ეს რამდენიმე დღე შემოქმედებითი პერიოდი მაქვს,
მინდა ვხატო და რაღაც პროექტები გავაკეთო - და თან ვხატავ კიდეც და კოლაჟებიც გავაკეთე,
პარასკევს ბოტანიკურში ვიყავით მე და ანუშკი ასულები, აკვარელიც წავიღე - შემოდგომის ეტიუდებს გავაკეთებ-თქო, მაგრამ ფოთლები უკვე გაცვენილი იყო უმეტესად და იმედი გამიცრუვდა.
შაბათს კონკურსი იყო თემაზე - "არმი(რებ)ა" - და გავაკეთე ნახატი ინსტალაცია და სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვე.
მერე საღამოს სვაიაკზე ვიყავი, ბალამ მთხოვა წაკითხვა, და სულ ბოლოს ნინოსთან ავედი, სადაც ქეთი ისევ აუდიო სისტემებში იყო შემძვრალი და მიკროფონის ჩართვას ცდილობდა. გვიანობამდე ვიყავით და სახლში წამოვედით, ვუყურეთ ახალ ქართულ დეტექტივს, რომელიც იმაზე გაცილებით კარგი ხარისხის აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.
კვირას დილით ადრე ავდექით და წავედით ვიდეოთვალის საყიდლად ნინოსთვის - სულ დაგვავიწყდა, რომ კვირა იყო და ერთადერთი ტექნიკის მაღაზია, რომელიც ღია დაგვხვდა BOOM იყო. ვიყიდეთ და საბედნიეროდ წარმატებულად - ახლა ნინოს უკვე skype ით ველაპარაკები.
ისეთი კარგი ამინდი იყო, ძალიან მომინდა აკვარელებით დახატვა, ავედი ჩვენი ძველი სკოლის ეზოში სადაც რა?სად?როდის? სუპერლიგის თამაშიც იყო და ცოტა ხნით, სანამ შემცივდა სკოლის უკანა ეზოში გავედი და ჩავხატე.
და კიდევ ეს უკვე შიგნით.
და დღეს უკვე დაისყო ვორკშოპი - "არტ-ქალაქი" გოეთეში.
Workshop is my lifestyle :)
პარასკევს ბოტანიკურში ვიყავით მე და ანუშკი ასულები, აკვარელიც წავიღე - შემოდგომის ეტიუდებს გავაკეთებ-თქო, მაგრამ ფოთლები უკვე გაცვენილი იყო უმეტესად და იმედი გამიცრუვდა.შაბათს კონკურსი იყო თემაზე - "არმი(რებ)ა" - და გავაკეთე ნახატი ინსტალაცია და სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვე.
მერე საღამოს სვაიაკზე ვიყავი, ბალამ მთხოვა წაკითხვა, და სულ ბოლოს ნინოსთან ავედი, სადაც ქეთი ისევ აუდიო სისტემებში იყო შემძვრალი და მიკროფონის ჩართვას ცდილობდა. გვიანობამდე ვიყავით და სახლში წამოვედით, ვუყურეთ ახალ ქართულ დეტექტივს, რომელიც იმაზე გაცილებით კარგი ხარისხის აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.კვირას დილით ადრე ავდექით და წავედით ვიდეოთვალის საყიდლად ნინოსთვის - სულ დაგვავიწყდა, რომ კვირა იყო და ერთადერთი ტექნიკის მაღაზია, რომელიც ღია დაგვხვდა BOOM იყო. ვიყიდეთ და საბედნიეროდ წარმატებულად - ახლა ნინოს უკვე skype ით ველაპარაკები.
ისეთი კარგი ამინდი იყო, ძალიან მომინდა აკვარელებით დახატვა, ავედი ჩვენი ძველი სკოლის ეზოში სადაც რა?სად?როდის? სუპერლიგის თამაშიც იყო და ცოტა ხნით, სანამ შემცივდა სკოლის უკანა ეზოში გავედი და ჩავხატე.
და კიდევ ეს უკვე შიგნით.
და დღეს უკვე დაისყო ვორკშოპი - "არტ-ქალაქი" გოეთეში.
Workshop is my lifestyle :)
No comments:
Post a Comment