Wednesday, June 16, 2010

ჩემი ძველი სკოლა

  ძველი სკოლის ეზოში ვარ, ძალიან დიდი ხნის მერე, თითქმის 7  წელი აქ აღარ ვყოფილვარ. ჩემი ძველი სახლიდან, სადაც ახლა დეიდაჩემი ცხოვრობს, მოჩანდა ეს სკოლა, რომელიც ყოველთვის ძალიან სასიამოვნოდ მახსენდებოდა, ყველაზე საინტერესო ბავშვობის დრო მანდ მაქვს გატარებული. 

და აი ახლა ვზივარ მის ეზოში და ლეპ ტოპში ამას ვწერ. კაშკაშა მზეა, ძველებურად, ცოტა გადახრუკულია ბალახი და ქვები. სტადიონი ახალია დაგებული, შენობას ახალი ფლიგელები აქვს წინ მიშენებული, ცოტათო შეცვლილია, შერემონტებული და შეღებილი, მაგრამ მაინ ისაა, ის ძველი სკოლა.   გარშემო შემოვუარე, ძველი ხეები ისევ დგას, ადრე შტაბებს ვიკეთებდით ბავშვები, ბუჩქები, მესერიც კი ზოგგან ძველია დატოვებული, ხედი ხომ რა თქმა უნდა იგივეა, უკან ის მოღლეტილი კლდე ისევაა, ადრე მანდ გველები და მორიელები იყვნანე, ალბათ ახლაც არიან, ისევ აქვს პატარა ხვრელები. ჰაერი ისევ ისეთია, ცხელი და თან გრილი ნიავით. თვითონ შენობა შიგნიდან სულ სხვანაირია, მინდა ავიდე და ძველი კლასები ვნახო, თუმცა არამგონია ნება დამრთონ. (დამრთეს (ძველმა დაცვამ))  

 რატომ ვარ აქ? საქართველოს ჩემპიონატია რა?სად?როდის? და ჩემი მეგობრები თამაშობენ (ვიტამინი და არა მარტო). თან მაგიტომ, თან ძალიან, ძალიან მაინტერესებდა როგორ შეიცვალა აქაურობა :) 
 არაა - ვაღიარებ, ეს ერთერთი ყველაზე საყვარელი ადგილია ბავშვობაში რაც მახსოვს :) 

 კარგი შევედი შიგნით ვნახოთ აბა რა ხდება თამაშზე :) 
ჩაწერილია კვირას, 13 ივნისს, ძველი სკოლის ეზოში

 FIFA 2010 World CUP 

და ესეც მუსიკა, რომელიც ამ თემასთან არაფერ კავშირშია, მაგრამ ეს ბოლო დღეებია ვუსმენ :) 


1 comment:

Anonymous said...

როგორც ჩანს,პოსტის წერა მაშინ დაამთავრე,როცა მე მოვედი :))

მარ,მესმის შენი,ჩემი სკოლის სიახლოვეს მე პირადად სულ რაღაც სენტიმენტალური გულაჩუყებულობები მეწყება :))))