ერთხელ ერთმა ჩვენმა მეგობარმა თქვა, რომ ცხოვრება როგორც წესი იყოფა შვიდწლიან ეტაპებად
თავიდან განსაკუთრებით, მერე თანდათან იდღაბნება - მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას
მე ნამდვილად ვიგრძენი ეს შვიდწლედები
პირველი შვიდი წელი ჩვეულებრივ ბუთხუზა ბავშვის ამპლუაში გავატარე, რომელიც ასაკთან შედარებით უფრო ჭკვიანი და თვითგანვითარებულია, უბრალოდ ვაკვირდებოდი ყველაფერს და ვინტერესდებოდი
7-8 წლისას პირველად გამიჩნდა მიზეზ-შედეგობრივი და ლოგიკური კითხვები, გამიჩნდა უკმარისობის გრძნობა უფროსების მიერ გაცებული პასუხების მიმართ, შემდეგ ეტაპამდე, ანუ 14 წლამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდა, პატარ-პატარა პროტესტები, ფულის შოვნის პირველი მცდელობები, ახალი სკოლა, თაყვანისმცემლები, უმნიშვნელო თავხედობები და წესების დარღვევები, თავისდაუნებური გაუცხოვება და გაციება ახლობლების მიმართ
14 წლიდან - დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, კოლეჯში გადასვლა, ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვების დაწყება, სერიოზულად ზრუნვა ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე და ნაწილობრივ შესრულება, ვირტუალურ სივრცეში ჩაფლობა, ქალაქის გაცნობა, ახალი ხალხი, ქუჩაში აღფრთოვანებული მზერის და გაცნობის მსურველი ბიჭების დადევნება, გამოცდები, პროფესია - როგორც ასეთი, საკუთარი თავის შესწვლა, ინტერესების განსაზღვრა, სიმარტოვე, მხიარულება, პროტესტის გამოხატვა გარეგნობის მეშვეობით, დაკისრებული, გაუცნობიერებელი და შესაბამისად შეუსრულებელი პასუხისმგებლობები, გავლენის ქვეშ მოქცევა, ურთიერთობებში ნამდვილი გულისტკენების შეგრძნება, გაუგებრობები, იმედი, დაკიდების შემოტანა ყოველდღიურობაში.
21 - სულ ახალი პერიოდი, ერთი წლის წინ დაწყებული, დროის შეგრძნება, პრიორიტეტების გამოყოფა, პასუხისმგებლობის შეგრძნება, ამ ყველაფერს დაემთხვა საზღვარგარეთ წასვლა, შეგრძნება, რომ ცხოვრება მხოლოდ მშვენიერი არაა, რომ ადამიანი მარტოა მიუხედავად ყველაფრისა და სხვა ჩემეული შეხედულებების ჩამოყალიბება, ჩემი პიროვნების შეგრძნება, მიმაჩნია, რომ ადამიანი სრულწლოვანი მხოლოდ 21 წლის შემდეგაა.
თვისებები, რაც ყოველთვის მქონდა, ადვილად გაღიმების უნარი :) საკუთარი თავის სიყვარული, ადვილად შემრიგებლობაა, ტყუილებისგან თავის არიდება და მათი მხოლოდ სახუმაროდ გამოყენება, მარტო სეირნობის სიყვარული
მოკლედ, მე ასე დავასათაურებდი ჩემს მიერ გავლილ შვიდწლედებს:
1 - დაკვირვება
2 - შეკითხვები
3 - დამოუკიდებლობა
4 - პიროვნება
კიდევ ბევრი მაქვს დასაწერი, ამ საღამოს აღარ
რა ლამაზი საღამოა, ლამპონებით განათებული მფრინავი ბუსუსებით ჰაერში, ორ საათზე მეტი ვისეირნე, საშინლად მჭირდება აიპოდი

No comments:
Post a Comment