დღეს უცნაური დღე იყო – უცნაურს ვეძახი დღეს, რომელიც დაუგეგმავად ვითარდება ან გეგმას აცდენილად. დილით დამევალა ტელეფონის გადახდა, როგორც წესი არ მეზარება, მაგრამ დროის გამონახვა ჭირს ხოლმე. იტვეტში პირველი ლექციის მერე გავედი ატეესში და ინგლისურის პირველ ლექციაზე დავაგვიანე. ტელეფონის გადასახადები როგორც იქნა გახადეს უფრო მობილური და უკვე ნებისმიერ ბანკში ან ფეიბოქსით შეიძლება გადახდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ აკრეფისას ნომერი შემეშალა და ვიღაცას ჩავურიცხე 5 ლარი :D, ახლა კი მეცინება, მაგრამ იმ წუთას გავმწარდი და ნერვები მომეშალა – აბა დამრჩა ისევ გადასახდელი ჩემი და რა მექნა, თან ის აპარატი რკინის ფულს არ იღებდა :D :D
მოკლედ იტვეტის მერე ვაპირებდი ჩემ ჯგუფელ გოგოებთან ერთად სადმე ჩასხდომას, დამირეკეს და ლესელიძეზე ვართო, მაგრამ სანამ იქამდე მივიდოდი შემხვდნენ ელენე, დალი, მწვანე, ოკიჩა და ფარუკი, რომელიც რამდენიმე დღითაა ჩამოსული სტუმრად თბილისში. ძალიან გამიხარდა მათი ნახვა და გადავწყვიტე მათთან ერთად გამეტარებინა საღამო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშიოდა :) წავხეტიალდით ვაკისკენ, გადავწყვიტეთ რამე ცხელი დაგველია. რა სასაცილო იყო, ვერაფრით ვერ შევთანხმდით რომელი კაფე აგვერჩია, უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ზოგი იკეტებოდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ პირველივე შემხვედრში შევიდოდით – და ეს პირველი იყო ბარნოვზე ჯერარგახსნილი კაფე, სადაც შესვლისას გვითხრეს, რომ ორ დღეში გავიხსნებით, ახლა არ მუშაობსო :D დავუყევით ისევ ფილარმონიისკენ, პეროვზე გადავწყვიტეთ გასვლა. და ელენემ მიგვიყვანა ერთ საყვარელ გალერი-კაფეში, სადაც ძალიან მყუდრო გარემო იყო, სითბო, კედლებზე ნახატები ეკიდა და ნივთების და მენიუს დიზაინიც ხელთნაკეთი იყო. ფარუკმა – არ მჯერა, რომ სადღაც დავსხედითო – თვითონ ლუდი შეუკვეთა, და ჩვენ ცხელი რძე : )
იცი რა სასიამოვნოა მეგობრებთან ერთად საყვარელ კაფეში ჯდომა და ცხელი რძის დალევა. კიდევ ის, რომ იქ ეკიდა დახატული საათი, რომლის ისრებიც ნახატი გვეგონა და გაგვიკვირდა, რომ დაემთხვა ზუსტ დროს და მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე შევამჩნიეთ, რომ ისრები მოძრაობდნენ :D ჩანახატებიც გავაკეთეთ, სასაცილო მაგრამ მაინც. და ძალიან დაღლილი, მაგრამ სასიამოვნო განწყობით დავბრუნდი სახლში.
1 comment:
ისე მემშობლიურა ყველაფერი :)))
Post a Comment