დღეს სიცოცხლეში პირველად ჩავაბარე სისხლი
ერთი პაწაწინა გოგონასთვის, 4 წლისაა და პაწაწინა გულის ოპერაციას უკეთებენ, ჩვენი შორეული ნათესავია, ტყვიავში ცხოვრობს,
რა თქმა უნდა დაუნანებლად და ხალისითაც კი წავედი კლინიკაში და ახლა ჩემს ძარღვებში 450 გრამით ნაკლები სისხლი ჩქეფს, ვჭამ შოკოლადს და ვსვამ რაც შეიძლება ბევრ სითხეს - რა უცნაურია, სისხლის აღების მერე კოკა-კოლა დამალევინეს, სითხეა და კოფეინს შეიცავსო :D მერე ხელზე რაღაც გადამახვიეს, ოთხი საათის განმავლობაში არ მოიხსნაო და ეს ოთხი საათი ხელს ვერ ვკეცავდი, მაგრამ რაც 127 საათს ვუყურე, იმის მერე ეგეთ სისულეებს აინუნში არ ვაგდებ და ყოველდღე მიხარია, რომ ხელები მაქვს და ყველაფრის გაკეთება შემიძლია რასაც მოვისურვებ :)
როცა ოპერაციის გაკეთება გადაწყდა და სისხლი გახდა საჭირო, უბანში რამდენიმე დღე კაცებმა საერთოდ დაანებეს დალევას თავი, რომ სისხლში ალკოჰოლი არ ყოფილიყო და საჭიროების შემთხვევაში გაეღოთ.
რატომღაც ამ მუსიკის ფონზე დავწერე ეს პოსტი
ყველა ოცნებას თავისი ვარგისიანობის ვადა აქვს

1 comment:
:( ბოლო აბზაცზე ძალიან ამიჩუყდა გული
პირველზეც და საერთოდაც, მეც სიამოვნებით ჩავაბარებდი სისხლს
Post a Comment