Tuesday, May 25, 2010

ჩემი მეგობარი საბა

რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს

ძალიან სასიამოვნო და საყვარელი ადამიანია და ძალიან ადვილია მასთან ურთიერთობა, ზოგჯერ ძალიან ჩემნაირია და კარგად ვუგებ. 

თან ხატავს და Photoshop  უყვარს :)
კიდევ ჰყავს ველოსიპედი და იტაცებს ექსტრემალური სიტუაციები 

კიდევ აქვს ბევრი გრაფიტის შაბლონი და მინდა ერთხელ გავიდეთ და თბილისის ზოგ უაზრო კედელზე დავხატოთ

კიდევ ღამით სასაფლაოზე გასვლასაც ვაპირებთ, არასდროს ვყოფილვარ
კიდევ ძალიან კარგია, როცა ნებისმიერ დროს შემიძლია მივწერო და უბრალოდ ველაპარაკო
ნუ, ერთადერთი რაზეც თვალს დავხუჭავ მუსიკაა – ჩვენი გემოვნება ერთმანეთისას არ ემთხვევა :) 

Real talk - Outlaws

და ბოლოს სურვილები – შენი ცხოვრების ბედნიერად გატარებას გისურვებ, კიდევ საყვარელი საქმისგან სასიამოვნო დაღლას, კიდევ ზოგადად სიყვარულს :) და კიდევ ყველაფერ საინტერესოს (მეც გამიყავი) :) 

და კიდევ რა გინდა კიდევ გისურვო და ჩავამატებ (გულით) :) 

და სულ ბოლოს - გილოცავ დაბადების დღეს

1 comment:

bfjg said...

დიდი დიდი მადლობა და დიდი სითბო მივიღე!
:)
ხოდა აი ასე. საინტერესოსაც გაგიყოფ და ყველაფერსაც გაგიყოფ აუცილებლაად. ხო წავიდეთ ჩვენი მეები გავახაროოოთ! ხელოვნება + ექსტრემი = მეეეეე და კიდე ვისაც უნდა ჩაეწეროს :)
ხეხ