შემოდგომა რა პერიოდია იცით, აი უამრავი საქმე რომ გაქვს გასაკეთებელი და რომ აკეთებ კიდეც : )
ეს ის სეზონია ზაფხულის დასვენება რომ უკან გაქვს მოტოვებული და ნერვები რომ ყველაზე ძნელად გეშლება, ველოსიპედის მოპარვაც კი მსუბუქად გადაგაქვს
ჩემს წიგნაკში ნელ-ნელა უკვე გაჩნდა თარიღები და გეგმები, გუშინ კი ბოლო თვენახევრის მანძილზე პირველად დავაყენე მაღვიძარა დილისთვის
ისეთი შეგძნება მაქვს, რომ რეალურ ცხოვრებას ახლა ვიწყებ, ახლა ვიწყებ რეალურ მუშაობას, თუმცა ჩემი მომავალი მაინც აბსტრაქტულია
დარწმუნებული ვარ არასოდეს მეცოდინება როგორი ვიქნები ხუთი ან თუნდაც ორი წლის შემდეგ
ერთადერთი რაც ნამდვილად მინდა არის ის, რომ აი იმ ტკბილი, ბებიური ასაკისკენ რომ წავალ უზარმაზარი სახლი მქონდეს, უამრავი ოთახით, დიდ ბაღში და მთელი ჩემი საყვარელი ადამიანები ერთად იკრიბებოდნენ ჩემთან და მსოფლიოში საუკეთესო ზაფხულებს ვატარებდეთ.
აი ის ფრაზა მინდა: "...მე ავაშენებ სახლს, მსუბუქადმსუნთქავს, სიხარულით სავსეს, მექნება კარგი ბიბლიოთეკა... და ბავშვები გაიზრდებიან მწვანე ბალახზე, ლურჯი ცის ქვეშ..."
მანამდე კი იმედი მაქვს მთელი მსოფლიოს მოვლას მოვასწრებ : )
ესეც ჩემი დღის სიმღერა

No comments:
Post a Comment