მე პოსტს არ დავწერ, მხოლოდ ფოტოებს ავტვირთავ გუშინდელს




არა, მაინც დავწერ ცოტაოდენს
დავწერ იმას, რომ მე ვიპოვე ჩემი კაფე თბილისში
გუშინ ჩემთან იყვნენ მეგობრები, რომლებიც ისხდნენ ჩემს გვერდით და ეს ძალიან მსიამოვნებდა
სულ თავიდან ვიჯექი მარტო, ჟასმინის ჩაის ვსვამდი და ვხატავდი
სულ მალე ჩემი ანუშკი მობრწყინდა :D
მერე მოვიდა ვახო :)
მერე ნათიამ შემომირბინა
ჩვენ ვსვამდით წითელ ღვინოს
მალე ბუხარი აანთეს და მე ჩავიფიქრე პირველი სურვილი
მერე მოვიდა დიდი ხნის მონატრებული სოფი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და ვხვდებოდი, როგორ მომნატრებია მისი აურა
მერე, ბოლოს და ბოლოს მოაღწიეს თამუნამ და ეკამ :D შოკოლადებით :D
ჩვენ ვისხედით მშვიდად და მყუდროდ და ძალიან მსიამოვნებდა ყველა გარშემო
მე ძალიან ბევრჯერ ჩავაქრე ჩემი ერთადერთი ოქროსფერი სანთელი
და ბოლოს ეს მუსიკა, რომელიც თრთოლვამდე მომწონს
Starshine - fashion TV
8=22
და კინაღამ დამავიწყდა - დღეს ქეთიმ იტვეტში მოირბინა და დიდი კოლოფით შოკოლადები მომიტანა :*
და ახლა მარტო ვარ სახლში, ვზივარ იატაკზე და პირს ვიტკბარუნებ :D :D
და ახლა მარტო ვარ სახლში, ვზივარ იატაკზე და პირს ვიტკბარუნებ :D :D
No comments:
Post a Comment