როგორც წესი ნაცრისფერ დღეებში ზაფხულის განსაკუთრებულ ნოსტალგიას ვგრძნობ, ყოველდღე ვათვალიერებ მზიან სურათებს და მჭვანე ხეებს, მდინარეს და ზაფხულის თავგადასავლებს ვიხსენებ ჩემთვის ზაფხული ძირითადად რაჭასთან ასოცირდება
თუ ორი კვირით მაინც ვერ ჩავედი ზაფხულში რაჭაში - წელიწადის წყვეტას ვერ ვგრძნობ
ძალიან მიყვარს სიმწვანეში ჩაფლული ჩვენი აგურის ძველი სახლი
მიყვარს, როცა სახლში უამრავი ადამიანია და ყველა ოთახში ვიღაც ცხოვრობს და ხალისიანი ხმაური ისმის
დღეში რამდენჯერაც მოგინდება, შეგიძლია ჩაირბინო ვენახის ბილიკზე, პატარა მდელო გადაირბინო და მდინარეში ჩაყვინთო 
მე განსაკუთრებით დილით 10-11 საათისთვის მიყვარს ბანაობა, აი ძალიან ცივ, მსუსხავ წყალში, თავით ხტომა, მერე რა რომ ერთხელ კინაღამ ცხვირი გავიტეხე
და კიდევ ძალიან მიყვარს შაორი, მიუხედავად იმისა, რომ დიდ წყალში ბანაობა არ მიყვარს
როგორც წესი ძალიან კარგ დროს ვატარებთ
.jpg)
მიყვარს თევზაობაც, ტყეში ხეტიალი, და ძალიან მოშიებულზე ტყის პირას ჭამა
კიდევ კოცონში შემწვარი კარტოფილი
მდინარიდან ამოსული ცხელ ასფალტზე ფეხშიშველა სიარული
ველოსიპედით სეირნობა და ფრენბურთის თამაში
და კიდევ საღამოობით ჰამაკში ჯდომა და საუბარი
და ღამით ხის დიდ მორებზე წამოწოლა და ვარსკვლევების ცქერა
და აივანზე ძილი
და ბოლოს ჩვენი ერთი დღე შაორზე - ერთ-ერთი იმ დღეთაგანი, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის
4 comments:
რაჭაში არსდროს ვყოფილვარ მარა მომანდომე
:)
ჰეჰ
:)
აგვისტოში შაორზე ყოფნას არაფერი სჯობია :)
წელს ისე მინდა კარვებით წავიდეთ
მარიამ,რა მაგარი ზაფხული აღწერე,როგორ მომინდა :))
მიყვარს რაჭა ყველაფერზე მეტად <3 და რაჭის სიტუაციები მიყვარს და მენატრება... უფრო ბავშვობის სიტუაციები, იმიტომ რომ უფრო სავსე იყო კრიხი და ბებუკა იყო ცოცხალი <3
ეკა ვარ :)
Post a Comment