ქვემოთ ატვირთული ორი ვიდეო ნამდვილად იმსახურებს ცალკე პოსტს
ეს ის ორი სიმღერაა, რომელიც ჩემთვის გამოცდებთან ასოცირდება, ოღონდ ისეთ გამოცდებთან კი არა, რომ იტანჯები უინტერესო საგნების დაზეპირებით, წიგნის, ქსეროქსის, კომპიუტერის და მოკლედ არაფრის დანახვა რომ აღარ გინდა
არა, ეს ორი სიმღერა არის ჩემი ერთგვარი სტიმულატორი, მოყოლებული დიპლომის ხაზვიდან - როცა ღამეს ათენებ პროექტის ხაზვაში, მაგრამ ისე, რომ ვერ ხვდები, რომ ძალიან გვიანია და ისე გითრევს, ვერ წყდები. ეს ორი სიმღერა მაშინ ჩაგდებული მქონდა ფლეილისტში და თითქმის ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვუსმენდი, სხვადასხვა სიმღერებთან კომბინაციითაც და ცალკეც.
ეს ორი სიმღერა, ღამე და ყავა კომპლექტში ხელს უწყობს ჩემს კონცენტრაციის უნარის ამაღლებას - და მოკლედ - მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ ორ სიმღერას :)
თან ყველაზე კარგი თვისება ის აქვთ, რომ როცა მონოტონურად უსმენ და ვერ აღიქვამ რას უსმენ, არც გაწუხებს.
მიყვარხართ სიმღერებო :D

P.S. აი ახლაც ესენი მაქვს ჩართული და ყავას ვსვამ, თან ღამეა და ჩემს პროექტზე ვფიქრობ :) - ქარხნის პროექტზე :)

No comments:
Post a Comment