ჩემი დღესასწაული აღდგომაა, ყოველ მხრივ
ყველაზე უანგარო დღესასწაულია, როცა არც საჩუქრებს ველი და არც სურპრიზებს, წინასწარ მიხარია, და ერთადერთი დღესასწაულია, რომელსაც ვნატრობ რომ ისევ ისეთი იყოს როგორც წინა წლებში
ჩემთვის ნამდვილად აღდგომაა, ჩემი წელიწადი აღდგომიდან იწყება, პირველი სამი თვე ახალი წლის ჩემთვის მკვდარი სეზონია
ყველაზე მეტად მიყვარს ის, რომ ყველა ცოცხალი ნათესავი (შეძლებისდაგვარად:( ) ვიკრიბებით მკვდარი ნათესავების საფლავზე და ყველანი ერთად ვართ და ვგრძნობ ჩემს სისხლს სხვების სხეულებშიც, ვდგავართ ყველა საკუთარ მიწაზე, წინაპრების საფლავებზე და ეს მე ძლიერს მხდის
ყველაზე მეტად მიყვარს პასკა და წითელი კვერცხები - ოღონდ ხახვის ფურცელში შეღებილი - ნამდვილი სისხლისფერი
და წელს ვერ მივდივარ ჩემს საფლავებზე, ავად ვარ უკვე ოთხშაბათიდან, და აბსოლუტურად მარტო ვრჩები თბილისში
ქალაქის სასაფლაოებზე სული მეხუთება და მგონია მიწის ერთ მონაკვეთზე უამრავი მკვდარია ჩატენილი და განძრევის და სუნთქვის საშუალება არაა ზედ დაფარებული უუზარმაზარი ქვის ან გრანიტის ლოდით

მე მინდა სოფელში დამმარხონ, ან ტყეში, ან ჩემი ფერფლი მზიან მინდორში ნიავს გაატანონ - ოღონდ ჩემს საკუთარ მიწაზე და არა ქალაქის სასაფლაოზე
3 comments:
Mar, cudia rom ver waxvedi :( magram ertxel esec xo unda gamoscado :)
Qriste agsdga! :*
ჭეშმარიტად აღსდგა :) natalia
ahaa cxovrebaSi yvelaferi unda naxo :D:D :P
მარ,რა მაგარი პოსტია :) ზუსტად ასეთია ჩემი აღდგომაც :)ახალ წელსაც აღდგომიდან ვითვლი
Post a Comment