
პროექტს ვხაზავთ გამწარებულები სადიპლომოს - ეს სამი დღე ელენესთან ვიყავი
ვხაზავდით ერთად მე, ელენე, მწვანე, ოკიჩა და დალი
ეს იყო დიდი რაოდენობით უძილო საათები, თვალისდაუხამხამებლობა, ctrl , დაღლილობისგან უაზრო სიცილი, განტვირთვისთვის ჩილიმი, დალის ძალიან გემრიელი და საინტერესო შემოქმედება, ბევრი ლაპარაკი, ძილის დროს AutoCAD ს ბრძანებების და მაუსის დაკლიკების ხმის დასიზმრება, ერთიდაიგივე მუსიკის ისევ და ისევ მოსმენა აღუქმელად, ბევრი კოფეინი, და ერთად მუშაობის სიამოვნება
ეს ამ დღეების ერთერთი საუნდტრეკი - Parov Stelar
ორშაბათს დიპლომს ვიცავთ - იმედია ყველაფერი კარგად იქნება


და როგორ დამავიწყდა - life is life
ეს სიმღერა მე, ელენეს, მწვანეს, აჩის, დალის და პიტერას გვეძღვნება :P :D გარდასულ პროექტთა მოსაგონრად :P
1 comment:
ეეე, ისე აღწერე, შემშურდა. არ მქონია ასეთი ერთობლივი ღამისთევანი არასდროს! შურ!შურ!
და კიდევ, ორშაბათს, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება! ;)
Post a Comment