Tuesday, February 15, 2011

ყველა სკოლა ერთნაირია :)

ემინემის განწყობაზე ვარ :)
მახსენდება ჩემი სკოლელი ბიჭები რომ რეპავდნენ :)
ექსკურსიაზე
სკოლაში ვუსმენდით ემინემს, Backstreet boys, spice girls, ვუყურებდით ტიტანიკს და გვიყვარდა ლეონარდო დიკაპრიო - მე განსაკუთრებით მიყვარდა BSB და ლეონარდო, ვრეკავდით და ვგზავნიდით მესიჯებს რადიოში, ვყიდულობდით ჟურნალებს "ვარსკვლავები" :) დავდიოდით საკონდიტროში, ვავსებდით მეგობრობის დღიურებს, ბიჭები თამაშობდნენ ფეხბურთს, გოგოები ვგულშემატკივრობდით, წინა მერხებზე ვბეჯითობდით, უკანებზე ვხმაურობდით, ვიწერდით საშინაო დავალებებს ერთმანეთისგან, ვიღებდით ყველანაირ ნიშნებს, ვიზეპირებდით მსოფლიო პოლიტიკურ რუკას :) ვაცდენდით, ვჩხუბობდით, ვმღეროდით, ვტიროდით, ვთავხედობდით, ვიგონებდით გადასულ კლასელებს, ვივიწყებდით
ახლა ძალიან მომენატრნენ ჩემი კლასელები, ძალიან მაინტერესებს ვინ როგორი გახდა და როგორაა, ზოგადად და გადმოცემით ვიცი რაღაცეები, ზოგს ახლაც ვხვდები

დღეს ჩემი საყვარელი კლასელი მეგობრის დაბადების დღეა
სოფი - ძალიან მიყვარხარ და გილოცავ დაბადების დღეს, ძალიან თბილი და ტკბილი ადგილი გიჭირავს ჩემს ცხოვრებაში

აქ კი რამდენიმე სიმღერა გარდასულ დღეთა მოსაგონრად :)







4 comments:

ეკა ხ. said...

ჰეჰ, ბავშვობამ გამირბინა თვალწინ ... ოღონდ ბიჭებთან ერთად მეც ვთამაშობდი ფეხბურთს და მახსოვს გოლი რო გავიტანე ერთხელ, როგორ გამიხარდა :)) ორდროშობანას ვთამაშობდით ხოლმე კიდე ....
ჩემი კლასელები ყველა (თითქმის) face-ზე მყავს და ასე თუ ისე ვიცი რა ხდება მათ თავს :)
ჩემი ბავშვობის უბანი და უბნელები მენატრება უზომოდ <3

Peace

Lenz said...

კლასელები არა, მაგრამ ანსამბლელები - ეს რა მაგარი სიტყვაა - მართლა უზომოდ მენატრებიან.. და რეზინობანა!

Mallorie said...

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარებ, ალბათ მეც დავწერ ასეთ პოსტს.
ახლაც მენატრება ცუღლუტობები, შატალოები, მეგობრების დღიურები, us5-ის სტიკერების ყიდვა და შემდეგ რვეულების გავსება, ჟურნალი ოსკარი მენატრება, ფეხბურთის, კალათბურთისა და ხელბურთის თამაში.. კლასში ყველას ხელს რომ ვუწევდი, ყველაზე მაღალი რომ ვიყავი.. ახლა მენატრება ამდენი რამ და 3-4 წლის შემდეგ რა იქნება წარმომიდგენია..

mylpi said...

araa, maincdamainc agar mogenatreba, axali cxovreba daicyeba da zogjer tu shemogacveba nostalgia
nu ravici me egre var :)