Saturday, February 26, 2011

თეორიულად ორ დღეში გაზაფხულია

თუ ახლა ხარ თბილისში და გაიხედავ ფანჯრიდან, დაინახავ თოვლს, აუცილებლად! თანაც მშვენიერს
რა თქმა უნდა გული გარეთ გაგიწევს და დაიწყებ იმ ადამიანების ძებნას, ვისაც არ დაეზარება და გამოგყვება თოვლში სახეტიალოდ
ძირითად შემთხვევაში ყველას დაეზარება, მერე გადაწყვეტ მარტო ჩასვლას და გასეირნებას
და უცებ მამა გეტყვის, რომ ჰო კაი წამოგყვებიო :)
ჩავიცმევთ რაც ხელში მოგვხვდება იმ თბილ ტანსაცმელს, მე ვათხოვებ ჩემს ქუდს და ჩავალთ ეზოში
თოვლი სველია და უცებ ჭყაპდება, სამაგიეროდ კარგი გუნდები კეთდება, ანგელოზების გაკეთება ჭირს, არასაკმარისად დევს
ჩვენც უბრალოდ აუყევ-ჩავუყევით ქუჩას, გადავუღეთ ნაძვებს სურათები, ვუყურეთ როგორ სრიალებდნენ მანქანები, მერე უფრო წყნარ ქუჩაზე შევუხვიეთ და ვაღრაჭუნეთ და ვაღრაჭუნეთ თოვლი
თოვლის ღრაჭუნის ხმა ერთერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ხმაა ამქვეყნად, ყველაფერი ძალიან თეთრი და ნათელია, ძალიან მომინდა ბაკურიანში წასვლა, აი ახლა იქაური პურის სუნიც კი ვიგრძენი
გინდა რომ იარო და იარო მყუდრო თოვლში, ხელთათმანიანი ხელებით ჯიბეებში და სახეზე შემდნარი ათასობით პაწაწინა ფიფქით

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის...

Thursday, February 17, 2011

my blog with Soundtrack

ჩემს ბლოგს დღეიდან საუნდტრეკი ექნება :)
პირადად ვუძღვნი ამ პოსტს 


ესაა ამ სიმღერისთვის ჩემი ყველაზე შესაფერისი ფოტო

 with your feet in the air and your head on the ground
.

Tuesday, February 15, 2011

ყველა სკოლა ერთნაირია :)

ემინემის განწყობაზე ვარ :)
მახსენდება ჩემი სკოლელი ბიჭები რომ რეპავდნენ :)
ექსკურსიაზე
სკოლაში ვუსმენდით ემინემს, Backstreet boys, spice girls, ვუყურებდით ტიტანიკს და გვიყვარდა ლეონარდო დიკაპრიო - მე განსაკუთრებით მიყვარდა BSB და ლეონარდო, ვრეკავდით და ვგზავნიდით მესიჯებს რადიოში, ვყიდულობდით ჟურნალებს "ვარსკვლავები" :) დავდიოდით საკონდიტროში, ვავსებდით მეგობრობის დღიურებს, ბიჭები თამაშობდნენ ფეხბურთს, გოგოები ვგულშემატკივრობდით, წინა მერხებზე ვბეჯითობდით, უკანებზე ვხმაურობდით, ვიწერდით საშინაო დავალებებს ერთმანეთისგან, ვიღებდით ყველანაირ ნიშნებს, ვიზეპირებდით მსოფლიო პოლიტიკურ რუკას :) ვაცდენდით, ვჩხუბობდით, ვმღეროდით, ვტიროდით, ვთავხედობდით, ვიგონებდით გადასულ კლასელებს, ვივიწყებდით
ახლა ძალიან მომენატრნენ ჩემი კლასელები, ძალიან მაინტერესებს ვინ როგორი გახდა და როგორაა, ზოგადად და გადმოცემით ვიცი რაღაცეები, ზოგს ახლაც ვხვდები

დღეს ჩემი საყვარელი კლასელი მეგობრის დაბადების დღეა
სოფი - ძალიან მიყვარხარ და გილოცავ დაბადების დღეს, ძალიან თბილი და ტკბილი ადგილი გიჭირავს ჩემს ცხოვრებაში

აქ კი რამდენიმე სიმღერა გარდასულ დღეთა მოსაგონრად :)







Monday, February 7, 2011

- 450

დღეს სიცოცხლეში პირველად ჩავაბარე სისხლი 


ერთი პაწაწინა გოგონასთვის, 4 წლისაა და პაწაწინა გულის ოპერაციას უკეთებენ, ჩვენი შორეული ნათესავია, ტყვიავში ცხოვრობს,
რა თქმა უნდა დაუნანებლად და ხალისითაც კი წავედი კლინიკაში და ახლა ჩემს ძარღვებში 450 გრამით ნაკლები სისხლი ჩქეფს, ვჭამ შოკოლადს და ვსვამ რაც შეიძლება ბევრ სითხეს - რა უცნაურია, სისხლის აღების მერე კოკა-კოლა დამალევინეს, სითხეა და კოფეინს შეიცავსო :D მერე ხელზე რაღაც გადამახვიეს, ოთხი საათის განმავლობაში არ მოიხსნაო და ეს ოთხი საათი ხელს ვერ ვკეცავდი, მაგრამ რაც 127 საათს ვუყურე, იმის მერე ეგეთ სისულეებს აინუნში არ ვაგდებ და ყოველდღე მიხარია, რომ ხელები მაქვს და ყველაფრის გაკეთება შემიძლია რასაც მოვისურვებ :)

 როცა ოპერაციის გაკეთება გადაწყდა და სისხლი გახდა საჭირო, უბანში რამდენიმე დღე კაცებმა საერთოდ დაანებეს დალევას თავი, რომ სისხლში ალკოჰოლი არ ყოფილიყო და საჭიროების შემთხვევაში გაეღოთ.

რატომღაც ამ მუსიკის ფონზე დავწერე ეს პოსტი

ყველა ოცნებას თავისი ვარგისიანობის ვადა აქვს

Friday, February 4, 2011

სოკოს გარეშე და ამაყი :P

ეს კომპიუტერი იტვეტში გვიკიდია :)
დღეს პარასკევია - თებერვლის პირველი და სწავლის ბოლო :) მშვენიერი ამინდით და განწყობით
დიეტაზე ვარ - მეექვსე დღე მიიწურა უკვე, კიდევ სამი დღე დამრჩა - და დღეს ვიყავი რესტორანში იტვეტელებთან ერთად, წინ მელაგა ძალიან ლამაზი(!) საჭმელი, და სულ წინ კეცზე შემწვარი სოკო - და მე არ შევჭამე, წარმოგიდგენიათ - ნებისყოფა მქონია :D:D:D ჩემ ყველაზე საყვარელ სოკოსაც კი არ გავუსინჯე გემო.
ჩემი თავით ვამაყობ :)
ხვალ კიდევ დიადი გეგმები ისახება, და ზეგაც ასევე :)
რა კარგია :) :D