Friday, October 22, 2010

LOFT - Cameo - and my friends

მიყვარს დღევანდელი დღისნაირი დღეები - გრძელი, ბევრსიტუაციიანი, წარმატებული, მევრმეგობრიანი და ბევრუცებშეხვედრილ ნაცნობებიანი
იტვეტში კარგ ხასიათზე წავედი, იმიტომ რომ მეცვა წითელი მანტელი, რომელიც ენერგიით მავსებს და მახალისებს, იქ საოფისე პროგრამების ტესტი დავწერეთ და მაქსიმალური ქულა ავიღე. ექვსის ნახევრამდე ვიყავი და ბოლო გაკვეთილიდან ცოტა ადრე წამოვედი, რადგან უნდა დავსწრებოდი ლექციას "From Factory To Culture".
ყოველი წლის დაწყებისას, რაღაც ახალი თემა იჭრება დიდი რაოდენობით ჩემს ცხოვრებაში, ახლა ამ ადგილს LOFT იკავებს, და ვფიქრობ, რომ ვიპოვე ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა, ძალიან აქტუალური, პრობლემური და უყურადღებოდ დატოვებული საქართველოსთვის. მოხსენება ჩატარდა ყოფილ შოკოლადის ქარხანაში "მზიური" - ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის ქუჩაზე.
შენობის დანახვისთანავე რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, რაღაც არაჩვეულებრივის და საინტერესოს მოლოდინის. გაუქმებული და დაცლილი ქარხანა წესით დამთრგუნველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით, თავისდაუნებურად დაიწყო ტვინმა ფიქრი, რამაგარი სივრცეები იყო უაზროდ გაფლანგული და რამდენი საინტერესო სივრცის და სიტუაციის შექმნა შეიძლება ესეთ გამოცარიელებულ საწარმოში. უზარმაზარი ღია დარბაზები, ძველი, ცოტათი ჩამოშლილი კედლები, შენობის კარკასის ხაზგასმულობა - შემიყვარდა ძველი შენობები თავისი მიძინებული პოტენციალით და ვერსიულობით.
მოკლედ იქიდან დამუხტული წამოვედი, შემდეგი სავიზიტო ადგილი იყო გალერეა "კამეა" შარდენზე. წერეთლიდან რომელიღაც ავტობუსით წამოვედი, რომელიც მხოლოდ კინოს სახლამდე მოდიოდა რუსთაველზე და შესაბამისად მთელი პროსპექტის ფეხით ჩავლა მომიწია, თუმცა დღეს უდავოდ მშვენიერი ამინდი იყო და სასიამოვნოც კი იყო. გალერეაში ძალიან სასიამოვნო სიტუაცია დამხვდა, გარეთ მიშო, ვახო, ნიკა და სხვა მეგობრები იდგნენ და მათი ნახვა ძალიან გამიხარდა, ნამუშევრებიც დადებით აურას ასხივებდნენ, ყველაფერი მშვენიერი იყო. ცოტა ხანში გარეთ ვიტრინის რაფაზე ჩამოვსხედით და წითელ ღვინოს ვსვამდით და ვსაუბრობდით.
დაბოლოს წამოვედით, ჯერ ვახოსთან ასვლა დავაპირეთ და პოკერის თამაში (მერე რა, რომ არ ვიცი), მაგრამ საბოლოოდ გადაფიფიქრეთ და სახლში წამოვედი საბედნიეროდ მეტროთი, იმიტომ რომ იქ კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ნათესავი ვნახე და მართალია ცოტა ხნით, მაგრამ სწრაფად და ბევრი ვილაპარაკეთ.
დღეს თითქმის არაფერი მიჭამია, არავის დაბადების დღე არ იყო დღეს :) არადა ოქტომბერია და საკვირველია პირდაპირ :D :D

No comments: