რა უცნაურია 2 დეკემბერია და ჯერ კიდევ ყვითელფოთოლა ხეები დგას ქუჩებში და აინუნში არ აგდებენ უკვე ანთებულ საახალწლო გირლიანდებს.
| nice |
ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია. მე მომწონს და მიუხედავად ყველაფრისა, მომხრე ვარ, რომ ზოგჯერ აუცილებელია ფულის დახარჯვა ქუჩების მოსართავად და გასანათებლად. ეს ციმციმა პატარა ნათურები საზეიმო განწყობას ქმნის და საჭიროა ხალხმა გაიგოს, რომ ამ ქვეყნად მარტო გაჭირვებული და საცოდავი ცხოვრება არაა, არსებობს რაღაც სხვაც - ნათელი და ხალისიანი. უნდა მიეჩვიონ სინათლეს, რომელიც თვალს ჭრით და აღიზიანებთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წელს ახალი წელი შემოდგომაზე დგება :) წელს პირველად გვქონდა შემოდგომის მსგასი შემოდგომა - მზიანი, მშრალი, წყნარი. აი ამწუთას მაგალითად ჩემს ბლოგზე 15 გრადუსს მიჩვენებს სითბოს, არადა უკვე ღამის ორი საათია. საეჭვოდ თბილა - მალე ალბათ თოვლი მოვა.
ჩვენი ცენტრალური გამზირები კი უდავოდ მშვენიერები არიან.
ნეტავ კიდევ დიდხანს არ ჩამოცვივდნენ ფოთლები :)
No comments:
Post a Comment