
ახლა ფრანკფურტში მაინის გვერდით ხიდის ქვეშ ვზივარ და ორცხობილებით და pepsi ით ვსაუზმობ. 07:38 სთ. წვიმს. ხიდის ქვეშ არა. დაველოდები და სასტუმროსკენ წავალ რომ გადაიღებს. თითქმის მთელი ღამე გავათიე, აეროპორტში მეძინა სკამზე ერთი საათი დაახლოებით. ღამითაც ვიხეტიალე, ღამის მაინი უძალიანლამაზესია. ახლა ვზივარ და ჩემს წინ გერმანელები დარბიან. ოღონდ ვერ ვხვდები მდინარე საით მიედინება :). უფრო მოუმატა წვიმას, იმედია არ დავსველდები და არ გავცივდები. ასფალტზე ვზივარ, ცას და ცათამბრჯენებს ვუყურებ და ახლა ერთი ველოსიპედისტი რაღაცას შემეკითხა – ვერ გავიგე. ჰეჰ. ცა ნაცრისფერია და საერთოდაც კარგია. უბრალოდ საკუთარ თავს სურათებს ვერ ვუღებ :) მარტო თავი მოჩანს ან ფეხები. ჰეჰ. OK, bis bald
დიდ ქალაქებს წვიმა უხდებათ . . .
ეს ჩავწერე ორი აგვისტოს დილას ფრანკფურტში
10 საათისთვის Aachen ისკენ გავწიეთ მატარებლით Wochenendeticket ით :)
1 comment:
რა მაგარიაა, არ გინდა ახლაც იქ იყო და მეც გვერდით გეჯდე? :)))
Post a Comment