Tuesday, May 21, 2013

მიყრილი დრაფტები და ლექციაზე დაწერილი პოსტი

როცა ახალი პოსტის წერისას ბლოგის დრაფტებში აღმოაჩენ, რომ უკვე სამი პოსტი გაქვს დაწყებული, ერთ წინადადებაზე შორს არ ხარ წასული და ეს მეოთხეც ეს-ესაა მიაგდე. როცა აღმოაჩენ, რომ ერთ თვეზე მეტია ახალი პოსტი არ დაგიწერია.
როცა მოგვიანებით აღმოაჩენ, რომ ათჯერ მაინც შემოდიხარ ამ დრაფტებში და პოსტის დაწერას ცდილობ.
  ჰოდა აი ახლა, როცა ეს-ესაა პრეზენტაცია წარვადგინე და ლექციის დარჩენილი ნაწილი შემიძლია მშვიდად ვიჯდე და თვალი ვადევნო სხვების პრეზენტაციებს, გადავწყიტე რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს პოსტი უნდა დავამთავრო-თქო. რადაც არ უნდა დამიჯდეს მძიმედ ნათქვამია, სინამდვილეში მხოლოდ უნდა ვეცადო ძალიან ხმამაღლა არ ვბეჭდო და დროდადრო პრეზენტაციებს გავხედო.

ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული
  საბედნიეროდ დილით ჭამა მოვასწარი, ასე რომ პირველის ნახევრამდე გაძლება ჩემს შესაძლებლობებს ექვემდებარება.

 ამ ბოლო დროს მუშაობის დროს ამო-ჩემებული მუსიკა

Saturday, April 20, 2013

რაღაც კარგი

როცა გრძელი ღამის და სამსაათიანი ძილის მერე, საიდანაც ორ საათს გაღვიძებას  ანდომებ, როცა ჯერ კიდევ გუშინდელი სასმელისგან თავბრუ გეხვევა, როცა იცი, რომ საჭმელი საერთოდ არაფერი გაქვს და ჯერ კიდევ გუშინ საღამოდან მოყოლებული გშია, როცა იცი, რომ ყავაც აღარ გაქვს და სტიპენდიის ჩარიცხვას ელოდები, რომ გენერალური საყიდლებზე გასვლა მოაწყო, როცა მიდიხარ გოეთეპლატცზე, ყავის დასალევად და ტანზე ხელთმოხვედრილ პირველივე ტანსაცმელს იცმევ, როცა გარეთ გასული ამჩნევ, რომ ჯერ კიდევ ცივა მიუხედავად მზისა და ამჩნევ, რომ გაღიმება გეზარება, როცა ცხელი რძიანი ყავით ხელში თეატრის წინ ერთერთ მზიან სკამზე ზიხარ, პენსიონერი ტურისტების ჯგუფებს თვალს ადევნებ, გუშინდელ ამბებს იხსენებ და თავში გიტივტივებს აზრი "another wrong guy", და კიდევ უფრო რომ კარგავ გაღიმების ხალისს, როცა ანაზდეულად იაზრებ, თუ როგორი პატარა შეიძლება აღმოჩნდეს ეს ქალაქი და შენი მყუდროება დაირღვეს. და ამ დროს შორიახლოს ქუჩის პაწაწინა კლასიკური ორკესტრი შტრაუსის რომელიღაც ვალსის ნაწყვეტს უკრავს და ხვდები, რომ სულ რომ მიწასთან გასწორდეს ყველაფერი, მაინც დარჩება რაღაც კარგი ამქვეყნად.


დილის ინერციული განწყობის თანმდევი მუსიკა 

Tuesday, April 9, 2013

დიპლომები, ელექტროობა და უმუშევრობის გადაჭრილი პრობლემა

წინა ზამთრის დეკემბერში, როცა მე და ჩემი მეგობრები მთლიანად გადაშვებულები ვიყავით "სპილო ოთახში"-ს მოსაგებად და გვიანობამდე ვმუშაობდით, ერთ-ერთ ღამეს სახლში დაბრუნებისას ფრიად უცნაური ტაქსისტი შეგხვდა, რომელსაც მათემ მოგვიანებით პოსტი "ელექტრიკი ტაქსისტის ამბავი" მიუძღვნა.
მას შემდეგ ათასმა წყალმა და ერთმა გაზაფხულმა ჩაიარა.
ჰოდა, ახლა, როცა გერმანიაში ვარ, ახალი სემესტრის პირველი კვირაა და საგნების არჩევის და ცხრილის შედგენის ფრიად რთულ ფაზაში ვიმყოფები, ისე აღმოჩნდა, რომ ყველა ჩემთვის საინტერესო საგანი განათებას დაუკავშირდა. დღეს კი საბოლოოდ ავირჩიე პრაქტიკული საგანი, რომელსაც "ეკლექტიკ ელექტრიკ" ჰქვია და ნათურის ანთებიდან დაწყებული, თაჩ-სქრინებით დამთავრებული მთელ რიგ ელექტრულ დავალებებს მოიცავს. ჰოდა ელენესაც მეტი რა უნდოდა, ჩაუვარდა ხელში სახუმარო თემა : )

"-დიპლომები ხომ თავზე საყრელად გაქვს, ელექტრიკობასაც სწავლობ, ჩამოიყოლე გერმანიიდან ოპელი და იქნები ნამდვილი ელექტრიკი ტაქსისტი" 

- აი ასე, ერთი ხელის მოსმით გადამიჭრა ევროპიდან დაბრუნების მერე უმუშევრობის პრობლემა : )

აბა რას ვიფიქრებდი ერთი წლის წინ, რომ ეს მხიარული ელექტრიკი ტაქსისტი ჩემი რეალური მომავალი ყოფილა : )


მე კი იმსიგრძე დღეები მაქვს, უკვე აღარ მახსოვს როდის იყო გუშინ და ხვალ : ) ახალი საგნები, ახალი ადამიანები, ახალი სემესტრი და ახალი გეგმები
ფაქტია, რომ it's time to work! work hard! და ეს რომ გისწორდება!

Plug it, play it, burn it, rip it..


Monday, April 1, 2013

დაფტ პანკ ჩვენი არსობისა

რატომ არ შეიძლება საკუთარი წლის გრაფიკის შედგენა შეგვეძლოს, ხომ ავდგებოდი და მთელ ჩემ წილ ძილს ზამთრისთვის გადავდებდი და მთელ უქმეებს საზაფხულოდ.


ასეა თუ ისე გაზაფხული მაინც მოახლოვდა, ჯერ კიდევ თოვს დროდადრო, მაგრამ გარეთ სულ სხვა სურნელი ტრიალებს. დღეს მზე ანათებს მთელი დღე და ჩემი ოთახი სავსეა სხივებით, ერთი სული მაქვს როდის დათბება, რომ ჩემი აივნის კარი მოვაფრიალო, მოაჯირზე ფეხები შემოვაწყო და გრილი მსუბუქი კოქტეილები ვწრუპო. 
თითქოს სწორედ იმისთვის აშენდა ეს პატარა აბდაუბდაგეგმიანი სახლი წინა საუკუნეში, რომ ზუსტად ახლა მე აქ მეცხოვრა და თავი ბედნიერად მეგრძნო.
ჩემ დას რომ ვკითხო, მიპასუხებს : 

"შენ ის არ ხარ? ყველაზე ქუდბედიანი-მეთქი, რომ ვიძახი ;))))))
ბათუმში წვიმა რომ არ გემთხვევა მთელი 2 კვირა, ყავას რომ სვამ სიღნაღში და სურვილებს რომ იზიდავ? :))))
ხოდა, ახლაც, გეუბნები, ყველაფერი კარგად იქნება! :*


- კიდევ ის, ვაიმარში აივნიანი სახლი რომ გაქვს : ) "
ჰოდა სრულიად შესაძლებელია, რომ ჩემი და მართალი იყოს : )


ფაქტია, რომ ახალი პლეილისტების დროა : )
მე კი პირველად ამოვბეჭდე ჩემი პოსტერები ოთხი დღით ადრე გამოცდამდე და ეს შაბათ-კვირა უდარდელად გავატარე სხვადასხვა წვეულებებზე
სტუდენტები ბრუნდებიან ქალაქში, ახალი სემესტრი იწყება, გაზაფხული მოდის - აი ეს არის ახალი წელი : ) 
მომავალი სემესტრიდან კლდეზე ცოცვაში მინდა ვცადო ბედი და რაც მთავარია ვიყიდი ველოსიპედს
ჰოდა რატომ არ უნდა იყოს ყველაფერი კარგად : )
სპეციალური მადლობა მსურს გადავუხადო სიუს, რომელიც დიდებულად უზრუნველმყოფს მუსიკით




Tuesday, March 12, 2013

Hey! There is some Problems With the Sun

მთელი ცხოვრება იმ ტიპის ადამიანებს მივეკუთვნებოდი, რომლებისთვისაც ნოლი გრადუსის ქვევით ტემპერატურას ყინვა ჰქვია და მეგონა, რომ -1 და -25 ერთმანეთისგან დიდად არაფრით განსხვავდებოდა.

ასე მეგონა ამ ბოლო ზამთრამდე : )

დღეს ჩემმა ერთერთმა ჯგუფელმა თქვა, რომ მთელი ამ ზამთრის მანძილზე მხოლოდ 96 საათი ყოფილა მზე გერმანიაში.
მე თუ მკითხავთ ვაიმარში სამოცდაათსაც ვერ ასცდებოდა


ჰოდა ვისხედით დღეს მე და ჩემი ანდალუსიელი ჯგუფელები გერმანულის გაკვეთილზე და ვოცნებობდით იმ შორეულ, უკვე არარეალურად მოჩვენებულ მოვლენაზე მზიანი დღეები რომ ჰქვია.



Sunday, March 10, 2013

კვირა დილას ამბობენ

კვირა დილით ყავასთან ერთად "sex and the city"-ის ძველი სერიების ყურებაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს : )
ამბობენ გერმანიაში ოფიციალურად გაზაფხული 20 მარტიდან იწყებაო
წინ დიდი გეგმები გვაქვს!

ბერლინის აკვარიუმი ძალიან ლამაზია
შეიყვარეთ საკუთარი თავი

ამბობენ ოპტიმისტები სიმღერას უსმენენ, პესიმისტები კი სიმღერის ტექსტს-ო.

მე კიდევ ვფიქრობ, რომ მზიან ამინდში სადარბაზოსთან ჩრდილში დგომა და ქუჩის ხმაურის მოსმენა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია.
გერმანიაში გაზაფხული დგება

Monday, February 25, 2013

თოვლიანი რკინიგზა და გაუქმებული მატარებლები

ვორქშოპი დაიდო დარმშტადტში...
გადავწყვიტე წასვლა
ვერცერთი ჩემი ჯგუფელი ვერ ავიყოლიე
ვერ ვიპოვე ჰოსტელი
დავრეგისტრირდი ქაუჩსერფინგზე
მოვძებნე მასპინძელი - უპრობლემოდ შემომთავაზა ღამის გასათევი
ჩემი პირველი ქაუჩსერფინგი
ვიყიდე მატარებლის ბილეთები - ვაიმარი-აიზენაჰი-ფრანკფურტი-დარმშტადტი და უკან
Cant't wait...
ხუთშაბათი, ოთხის ნახევარი - რეგიონალბანი - აიზენაჰისკენ


ცივა, თოვს, ერთი საათი ლოდინის დრო, უახლოესი ქუჩების შემოვლა
მახსენდება, რომ ჩემი რკინიგზის ფასდაკლების ბარათი სახლში დამრჩა და მოვრბივარ უკან ინფო-ცენტრისკენ - უბარათოდ მგზავრობა - სავარაუდო ჯარიმა თოთხმეტი ევრო - ონლაინ-ბილეთის და ტოსკას ძალა და გულკეთილი კონტროლიორები.
Frankfurt am Main - Hauptbahnhof
დარმშტადტი - ველოდები ტომასს, სახლში მელოდება ვახშამი და უცნაური მეზობლები, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, სამზარეულოში უზარმაზარი დაფა ფორმულებით სავსე, ექსტრემალურად ვეგეტარიანელი გოგო და შეცდომით რვაასი გრამი ზეთით გამომცხვარი ნამცხვარი.
დაძაბული გამოცდების პერიოდია, მიყვებიან როგორ იძინებენ ათ საათზე და იღვიძებენ ექვსზე, რომ შვიდ საათზე ბიბლიოთეკასთან იყვნენ და კარგი ადგილები დაიკავონ. ნავახშმევს ვსვამთ კოქტეილს და თერთმეტზე უკვე ყველას სძინავს.
ჩემი საწოლი პატარა ოთახშია, ხმაურიანი ქუჩის პირას და ლამპიონის ქვეშ. თითქმის შეუძლებელია დაძინება.
დილა, ძალიან ძლიერი ყავა და ტექნიკური უნივერსიტეტი
ვორქშოპის მონაწილეები - მედია-ხალხი - მინიმალური ასაკი 24 წელი, მაქსიმალური ალბათ 60
ექსპერიმენტები, საცდელი მოდელები, ინტერაქტიული ეკრანები და პროექციები
მონაწილეების წარდგენა, მოხსენებები, პრეზენტაციები, დიდი რაოდენობით გერმანული
შესვენება - ყავა და ორცხობილები
დავალება და სასაცილო მასალები, ორი საათი ჯდომა, საუბარი და ექსპრომტად შექმნილი მაკეტი
საერთო ვახშამი ლუდის სახლში, ჭამის შემდეგ უკეთეს ხასიათზე დამდგარი ხალხი, სიცილი და საღამოს გასეირნება სახლამდე.
ტომასის შეყვარებული პერუში მიდის რამდენიმე კვირით და უხასიათობაა სახლში.
ძილი და დილა
ყავა და ორცხობილები, შედეგების პრეზენტაცია, შემაჯამებელი სხდომა და დამშვიდობება
ბოლო თავისუფალი დროის ჰუნდერტვასერის სახლის ნახვაში გამოყენება, ცივი ბანჰოფი და უგემური ცხელი შოკოლადი
ფრანკფურტი ზიუდ, ცივი, თოვლიანი ქარი


აიზენაჰი - დაგვიანებული მატარებელი, გაუქმებული რეგიონალბანი და ერთი საათი ვაგზალზე ცდა
ხელთმოხვედრილი მატარებლით ერფურტამდე ჩაღწევა და კიდევ ლოდინი
ვაიმარში წვივებამდე თოვლი, სიცივე და ამ გაუთავებელი სიცივის სიძულვილი
სახლამდე მისვლა, რამდენიმე ჭიქა ცხელი ჩაი
ბოლომდე აწეული გათბობა
დომენიკო გამახსენდა, საიდანღაც სახლში დაბრუნებას რომ თამაშობდა...