მე ძალიან მიყვარს ანიმეები, საერთოდ იაპონური აზროვნება და სივრცეები ჩემთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ ანიმეს სულ სხვა განწყობა აქვს.
სულ პირველი ანიმე, რომელმაც შეიძლება ითქვას მომაჯადოვა, - "Spirited away"ა
თავიდან აღვიქვი, როგორც უცნაურ გრაფიკული მულტფილმი, რომელიც ძალიან დაუჯერებელ-ზღაპრული იყო და თან კეთილი, თან ძალიან რეალური, და ძალიან უჩვეულო, თან ძალიან შეგრძნობადი
საერთოდ მიყვარს გიბლის ანიმეები, განსაკუთრებით - Spirited away, Howl's Moving Castle, Princess Mononoke, Nausicaä of the Valley of the Wind 
და კიდევ "ციცინათელების სამარხი" რომელზეც პირველ ფრაზაზე ვიტირე, რომ დამთავრდა და მეორედ ყურება რომ დავიწყე მაშინ :), და კიდევ
"Death Note" რომელიც L ის სიკვდილის მერე ვეღარ გავაგრძელე, და დღეს უცებ ეს ყველაფერი მომენატრა საშინლად
და ბოლოს რამაგარია როცა გიყვარს ანიმე :)
1 comment:
აი, ეს ის სფეროა, სადაც ჩვენი აზრები არასდროს დაემთხვევა. ყველა ანიმე ემოციებისგან დაცლილი მეჩვენება, არაბუნებრივი მიმიკებით, ტექნიკურად გაუმართავი და არაჩემეული. მე პაპსავიკი ვარ, "Wall-E", "Toy story"-ების ფანი. ჰოლივუდ ფორევერ! :D ჰო, ვიცი, რომ 3d ანიმაციები პრეტ-ა-პორტეს დონეზე გადის, ანიმე კი მაღალი მოდაა, მაგრამ მაინც :)
Post a Comment