Sunday, May 26, 2013

წვიმს, თოვს, ქარია ამისდედავატირე!

თეორიულად კვირა დღეა
ფაქტიურად კვირა ბინდბუნდი
მთელი დღე წვიმს, ბნელა და ქარია
ისეთი დღეა, ყველაზე მეტად სიტყვა "ჩათბუნებული" რომ უხდება
გერმანიაში ცივა
ვაიმარში ამ წუთს 9 გრადუსია გარეთ

ოთახს ვალაგებ!
იმიტომ, რომ ეს უკვე მეტისმეტია, მაგიდაზე მაუსის ადგილიღაა დარჩენილი და დივანზე საერთოდ აღარ დაიჯდომება.
ასე ვთქვათ - "სიგარეტის ფული არა აქვს კაცს, რომ ბრიტვა იყიდოს და წვერი გაიპარსოს" რ105.
ჩემი მუშაობის პროცესი იწყება ოთახის დალაგებით
ჩემი კვირა სამშაბათით
ზოგადად არ მიყვარს უქმეები
ფაქტია რეფრეში მჭირდება, მაგრამ ესეთ ამინდში სუნთქვაც რომ გეზარება და მთქნარების მეტი არაფერის ძალა და ხალისი არ გაქვს
ისეთი ამინდია, საერთოდ არანაირ ხასიათზე რომ არ ხარ

ჩვენს ქუჩაზეც მოვა კოკა-კოლა
აბა გაზაფხული აქ მომსვლელი აღარაა
ეს სიმღერა რატომაა იცით კარგი, იმიტომ რომ ადვილი სიმღერაა და უამრავი მოგონებებია შიგ, მთელი ზაფხულის რაღაცნაირი ოცნებანარევი ღამეების, კოცონის პირას ნამღერების ყველა ერთად რომ მღერის, თბილი, მეგობრული ღიმილების, მერე უკვე მარტო რომ უსმენ და ოდნავ მელანქოლიურ განწყობაზე რომ გაყენებს თავისი მოგონებებით, მარტივი მელოდიით და მიშათი : )

სინამდვილეში კი კარამელის საუნდტრეკებს ვუსმენ და უძრაობაში ვარ ჩაძირული

Tuesday, May 21, 2013

მიყრილი დრაფტები და ლექციაზე დაწერილი პოსტი

როცა ახალი პოსტის წერისას ბლოგის დრაფტებში აღმოაჩენ, რომ უკვე სამი პოსტი გაქვს დაწყებული, ერთ წინადადებაზე შორს არ ხარ წასული და ეს მეოთხეც ეს-ესაა მიაგდე. როცა აღმოაჩენ, რომ ერთ თვეზე მეტია ახალი პოსტი არ დაგიწერია.
როცა მოგვიანებით აღმოაჩენ, რომ ათჯერ მაინც შემოდიხარ ამ დრაფტებში და პოსტის დაწერას ცდილობ.
  ჰოდა აი ახლა, როცა ეს-ესაა პრეზენტაცია წარვადგინე და ლექციის დარჩენილი ნაწილი შემიძლია მშვიდად ვიჯდე და თვალი ვადევნო სხვების პრეზენტაციებს, გადავწყიტე რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს პოსტი უნდა დავამთავრო-თქო. რადაც არ უნდა დამიჯდეს მძიმედ ნათქვამია, სინამდვილეში მხოლოდ უნდა ვეცადო ძალიან ხმამაღლა არ ვბეჭდო და დროდადრო პრეზენტაციებს გავხედო.

ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული
  საბედნიეროდ დილით ჭამა მოვასწარი, ასე რომ პირველის ნახევრამდე გაძლება ჩემს შესაძლებლობებს ექვემდებარება.

 ამ ბოლო დროს მუშაობის დროს ამო-ჩემებული მუსიკა