ძალიან, ძალიან, ძალიან სწრაფად დავწერ ახლა პატარა პოსტს არ მინდა რომ თებერვალი ასე უსიტყვოდ წავიდეს
ხვალიდან იწყება საგამოცდო ორკვირეული სრული დატვირთვით
architecture is the ultimate erotic act, carry it to excess
მე დღეს მთელი დღე ვხაზავ და მაინც ვერ ვასწრებ
ვჭამ ძალიან ბევრ ვაშლს
სრული კონცენტრაციის დროს ვრთავ (off) მუსიკას
ვარ აღელვებული და დროდადრო ოთახებში დავრბივარ
მთელ ოთახში ფურცლები, მარკერები და სახაზავებია მიმოფანტული
კომპიუტერთან რამდენიმე ცარიელი ჭიქა დგას
ბევრი ფიქრისას მინდება ტკბილის ჭამა და დავეძებ სახლში ტკბილ საჭმელს ან სასმელს
გამოცდებისთვის მზადებისას თითქმის არასდროს ვარ ცუდ ხასიათზე და უფრო მიმტევებელი ვხდები
ერთხელ დღეში ყველაზე დიდი შესვენებისას ვუყურებ რომელიმე კინოს ან ანიმაციას - ნაწყვეტს ან სწრაფი გადახვევით
I love my Archilife
და ასეთ დღეებში უფრო მიყვარს სიცოცხლე - როცა ვმოქმედებ და თან ვაკეთებ სასიამოვნო საქმესმე მიყვარს ჩემი პროფესია
No comments:
Post a Comment