Saturday, February 26, 2011

თეორიულად ორ დღეში გაზაფხულია

თუ ახლა ხარ თბილისში და გაიხედავ ფანჯრიდან, დაინახავ თოვლს, აუცილებლად! თანაც მშვენიერს
რა თქმა უნდა გული გარეთ გაგიწევს და დაიწყებ იმ ადამიანების ძებნას, ვისაც არ დაეზარება და გამოგყვება თოვლში სახეტიალოდ
ძირითად შემთხვევაში ყველას დაეზარება, მერე გადაწყვეტ მარტო ჩასვლას და გასეირნებას
და უცებ მამა გეტყვის, რომ ჰო კაი წამოგყვებიო :)
ჩავიცმევთ რაც ხელში მოგვხვდება იმ თბილ ტანსაცმელს, მე ვათხოვებ ჩემს ქუდს და ჩავალთ ეზოში
თოვლი სველია და უცებ ჭყაპდება, სამაგიეროდ კარგი გუნდები კეთდება, ანგელოზების გაკეთება ჭირს, არასაკმარისად დევს
ჩვენც უბრალოდ აუყევ-ჩავუყევით ქუჩას, გადავუღეთ ნაძვებს სურათები, ვუყურეთ როგორ სრიალებდნენ მანქანები, მერე უფრო წყნარ ქუჩაზე შევუხვიეთ და ვაღრაჭუნეთ და ვაღრაჭუნეთ თოვლი
თოვლის ღრაჭუნის ხმა ერთერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ხმაა ამქვეყნად, ყველაფერი ძალიან თეთრი და ნათელია, ძალიან მომინდა ბაკურიანში წასვლა, აი ახლა იქაური პურის სუნიც კი ვიგრძენი
გინდა რომ იარო და იარო მყუდრო თოვლში, ხელთათმანიანი ხელებით ჯიბეებში და სახეზე შემდნარი ათასობით პაწაწინა ფიფქით

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის...

1 comment:

Mallorie said...

კარგი პოსტია ძალიან.. ^^