![]() |
| yellow period |
იცით რამდენი ცალი მაქვს უკვე? - 6 :D
შეპყრობილი ვარ - მაინტერესებს რომელ ბლოგ-საიტს რა შესაძლებლობები აქვს და განსაკუთრებით გატაცებული ვარ ფონების და დიზაინის ცვლით
ამ ექვსიდან ორი ძირითადია, რომლებიც ბლოგერზე მაქვს დარეგისტრირებული
პირველ რიგში mylpi - რომელიც არსაიდან შექმნილი სახელია და ძალიან მე ა
http://mylpi.blogspot.com/
მეორე I love my Archilife - თემატური არქიტექტურაზე და მასთან არსებულ (:)) სხვა თემებზე
http://my-archilife.blogspot.com/
ძალიან ადრე დარეგისტრირებული ბლოგი wordpress ზე, რომელიც ერთჯერადად გამოვიყენე ჩემი ნახატების ასატვირთად და საჩვენებლად, ერთი პერიოდი მივუბრუნდი კიდეც, დიზაინი შევუცვალე და საცდელად ერთი არაფერშუაში ვიდეოც დავლინკე youtube დან, მაგრამ ეს იყო და ეს :)
http://mmariammi.wordpress.com/
ახლახანს დარეგისტრირებული სამი საცდელი ბლოგი:
tumblr ის მიკრობლოგი - FB სთან პირდაპირი ბმით
squarespace, რომელსაც ფუნქციების თითქმის სრულყოფილი კრებული აქვს, მაგრამ არც ისე პოპულარულია რატომღაც
დიზაინიც დახვეწილი აქვს და საკმაოდ მრავალფეროვანი
http://mmariammi.squarespace.com/
და ყველაზე უაზრო და სასაცილო mylpi's postorous
http://mylpi.posterous.com/
ყველა ისეთი საყვარელია :)
P.S. მუშაობა დავიწყე ალტაში მენეჯერის ასისტენტად (ანუ კონსულტანტად :D) დროებით, და ძალიან მიხარია - ალბათ იცით, რომ ძალიან შემიყვარდა ამ ბოლო დროს ციფრული ტექნოლოგიები და კომპიუტერულ ცენტრში მუშაობა მისწრებაა.
მოკლედ კარგი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, მერე რა რომ ახალი წელი მოდის და არდადეგები მაქვს :D

2 comments:
shemeshala, dzalian feradi blogi gqonia :D
რაბევრიააა.. :0
Post a Comment