვეთილი რომანტიზმის მიმდევარი არ ვარ მუსიკაში, მაგრამ დამერწმუნეთ პროექტის ხაზვისას მისწრებაა :)
- მე თუ ახლა ყავას დავლევ - სულ ცოტა დილის 5 საათამდე აღარ დამეძინება - სამაგიეროდ ჩემი პროექტი საგრძნობლად წაიწევს წინ - მგონი ღირს - OK - ვსვამ
- ოღონდაც ინტერნეტი არ გაითიშოს - არ მინდა მარტო დარჩენა - მგონი არქიტექტურის ინსტიტუტი კი არა არქიტექტორების ქარხანა გამომდის :D :D
- რატომ მკბენენ ეს კოღოები ასე მრავლად - ნუთუ ასეთი გემრიელი სისხლი მაქვს
- ქალაქში უაზროდ ხეტიალი მომენატრა საშინლად
- ვაიიი ეს რა ჩავიდინე - :D :D არადა რა სასაცილოა, არა უშავს გამოსწორებადია :D :D
- მე - მარიამი
- მოწყენილობისგან ატამს ვჭამ
- Girls vs Boys - ოთხშაბათია - ბავშვობაში მთელი შვიდი წელი ეს დღე ასოცირდებოდა ფორტეპიანოსთან - და მე ეს შევძელი - დავამთავრე შვიდწლედი - და რა - რამდენიმე ნაწარმოებისმაგვარის გარდა არაფრის დაკვრა არ ვიცი - მაგრამ მაინც გმადლობ დე, რომ გმირულად მაწვალე :)
- ხუთშაბათი არასდროს ყოფილა განსაკუთრებული დღე
- Girl of Summer
- მე მინდა სიცოცხლის ბოლომდე შემეძლოს ცეკვა
- მომწერეთ საინტერესო წინადადებები
- ნწუ, საინტერესო სიტყვები და წინადადებების დეფიციტია :D ნუ გეზარებათ მოწერა :D :D
- ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა დავიძინო - ვერანაირად ვერ ვახერხებ გამოფხიზლებას
- ისე Facebook ს სტატუსებით რა საინტერესო წიგნი დაიწერებოდა - უნდა შევაგროვო
- მგონი მაინც მოვკვდები და რა ჯობია დიპლომიანი თუ უდიპლომო
- აბა ვინ მომწერს რაიმე სასიამოვნოს და გამამხნევებელს, რომ ძალა მოვიკრიბო და ორი საათი მაინც კიდევ დავხაზო (“არა ძალიან დავიღალე ვიძინებ, მკიდია თუ მომწერთ”)
- OK, who cares :P - "ყველაზე დიდებული კაცობრიობის ისტორიაში ქვეყნიერების ყველა საიდუმლოს შეცნობისადმი მისწრაფებაა" :D :D (c) ავრორა
- hahaa :D URBAN SUN - ერთერთი პირველი ფერადი ფოტო - ცხოვრება მშვენიერია და ყველაფერი კარგად იქნება :) :)
- ვითომ ესენი არქიტექტორები არიან?! ჰმ, ასეთი ხმაურიანი მუსიკით ვერაფერს ააშენებს კაცი (the Architects)
- აბა ვინმეს თუ დაუთვლია ფარამაუნთ ფიქჩერს ის ლოგოზე რამდენი ვარსკვლავია
- ააააააააააააააააააააააააააააააააააააარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა . . . აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
- GOD Sei Dank - გადავრჩი
- რა მაგარია - ვღსდგები - მთავარია ცოტა მონდომება და გამართლება
- ღამის 03:18 ია ჩემს საათზე და ყველაფერი კარგადაა
- მე ახლა აქ არ უნდა ვიყო
- ცხოვრება მშვენიერია და ყველაფერი კარგად იქნება (კიდევ ერთხელ)
- გმადლობ, დედა :)
- დარჩა 144 საათი
- ნეტა ვიცოდე რატომ მიყვარს ეს ჯგუფი ასე საოცრად (The Killers)
- მინდა ერთკვირიანი უძილობა დამემართოს
-AutoCADსულ სხვაა - I'm lovin' it ♥ - რა ყველა გოგო ერთნაირია :D
- ძალიან ტკბილი ყავა
- სოკოკაცა - მე მიყვარს სოკო - ვაიმე დავიტანჯე, ისე ბნელა ოთახში კლავიატურაზე კლავიშებს ვერ ვაგნებ და რას ვკრეფ და ვაჭერ კაცმა არ იცის,
- მაინც არ ავანთებ შუქს
- უნდა მოვასწრო პირველ საათამდე
და ბოლო - Where is my mind . . . აი ესაა - და აქ არ გადმომიტანია დიიდი რაოდენობით Youtube ს ვიდეოები :)
მოკლედ ვერაფრით ვერ დავიწყე პროექტის ხაზვა და გადავწყვიტე პატარა პოსტი დამეწერე (პრინციპში როგორც ყოველთვის :)), რომელიც მიეძღვნება ჩემს მუსიკალურ ამოჩემებებს :)
მაქვს დღეები, როცა მთელი 24 - 48 და ზოგჯერ 72 საათიც კი განუწყვეტლივ ერთიდაიგივე მუსიკას ვუსმენ - განსაკუთრებით ეს ისეთ დღეებს ეხება, როცა გადაბმულად ვხაზავ და ვერ ვხვდები, რომ მუსიკაა ჩართული აი მაგალითად წინა გამოცდებზე მთელი სამი დღის განმავლობაში ვუსმენდი ამ ორ სიმღერას _breakfast_in_americablack boys on mopeds ასევე ძალიან დიდი ხანი მქონდა აჩემებული nouvelle vague ჩემს საყვარელ The Killersზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ეგ ჩემი ცხოვრების საუნდტრეკია :)
და ბოლოს
სიმღერა, რომელიც დღეს ავიჩემე და კიდევ დიდ ხანს გამყვება და რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩემი ამ სურათის საუნდტრეკიცაა :)
საყვარელმაmariefille მ დამთაგა, რითაც ძალიან გამახარა :) და ახლა უნდა დავწერო პოსტი იმ 5 ზე რაც ყველაზე მეტად მიყვარს საერთოდ ჩემი ბლოგი სავსეა მსგავსი პოსტებით ჩემი ზაფხული, რა მიყვარს, Friday evenings, I love my Archilifeდა ა.შ. მაგრამ ახლა დავფიქრდები და ჩამოვწერ იმ 5-ს რაც ყველაზე, ყველაზე მეტად მიყვარს - მოდი პირველს რიგში დავაყენებ ჩემს ადრინდელ პოსტს ზაფხულის შესახებ :)
- კიდევ მიყვარს მოგზაურობა, ნებისმიერი სახის და ნებისმიერი მასშტაბის :) ასე განსაჯეთ და სახლიდან უნივერსიტეტამდე ავტობუსით მგზავრობაც კი მსიამოვნებს :) და შორ მანძილებზე ხომ საერთოდ
- კიდევ მიყვარს ქალაქები და შენობები, სახლები და მათ შორის ხეტიალი - მარტო ან ჩემნაირ ადამიანებთან ერთად
- კიდევ მიყვარს საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები
- კიდევ საოცრად მიყვარს სიცილი, მხიარული ხმაური, ოპტიმისტი ადამიანები, და საერთოდ მიყვარს ყველა და ყველაფერი (აი მაგალითად ვიდეო, რომელიც პოსტის ბოლოშია) რაც კარგ ხასიათზე მაყენებს