Monday, September 30, 2013

what if... ამოარჩიე მოგონება

  ცოტა ხნის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა ბარში საუბრისას მკითხა, ვთქვათ სიკვდილის მერე მთელი უსასრულობის მარტო ერთ მოგონებაში გატარება რომ მოგიწიოს, რომელ მოგონებას აირჩევდი შენი ცხოვრებიდანო?!
  ასეთ რამეზე იმდენად არასოდეს არ მიფიქრია, რომ საკმაოდ სულელური მოგონება ამოვიჩიე პირველივე გახსენებაზე.
  მერე და მერე მთელი ცხოვრებიდან რაღაც ფრაგმენტები და სიტუაციები ამომიტივტივდა, ვცდილობდი გამეხსენებინა ყველაზე სრულყოფილი მომენტები, რომ იქ დარჩენა მენატრა სულ. და ბოლოს, ნელ-ნელა ერთმა გადღაბნილმა მოგონებამ გადამიფარა ყველაფერი: ძალიან პატარა ვიყავი, შეიძლება ჩემი მახსოვრობის პირველი ფრაგმენტიც კია, ტყვიავში ვიყავით ყველა, მთელი ჩემი ნათესავები, ჩვენ ძველ სახლში, იყო ზაფხული, ყველა იღიმებოდა და ჩემი თავი მახსოვს სახლიდან ეზოს კარამდე როგორ მივრბოდი ხეივნის ჩრდილებში მარწყვებიანი ყვითელი კაბით.


  თქვენ რას ამოარჩევდით?

1 comment:

Natalia said...

მე ვერაფრით ვერ ვირჩევ, ეს დღეები როცა ჩემთან ბლოგზე შევდივარ და გვერდით ნიუსფიდში ამ პოსტს მოვკრავ ხოლმე თავს, კიდევ ერთხელ ვუფიქრდები და არა, არ გამომდის.