Friday, June 25, 2010

Friday evenings


ახლა დავწერ პარასკევის საღამოებზე, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს
პარასკევი ჩემთან ასოცირდება ჩალისფერ, ჩამავალი მზის თბილ ფერებთან
სიმშვიდესთან და თავისუფლებასთან და ეს არის ერთადერთი საღამო მთელი კვირის განმავლობაში, როცა სინდისი არ მქენჯნის გასაკეთებელი სამუშაოს გამო - ეს უკვე ჩვევაა პირველი კლასიდან მოყოლებული :)   
აბსოლუტურად თავისუფლად შემიძლია ვაკეთო რაც მომესურვება, წავიდე სადაც მომესურვება და დავიძინო მაშინ როცა მომესურვება, ან საერთოდ არ დავიძინო   
მიყვარს გვიან ღამით უბრალოდ მუსიკის მოსმენა
ზაფხულში აივნიდან მძინარე ქალაქის თვალიერება
მიყვარს ღამე უბრალოდ არდაძინება და ოთახებში ხეტიალი სიმღერით  
მიყვარს გათენებამდე წიგნის კითხვა და ფილმების ყურება
და ეს ყველაფერი შემიძლია ვაკეთო პარასკევის საღამოს, როცა სინდისს და ვალდებულებებს სძინავთ
და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ზაფხულის პარასკევის საღამოები მიყვარს :)

და ბოლოს ეს სიმღერა, უბრალოდ სათაურის შესაბამისად :)

 



1 comment:

Anonymous said...

მეც სკოლის პერიოდიდან მაქვს პარასკევის სიყვარული გამოყოლილი :) მთელი კვირა იყო პარასკევის ლოდინი.

მარ,ტეგთამაშში დაგთაგე,დაწერე 5 რამ,რაც ყველაზე მეტად გიყვარს :)