დავბრუნდი - თბილისი! თბილისი! თბილისი! ჩემი გულთბილი ქალაქი, ცოტა ზედმეტად თბილიც :) ზაფხულისთვის :) თბილისი ყველაზე მეტად თბილისია ზაფხულში, მიყვარს ქუჩაში და ეზოებში გავლისას ქვედა სართულის გაღებული ფანჯრებიდან გამომავალი ხმები და ჭურჭლის წკარუნი, ტელევიზორებს ხმა, მიყვარს მაცივრები, რომლებიც ვიცი, რომ ცივი წყლითაა გამოტენილი, მიყვარს ეზოს ონკანები, სადაც წელიწადის სხვა დროისგან განსხვავებით, მძღოლები სიამოვნებით რეცხავენ მანქანებს დამ მთელ ეზოს წუწავენ ასფალტიან-ადამიანებიანად :) მიყვარს აფრიალებული თმები და კაბები, და საღამოობით სასეირნოდ და მაღაზიაში გამოსული მოხუცები ძველებური საზაფხულო ტანსაცმლით :) ზაფხულში ყველა და ყველაფერი უფრო გულღია და გახსნილია და უფრო ადვილად იცინიან

მიყვარხარ თბილისო
ამ დღეების აღმოჩენა :) internetradio.ge indie :)
2 comments:
ინტერნეტრადიოს მეც ისტერიულად ვუსმენ აგერ უკვე 4 დღეა :)
მომენატრა თბილისი და მის ქუჩებში თავის "უპატრონოდ" გრძნობა. ჩამოვალ - მერე ქუთაისზე დამწყდება გული.
კრუგავაროტ ტიფლისი ი კუტაისი :)))
Post a Comment