Thursday, November 4, 2010

FF - Franz Ferdinand

ნამდვილი შემოდგომისეული პერიოდი მაქვს ახლა ცხოვრებაში - მშვიდი, ნათელი, უხვი, ძალამოკრებილი
შემოდგომა ყველაზე ნაყოფიერი სეზონია, აქტიური, მოტივირებული, მიზანდასახული
მართალია რა შედარებაა, მაგრამ რომ არა ინტერნეტში უაზროდ დახარჯული დრო, გაცილებით უკეთ იქნებოდა ყველაფერი, და კიდევ ვიტყვი იმას, რომ ძილის რეჟიმი ისევ ამერია, გვიანობამდე ვბუკნაჭოტობ და დილით ვეღარ ვიღვიძებ, თან უკვე აცივდა და გარეთ გასვლაც მთლად სასიამოვნო აღარაა

ეს იტვეტში ჩავხატე ჩემი თავი ზედხედში ერთერთი მოსაწყენი ლექციის დროს სამოცობანას რომ ვთამაშობდით და ლექტორმა მე და ნინოს ფურცლები რომ წაგვართვა :D

სამაგიეროდ აქტიურად დავდივარ სხვადასხვა გამოფენებზე და ლექციებზე, რაც ძალიან მიყვარს - ბოლო დღეებში ვიყავი გეორგ ბაზელიცის გრავიურების გამოფენაზე ეროვნულ მუზეუმში და საჯარო ბიბლიოთეკაში შოპენის 200 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, სადაც ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები იყო გამოფენილი და უკრავდა ორკესტრი შოპენის ნაწარმოებებს ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით - უდავოდ მშვენიერი იყო და კიდევ მინდა.

და ბოლოს - ჩემი ამ დღეებში ამოჩემებული მუსიკა იცით რომელია? - ფრანცი :D და განსაკუთრებით ეს ორი სიმღერა





No comments: