ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით რატომ ვიყავი 19 ნოემბრის ღამეს ირაკლი ჩარკვიანის საფლავზე ასული, ალბათ იმიტომ, რომ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები ძალიან მიყვარს, რამდენიმე განსაკუთრებით; ან იმიტომ, რომ იქით მიმავალი მეგობრების იდეამ გამიტაცა მეც და გავყევი, ან იმიტომ, რომ სახლში წასვლა არ მინდოდა, რადგან ძალიან მიმზიდველი იყო იმ ღამეს თბილისი, ან იმიტომ, რომ ღამის სასაფლაო საშინლად საინტერესოდ მეჩვენებოდა, რადგან არასოდეს ვყოფილვარ იქ მზის ჩასვლის მერე. სავარაუდოდ ყველა ფაქტორმა ითამაშა თავისი როლი.იცით რამაგარი იყო?! დასაფლავება მომინდა. ისეთი სიმშვიდე და სიმყუდროვე იყო ზევით. ქალაქის სინათლე აღწევდა ჩვენამდე და რაღაც მონარინჯისფრო ბინდივით იწვა გარშემო. ჩვენ ვისხედით ირაკლის საფლავის გაშემო ქვებზე და ვსვამდით მარტინის და არაყს, ვუსმენდი როგორ კითხულობდნენ ლექსებს, მეც წავიკითხე ლექსი ჯიმ მორისონისადმი მიძღვნილი, ამეკვიატა სიმღერა - "ვიცი რომ", ჩემს გარშემო იყვნენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში ყველაზე შესაფერისები არიან. სასაფლაომ ლომკა დამიტოვა, ზაფხულობით უნდა ავიდე ხოლმე, ახლა ძალიან ცივა.
იქიდან ჩამოსულები რატომღაც ბროსეს ბაღში მოვხვდით - ამ საღამოს ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, იმ მომენტით ვერთობოდი, ვსვამდი არაყს, ვეწეოდი და ვიგინებოდი, მაგრამ გაასწორა.
აი ამ წუთასაც ფეხებზე მკიდია ყველაფერი, უბრალოდ საზიზღარ ხასიათზე ვარ
ეს იდიოტური მწვანე პოსტი
No comments:
Post a Comment