Monday, May 9, 2011

მგლის საათები

  ბავშვობაში არაერთხელ გვიცდია ღამის გათევა მე, ჩემ დას და ჩემ ბიძაშვილებს, მაგრამ დილამდე ვერცერთხელ ვერ მივაღწიეთ, ზაფხულის ყველაზე მოკლე ღამეშიც კი :DD გიო ამბობდა, რომ მთავარია ძილის პირველი შემოტევა - დაახლოებით თრმეტიდან ორ საათამდე გადავლახოთ და მერე ადვილია-ო, ამ ყველაზე რთულ საათებს "მგლის საათები" შევარქვით რატომღაც. ყოველ ზაფხულს ვგეგმავდით ღამის გათევას, დაწოლის წინ ჩუმად ვსვამდით ყავას, ვწვებოდით ტანსაცმლიანები, ვყვებოდით საშიშ ისტორიებს, დაძაბულები და შეშინებულები ვუსმენდით გიოს და მაინც გვერეოდა ძილი :DD
  აი ახლა კი ვზივარ კომპიუტერთან, 3D ში რაღაცეებს ვაწყობ და ისე გადის ღამე ვერც კი ვხვდები, თან ჩემთან ერთად უამრავი მეგობარია ონლაინ და ერთი ღამის გათევა არანაირ სირთულეს აღარ წარმოადგენს - ფაქტია, რომ მოსაზრება - ბავშვობაში ყველაფერი მარტივია და რაც უფრო იზრდები, მით უფრო რთულდება ცხოვრება - ყოველთვის არ ამართლებს :DD

 
  მაგრამ ახლა როგორ მინდა დაძინება :)) 

1 comment:

maito said...

ღამე მეც ბევრჯერ გამითევია დეიდაშილებთან და დასთან ერთად. ჩვენ მაჭარს ვიპარავდით ხოლმე და საბოლოოდ 6 საათზე კარგად გამომთვრალები ვიძინებდით. სამაგიეროდ, ბებია გაგვიგებდა ხოლმე და 7 საათზე გვაღვიძებდა თუთის ასაკრეფად :) :) :) :)