Friday, April 30, 2010

აპრილის ბოლო დღე

პარასკევის საღამოა და ყველაზე ტკბილი კვირის დრო

და აი ახლა მივიღე შემოთავაზება კლუბში წასვლის


წავიდე - არ წავიდე?!

P.S. 02.05. მაინც წავედი :)



Tuesday, April 27, 2010

რომელი საათია


ღამის სამი საათია და საშინლად მეძინება
მინდა ახლა ვიწვე ჩათბუნებული და ვიძინო იქამდე, სანამ არ გამეღვიძება
ჩემით
და კიდევ 
ახლა ავდგები და დავიძინებ დილის 7 საათამდე
მინდა მოვასწრო საკონფერენციო თემა
დავიღალე

Friday, April 23, 2010

24

                                                  რამაგარიდღეიყო

Thursday, April 22, 2010

23 და აპრილი

23 აპრილის მოლოდინი
წინა 23 აპრილის მერე – 23 აპრილს ველოდები
23 აპრილი მიყვარს
ერთ-ერთი აწ უკვე ყველაზე გამორჩეული დღე წელიწადის – 23 აპრილი
რა კარგია რომ ქვეყნად არსებობს 23 აპრილი
და ეს 23 აპრილი ხვალაა
მე მიყვარს 23 აპრილი
და მე ველოდები 23 აპრილს უკვე ერთი წელია 


P.S.

:D :D რა შუაშია ისე, მაგრამ სასაცილოა – რამდენიმე დღის წინ მერიის წარმომადგენელი იყო ჩვენთან მოსული და შეგვპირდა ამიერიდან წყლის გრაფიკი აღარ იქნებაო, და ეს რამდენიმე დღე თითქმის საერთოდ აღარ მოდის წყალი ჩვენთან – დასკვნა – მერია თავის სიტყვას კეთილსინდისიერად ასრულებს : ) 


არა, ეს არაა პოლიტიკური კრიტიკა, უბრალოდ სულ მეცინება ჩვენს  წყლის ახალ გრაფიკზე. 

P.S. ვინმემ ერთი ყლუპი წყალი მიწყალობოს :)



Saturday, April 10, 2010

Sunday, April 4, 2010

ორიოდე სიტყვა ჩემს დღესასწაულზე

ჩემი დღესასწაული აღდგომაა, ყოველ მხრივ
ყველაზე უანგარო დღესასწაულია, როცა არც საჩუქრებს ველი და არც სურპრიზებს, წინასწარ მიხარია, და ერთადერთი დღესასწაულია, რომელსაც ვნატრობ რომ ისევ ისეთი იყოს როგორც წინა წლებში


ჩემთვის ნამდვილად აღდგომაა, ჩემი წელიწადი აღდგომიდან იწყება, პირველი სამი თვე ახალი წლის ჩემთვის მკვდარი სეზონია
ყველაზე მეტად მიყვარს ის, რომ ყველა ცოცხალი ნათესავი (შეძლებისდაგვარად:( ) ვიკრიბებით მკვდარი ნათესავების საფლავზე და ყველანი ერთად ვართ და ვგრძნობ ჩემს სისხლს სხვების სხეულებშიც, ვდგავართ ყველა საკუთარ მიწაზე, წინაპრების საფლავებზე და ეს მე ძლიერს მხდის


ყველაზე მეტად მიყვარს პასკა და წითელი კვერცხები - ოღონდ ხახვის ფურცელში შეღებილი - ნამდვილი სისხლისფერი


და წელს ვერ მივდივარ ჩემს საფლავებზე, ავად ვარ უკვე ოთხშაბათიდან, და აბსოლუტურად მარტო ვრჩები თბილისში


ქალაქის სასაფლაოებზე სული მეხუთება და მგონია მიწის ერთ მონაკვეთზე უამრავი მკვდარია ჩატენილი და განძრევის და სუნთქვის საშუალება არაა ზედ დაფარებული უუზარმაზარი ქვის ან გრანიტის ლოდით



მე მინდა სოფელში დამმარხონ, ან ტყეში, ან ჩემი ფერფლი მზიან მინდორში ნიავს გაატანონ - ოღონდ ჩემს საკუთარ მიწაზე და არა ქალაქის სასაფლაოზე


Friday, April 2, 2010

to Be or no to Be

 . . . . . . . . . . . . . . 

  . . . . . . . . . . . . .

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

 . . . . . . . . . . . . . . . . 

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

რა საყვარელი სიკვდილია :)