Sunday, December 20, 2009

არ შევეპუოთ ზამთრის მოღუშულ დღეებს :)


მოკლედ ჩემი ცხოვრება გრძელდება და თანაც საინტერესოდ. ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ რაღაც სავსე ვარ ენერგიით, დადებითი ემოციებით და მინდა საქმის კეთებე და თან ვაკეთებ კიდეც.

როგორ მიკვირს, როგორც წესი ზამთარში არაფრის ხალისი არ მაქვს, თუმცა მთელი იანვარი, თებერვალი და მარტი წინაა და თანაც არდადეგებიც, მაგრამ მაინც ოპტიმიზმით ვარ სავსე.

ასე რომ ვისაც უნდა შემომიერთდეს და ერთად ვიყოთ კარგ ხასიათზე :)

ისე ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ჩემს შუალედურ ჩათვლებს მოვრჩი და თანაც საკმაოდ კარგად და რაღაც თავისუფლების შეგრძნება მაქვს

ამაზე ჩემი ძველი ჩანაწერი გამახსენდა, რომელიც ზაფხულის გამოცდების მერე ჩავწერე: ""დღეს სწავლას მოვრჩი, სახლში მოვედი, თან პარასკევია და რაღაც მარშის მოსმენა მომინდა, ვუსმენდი ინეტში და უცებ მივხვდი რა ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი :) ისე მეძინება ""

ისე ყველაზე მეტად რაღაცის დამთავრება და ახლიდან დაწყება მიყვარს

ამიტომაც მიყვარს უფრო მეტად მოთხრობების კითხვა და არა დიდი რომანების :)


Sunday, December 13, 2009

მოსასწრები - Road to nowhere

ყველა ამბობს: " ისე არ მოვკვდები ეს რომ არ გავაკეთოო" ან რაიმე მსგავსი

მეც ბევრჯერ მითქვამს ეგრე და ახლა ვიხსენებ რამდენიმეს
მათ შორის რაც მახსენდება

1. მინდა ხიდიდან გადახტომა რეზინით, ოღონდ მარტო არა
2. ისე როგორ უნდა მოვკვდე, რომ ტოკიოში არ მოვხვდე და HYATT PARK HOTEL
იდან აი ეს ხედი არ დავინახო
3. ზაფხულში ხეტიალი nowhere
მიმართულებით

4. ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა
ვნახო ჩრდილოეთის ციალი
5. ისე როგორ უნდა მოვკვდე, რომ Renzo Piano Building Workshop სულ ცოტა არ მოვინახულო
6. მინდა საკუთარი სახლი, თუნდაც პატარა, თუნდაც ასეთი

7. და კიდევ მრავალი სხვა :)

Wednesday, December 9, 2009

გილოცავთ 8 დეკემბერს :)






გუშინ იყო დღე ჩემი დაბადებისა :) ძალიან საყვარელი დღე გამოვიდა და მგონი პირველად ვიყავი ჩემ დაბადების დღეზე კარგ ხასიათზე :)
ყველა ადამიანი ვინც იყო მოსული, ყველა მიხაროდა :)
მივიღე საჩუქრები, ზოგი ძალიან გამიხარდა, ზოგი ისე რა და ზოგი როგორიცაა სიტყვა “მაშასადამე” :D :D
გადავწყვიტე გამეკეთებინა რაიმე სხვანაირი საჭმელი, და ისევ თურქეთის გავლენით არჩევანი შეჩერდა KUMPIR ზე :)
და ასევე ერთერთი ძირითადი სასმელი იყო სანგრია

იყო მეგობრული და ხალისიანი გარემო და ცოტა მთვრალი :D ეს სანგრია ხომ ისე გათრობს,ვერც კი ხვდები :)
კიდევ პატარა კომენტარი ადრინდელ სადაბადებისდღეო პოსტზე, სადაც ერთ ადამიანზე მიწერია, ვისი დაპატიჟებაც მინდოდა: - „რაღა დროს ის ერთი ადამიანია :D„
და კიდევ გუშინ იმ იშვიათ დღეთაგანი იყო როცა ყველა მიყვარდა :)

ოკლედ ეს პოსტი მაინც უნდა დამეწერა რაღაც სახით და ფოტოებით გამოვტენე და მაინც პოსტია :)

აი ასეთი ვარ 21 წლის
და კიდევ გუშინ მომიძღვნეს ლექსი ჩამოტარებით, რომელსაც აქ უკვდავვყოფ :)

იისფერი მულფის დაბადების დღეა
კარის ყურთან დიდი და მორთული ხეა
რა კარგია დღეს ხომ მარის დაბადების დღეა
14 თებერვალს კი სიყვარულის დღეა
ფანჯარასთან დადგმული გაფურჩქნული ხეა
ცაზე თვალისმომჭრელი ლაპლაპა მზეა
და მარის გულში იასამნისფერი დღეა
მზე რა შუაშია და უკვე შუა ღამეა
თოვლის ბაბუა სნეგუროჩკების სუტინიორად გაიჩითაა
ჯიმი მარის დღეობაზე ყველა დათვრა სანგრიითა
მოემზადეთ, პოტატუნა მოაქვთ დიდი ლანგრითა
მაშ გაიღიმეთ ყველამ და არ დაიტვირთოთ დარდითა
მიყვარხართ ყველა, და მერე რა რომ რითმი არ აქვსო :)

აი ასე
kiss and love you all my friends :)

happy 21 mariam



Saturday, December 5, 2009

ზამთარი ჯერ ახლა დაიწყო, არადა


მინდა ზაფხული არა ივნისი ვლისი აგვისტო, არამედ ნამდვილი ზაფხული - მზე, სითბო, თავისუფლება, მუსიკა, მწვანე ბალახი, ლურჯი ცა, წყალი, ფოთლების შრიალი, ფეხშიშველა სიარული, ნიავი, გაშლილი თმები, სიცილი, სიცოცხლე,

Thursday, December 3, 2009

სტამბული - გზაში ჩაწერილი



წარმოიდგინე ფაქტი, მეგობრებთან ერთად ვზივარ ავტობუსში და სტამბულში მივდივარ ათი დღით. უნდა გავაკეთოთ პროექტი, თან უკვე ვიცი რომ მაგრად გავერთობით. მე ვზივარ ფანჯარასთან ღამეა, კიდევ თითქმის 18-20 საათი უნდა ვიმგზავროთ. მივდივართ სტაბილურად და ზღვის პირას. უკვე თურქეთში ვართ და მომწონს, თურქული წარწერები რა მშობლიურია თვალისთვის :) დღეს ვიჯექი ფანჯარასთან და ვაშლს ვჭამდი, ფეხები აკეცილი მქონდა და გარეთ ვიყურებოდი ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხედები იცვლებოდა ახლა შუქი უნდა ჩავაქრო და ფანჯრიდან დავათვალიერო გზად შემხვედრი ყველაფერი :) თავს კარგად ვგრძნობ

იქიდან წამოსვლისას

რა კარგია ავტობუსში, შემხვდა პირველი ადგილი, ძალიან მყუდრო გარემოა, ღრუბლიანი დღეა, თან ჩემი საყვარელი დღის პერიოდი, რომ ღამდება და სულ ახალი ანთებულია
სინათლეები ქალაქში. გარეთ ცივა და შიგნით სითბოა,
ვზივარ პირველ სკამზე ცხელი
ყავით ხელში და ვიყურები წინ დიდ ფანჯარაში.
მერე უკან გადავედი და მე და ელემ
ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ :P

და ბოლოს

ახალდაბრუნებული სტამბულიდან.
28 საათიანი მგზავრობის შემდეგ თბილისში ვარ. გუშინ მთელი ღამე ისე მეძინა, დღეს ორი საათისთვის ძლივს გავიღვიძე. თბილ საბანში. ბოლო დღეებში ისე წვიმდა, შეიძლება ითქვას
ოთხშაბათს აქეთ არ გავმშრალვარ და გავცივდი შესაბამისად. შაბათს, რომ არა სულთანაჰმედის ცელოფანები ფეხებზე, ფილტვების ანთებასაც ავიკიდებდი ალბათ. რა ტკბილად გაგვახსენდება სტამბულის ქუჩებში ფეხზე პარკებჩაცმულები რომ დავრბოდით წვიმაში და ქოლგები იმდენად დაგლეჯილი გვქონდა, რომ დროშებივითღა გვეჭირა და ყველა მხრიდან
ვსველდებოდით :D

სტამბულზე მახსენდება ზღვა, TAXIM და ჩაი :)

I love ISTANBUL days