
მოკლედ ვერაფრით ვერ დავიწყე პროექტის ხაზვა და გადავწყვიტე პატარა პოსტი დამეწერე (პრინციპში როგორც ყოველთვის :)), რომელიც მიეძღვნება ჩემს მუსიკალურ ამოჩემებებს :)
მაქვს დღეები, როცა მთელი 24 - 48 და ზოგჯერ 72 საათიც კი განუწყვეტლივ ერთიდაიგივე მუსიკას ვუსმენ - განსაკუთრებით ეს ისეთ დღეებს ეხება, როცა გადაბმულად ვხაზავ და ვერ ვხვდები, რომ მუსიკაა ჩართული
აი მაგალითად წინა გამოცდებზე მთელი სამი დღის განმავლობაში ვუსმენდი ამ ორ სიმღერას _breakfast_in_america black boys on mopeds
ასევე ძალიან დიდი ხანი მქონდა აჩემებული nouvelle vague
ჩემს საყვარელ The Killers ზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ეგ ჩემი ცხოვრების საუნდტრეკია :)
და ბოლოს

სიმღერა, რომელიც დღეს ავიჩემე და კიდევ დიდ ხანს გამყვება და რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩემი ამ სურათის საუნდტრეკიცაა :)
2 comments:
killers <3
ახლა ძალიან გოგოშკურ-დაქალოჩკური კომენტარი უნდა დაგიწეროოო: ვაიმეეე, ვგიჟდები შენს ამ სურათზეეე :-*
:-* :*******; ჩემე ლამაზიიიიიი :-****
მართლა ძალიან მომწონს! ;)
Post a Comment